კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდნენ „X ფაქტორის“ მონაწილე ლამბერსექსუალი ძმები გულაშვილები „მოდის პიკში“ და, მათი აზრით, რა უნდა იცოდნენ გოგონებმა

უკვე მეორე კვირაა, „რუსთავი 2-ის“ ეთერში გრანდიოზულ მეგაპროექტის – „X ფაქტორის“ მეორე სეზონი დაიწყო და, შესაბამისად, მაყურებელი ნელ-ნელა ეცნობა ვარსკვლავობის ახალ-ახალ კანდიდატებს. უამრავ მონაწილეს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც თავიანთი გამორჩეულობისა და „იქსების“ სიმრავლის გამო, მაყურებლისა და ჟიურის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებენ და, ზოგჯერ კი – სამწუხაროდ, პირიქითაც ხდება. ამჯერად ჩვენი სტუმრები არიან ძმები – ირაკლი და თორნიკე გულაშვილები.

თორნიკე: წინა სეზონს ვუყურებდით და ძალიან მოგვწონდა. რადგან წელს ჯგუფებს ბენდებიც დაემატა, მე და ჩემს ძმას საშუალება მოგვეცა, როგორც დუეტს, ერთად მიგვეღო მონაწილეობა. დუეტი ჩვენი სავიზიტო ბარათია. ჩავთვალეთ, რომ პროექტისთვის მზად ვიყავით და მოვედით. 

ირაკლი: გაცილებით ნაკლებია სანერვიულო,  რადგან ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. მარტო ყოფნას, ჯობია, როცა გვერდით გიდგას ადამიანი, რომელსაც ენდობი – ეს დიდი სტიმულია და, ამიტომ, მიმაჩნია, რომ გაგვიმართლა.

– პროექტის მეორე ტურში ექვსი „კი“ წაიღეთ, არა?!

თორნიკე: დიახ. ძალიან მაგარი შეგრძნება იყო. თამთამ და გიორგიმ ორ-ორი „კი“ დაგვიწერეს, ორივეს სათითაოდ; ასე რომ, საბოლოოდ ექვსი გამოგვივიდა (იცინის). 

– ქასთინგზე რომ მიდიოდით, ჟიურის შესახებ, ალბათ, გარკვეული წარმოდგენა გქონდათ. როგორი იყო თქვენი მოლოდინი?

ირაკლი: როგორც ვიცით, ყველაზე მეტ შენიშვნას გიორგი გაბუნია ამბობს ხოლმე, მაგრამ, ჩვენდა გასაკვირად, ძალიან კარგი და სწორი შეფასება მოგვცა. სიმღერაზე, რომელიც პირველ ტურში შევასრულეთ, 13 წლის წინ გვაქვს კლიპი გადაღებული, Singing brother ჰქვია. ამჯერად მისი განახლებული და გათანამედროვებული ვერსია შევასრულეთ. გიორგის არ ახსოვდა ჩვენი ძველი კლიპი, მერე გაახსენეს; ფაქტობრივად, არ იცოდა, ვინ ვიყავით. ჩვენ შესახებ არც თამთამ იცოდა. ეს სიმღერა თავიდან ძველებურად იწყება და გადაკეთებული, თანამედროვე ვარიანტით გრძელდება. თამთამ აღნიშნა კიდეც – დასაწყისში მეგონა, რომ ძალიან ძველ სიმღერას ასრულებდით და, მერე, ახლებური და თანამედროვეც რომ ვნახე, თან, მოძრაობებთან ერთად, ძალიან მომეწონაო. შუალედებში ცეკვები გვქონდა დადგმული და გვითხრეს: 16-17 წლის ბავშვები გამოვიდნენ და არ განძრეულან, თქვენმა არტისტიზმმა და ცეკვამ კი გაგვაკვირვა და ძალიან მოგვეწონაო. 

– სულ ერთად ხართ და ფიზიკურადაც ჰგავხართ ერთმანეთს. ხალხს ტყუპები არ ჰგონიხართ?

– ტყუპები არ ვართ, თუმცა, რატომღაც ყველას ასე ჰგონია. თორნიკე 25 წლის არის და მე – 23-ის. ბოლო პერიოდში წვერი და ვარცხნილობაც ერთნაირი გვაქვს და, ერთი შეხედვით, ვგავართ, მაგრამ, ნებისმიერი, ვინც ცოტათი ახლოდან გვიცნობს, გვეუბნება, რომ საერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს. რაც შეეხება ხასიათსა და გემოვნებას, რადიკალურად განსხვავებულები ვართ. კამათიც გვიწევს ხოლმე ზოგიერთ საკითხზე, მაგრამ შემდეგ ვყალიბდებით და ვთანხმდებით. ხან ერთი მიდის დათმობაზე, ხან – მეორე. 

– თქვენი შემოქმედებითი ცხოვრება  გაცილებით ადრე დაიწყო. როგორი იყო ამ სფეროში პირველი ნაბიჯები?

– ჩვენი შემოქმედება ფეხის ადგმასთან ერთად დაიწყო. გარკვეულ მელოდიებს, მგონი, ლაპარაკის დაწყებამდეც ვღიღინებდით. ამიტომ, ჩვენმა ნათესავებმა გადაწყვიტეს, რომ „ეს ძმები მღერიან“.  შემდეგ ძალიან ბევრ რამეში მოვსინჯეთ ძალები. ფეხბურთით დაწყებული, ცეკვით გაგრძელებული, შემდეგ – კალათბურთი თუ კარატე – მოკლედ,  ყველაფერი ვცადეთ. რაღაც ასაკში კი დავდექით კითხვის წინაშე: რისი კეთება გვინდა? – და, ერთხმად გადავწყვიტეთ მუსიკა. მაშინ 14-15 წლის ვიყავით. ჩვენი პირველი გამოჩენა იმ პერიოდს უკავშირდება, როცა საქართველოში შოუ-ბიზნესი არსებობდა; არსებობდა მუსიკალური არხები და იღებდნენ კლიპებს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ საწყისი ეტაპისთვის ძალიან მაგარი იქნებოდა კლიპის გადაღება, რომელიც მომავალში გამოგვადგებოდა. გადავიღეთ კიდეც მაია ბარათაშვილთან ერთად. შეიძლება ითქვას, რომ ამ დუეტმა გაამართლა, რადგან დღემდე ძალიან ბევრს ახსოვს.

