„მიიღე უფრო მეტი ხალისი“
„მიტარბის“ ახალი შეფუთვა უკვე თაროზეა
ადამიანის ორგანიზმისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მინერალური წყალი და მისი სწორად შერჩევა. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ყველა ის დადებითი თვისება, რაც გააჩნია წყალს, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ. ბაზარზე აქტიური მინერალებით გაჯერებული ახალი მინერალური წყალი „მიტარბი“ უკვე ერთი წელია, გამოჩნდა. მას უკვე ჰყავს მომხმარებელთა სტაბილურად მზარდი კატეგორია. „მიტარბი“ მოსწონთ იმიტომ, რომ განსხვავებული გემო აქვს, იმიტომ რომ ამ მინერალურ წყალთან ერთად ხალისი უფრო მეტია, როგორც ბრენდის გზავნილი გვატყობინებს და, რაც მთავარია, იმიტომ რომ სასარგებლო მინერალური წყალია.
„მიტარბი“ ამ სეზონზე ახალი შეფუთვით წარსდგა მომხმარებლის წინაშე. 0.5-იან და 1-ლიტრიანი ბოთლების გვერდით ადგილს 1,5-ლიტრიანი შეფუთვა იმკვიდრებს. ამ სიახლით კომპანიამ კონკურენტუნარიანი ფასი შესთავაზა მომხმარებელს – 1,5-ლიტრიანი პროდუქტის ფასი 1 ლარი და 20 თეთრია.
„მიტარბი“ ჩვენი კომპანიის პორტფელში ახალი ბრენდია. ის ბაზარზე გასულ წელს გამოვიდა და საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია. 1,5-ლიტრიანი შეუთვის ბაზარზე გამოტანა ჩვენი გეგმის ნაწილი იყო, რადგან გარკვეულ ეტაპზე გვსურდა ბაზარზე გამოგვეტანა საოჯახო მოხმარების შეფუთვაც – დამატებითი მოცულობა გაცილებით ხელსაყრელ ფასად. მოსახერხებელი შეფუთვა და ხელმისაწვდომი ფასი; სწორედ ეს არის „მიტარბის“ ახალი ბოთლის უპირატესობა“, – აცხადებს ნატა წერეთელი, „მიტარბის“ ბრენდმენეჯერი.
„მიტარბი“ სამკურნალო სუფრის სასმელი წყლის კატეგორიას მიეკუთვნება. რეკომენდებულია, როგორც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მინერალური წყალი. მინერალური წყლის საბადო ბორჯომის რაიონში, მდინარე მიტარბულას ხეობაში, ზღვის დონიდან 1 322 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მინერალური წყლის წარმოება სერტიფიცირებულია ISO 9001, 22000 -ით. „მიტარბის“ მინერალური წყლის საერთო მინერალიზაცია შეადგენს 2-3 გ/ლ. ის არის ნახშირორჟანგიანი, ჰიდროკარბონატული, კალციუმ-ნატრიუმიანი, რკინიანი წყალი.
„მიტარბის“ მინერალური წყლის საბადო მდებარეობს ბორჯომის რაიონის მთიან რეგიონში. ქალაქ ბორჯომიდან 25 კმ-ის დაშორებით, ბაკურიანთან ახლოს. სამხრეთით ესაზღვრება თრიალეთის ქედი. არსებობს დიდი და პატარა მიტარბი, რომელიც არაჩვეულებრივი ჰავით, ზომიერად ცივი ზამთრითა და გრილი, ზომიერად მშრალი ზაფხულით გამოირჩევა. „მიტარბის“ მინერალური წყლის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას ძირითადად განსაზღვრავს მასში არსებული ნატრიუმის, კალციუმის, რკინის, კაჟმჟავას, ჰიდროკარბონატის, ნახშირორჟანგის არსებობა,“ – აცხადებს ჩვენთან საუბარში კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ მთავარი ჰიდროგეოლოგი თემურ კოროშნაძე.
თაროზე „მიტარბის“ ფასი, შეფუთვების მიხედვით, შემდეგნაირად განისაზღვრება: 0.5ლ – 0.70 ლარი; 1ლ – 1ლარი; 1,5ლ - 1,20 ლარი.
მინერალურ წყალს, „მიტარბს“, აწარმოებს და მოიპოვებს კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“. „მიტარბი“ ბორჯომის N2 ჩამომსხმელ ქარხანაში ისხმება. მისი დისტრიბუცია მთელ საქართველოში ხორციელდება. „მიტარბი“ საქართველოს მინერალური წყლის ბაზარზე ზუსტად ერთი წლის წინათ გამოვიდა.