 – ამის გამო, იმ პერიოდში, როგორც მაია ბარათაშვილის შვილებს, ისე გიცნობდნენ, არა?

– ერთხელ სტომატოლოგთან ვიყავით და დედაჩემს ჩვენზე უთხრეს, ესენი მაია ბარათაშვილის შვილები არიანო. დედაჩემი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, ამბობდა: არა, ჩემი შვილები არიანო; ვიღაც ქალი კი უმტკიცებდა, გინდა თუ არა, მაია ბარათაშვილის შვილები არიანო (იცინის). 

– რა ხდებოდა იმ დროს, როცა აღარ ჩანდით?

– იმ ასაკში ბიჭებისთვის სიმღერა მაინცდამაინც კარგი არაა, რადგან, როგორც იცით,  მუტაციის პერიოდი გვაქვს და ხმა გვიყალიბდება. თუმცა, ეს დრო უქმად არ დაგვიკარგავს – აქცენტი განათლებაზე გადავიტანეთ, ჩავაბარეთ უნივერსიტეტებში, შევისწავლეთ ინსტრუმენტები და ფართოდ გავეცანით მუსიკალურ სფეროს.

თორნიკე: გვაქვს ჩვენი სტუდია, სადაც ყველაფრის გაკეთება შეიძლება. საკუთარი სიმღერების არანჟირებასაც ვაკეთებ, ვიღებ კლიპებს. ორი კლიპი გადავუღე „ქუჩის ბიჭებს“. რეჟისორი ვარ და ვმუშაობ ფილმებზე, ვწერ კინომუსიკას, ვაკეთებ ფოტოსესიებს. პარალელურად, ვმღერით რესტორან „თავადურში...“ 

– ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უკვე საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი გყავთ, როგორ გამოხატავენ თქვენ მიმართ სიყვარულს?

ირაკლი: გულშემატკივრებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს და მეხერხება კიდეც. ეკრანზე გამოჩენის შემდეგ, „ფეისბუქზე“ მეგობრობის უამრავი მოთხოვნა და შეტყობინება გვხვდება და უპასუხოდ არცერთს არ ვტოვებთ. 

– გულშემატკივარ გოგონებს, დარწმუნებული ვარ, აინტერესებთ, რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში.

– (იცინის) პირადი ცხოვრების განხილვა ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიგვაჩნია. კონკრეტულ შემთხვევას არ ვგულისხმობ, თუმცა, ზოგადად, ამის განხილვა ურთიერთობებს აზიანებს. უბრალოდ, ჩვენს შემთხვევაში, გოგოს უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ გვერდით ჰყავს ხელოვანი, რომელსაც ეყოლება გულშემატკივარი და ამას უნდა შეეგუოს. ნდობა უნდა არსებობდეს.

– როგორი გოგოები მოგწონთ?

– ჩვენ „გატყლარჭული“ და გაუნათლებელი გოგოები არ მოგვწონს (იცინის). 

თორნიკე: გოგომ ოჯახის საქმე უნდა იცოდეს. არ გვიყვარს, რომ ამბობენ – „არ ვიცი“,  „არასდროს გავაკეთებო“ და ასე შემდეგ.

ირაკლი: უბრალო და უშუალო გოგონები მოგვწონს, რომლებთანაც შესაძლებელია წყნარად დალაპარაკება ბევრ თემაზე. გარეგნულად ვერ გეტყვი, როგორი უნდა იყოს. ზოგადად, განათლებული და შეგნებული ადამიანები მომწონს, რომლებიც მოდას არ არიან აყოლილები და შეუძლიათ, იყვნენ ერთგული და კარგი მეგობრები. 

თორნიკე: გოგო მარტო გართობაზე არ უნდა ფიქრობდეს. არ გვიყვარს კლუბები და არც დავდივართ იქ. ჩვენი შეკრების ადგილი სახლი, მეგობრების წრე და აგარაკია. ხალხმრავალი და ხმაურიანი ადგილები მაინცდამაინც არ გვხიბლავს, შესაბამისად, არც იმ კატეგორიის გოგონებს ვანიჭებთ უპირატესობას, რომლებიც ყოველ კვირას კლუბში არიან ან სადღაც სვამენ. 

– სამაგიეროდ, გოგონებს მოსწონთ ლამბერსექსუალი და თან მომღერალი ბიჭები, არა?

– სხვათა შორის, ანრი ჯოხაძემ გაგვიკეთა კომენტარი:  ორი ლამბერსექსუალია სცენაზეო (იცინის). ჩვენ, ზოგადად, რაც წვერი ამოგვივიდა, არ გაგვიპარსავს. ეგეთი რამ მხოლოდ ჯარში ყოფნისას მოხდა (იცინის). ლამბერსექსუალობამ ახლა მოგვისწრო და მოდის პიკში აღმოვჩნდით (იცინის). მგონი, არც არასდროს გავიპარსავთ და, ლამბერსექსუალობა რომ გადავა, ძველმოდურები გავხდებით (იცინის). 

скачать dle 11.3