კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი მუსიკა გვეხმარება თანხის უმტკივნეულოდ დახარჯვაში და რა ფერში დაწერილი ფასი იწვევს ადამიანის ნდობას

არსებობს ფერები, სურნელები და მელოდიები, მნიშვნელოვნად რომ მოქმედებს ადამიანის გრძნობებსა და გადაწყვეტილებებზე, რაც ზრდის და ამცირებს შრომისუნარიანობას, მადას და გაყიდვების რაოდენობას.

ეს ინფორმაცია კარგად აქვთ ათვისებული რეკლამის აგენტებს და მათი აქტიური მუშაობის შედეგად იქმნება რეკლამები, რომლებიც ჩვენზე, როგორც მყიდველებზე დიდ გავლენას ახდენს. ამიტომაცაა, სახლში მისული ხშირად რომ აღმოვაჩენთ: ნივთი შევიძინეთ, რომელიც არ გვჭირდებოდა, ვჭამეთ მეტი, ვიდრე საჭირო იყო და ასე შემდეგ.

ამ თემაზე „დავითიანის“ ცენტრის ფსიქოლოგს, ნინო კერესელიძეს ვესაუბრეთ.

 

– რეკლამის ფსიქოლოგიაში სერიოზულად მუშაობენ საკითხებზე, რომლებიც დადებითად აისახება გაყიდვებზე. შედეგად, მაღაზიაში ყველაფერი ისეა განლაგებული, რომ ადამიანს, რომც არ სჭირდებოდეს რაიმე კონკრეტული პროდუქტი, ყიდვის სურვილი მაინც უჩნდება. ამისთვის ბევრი ხრიკი არსებობს.

ერთ-ერთი, რასაც გაყიდვებში დიდი მნიშვნელობა აქვს, ფერია. როგორც წესი, ფასდაკლებების დროს გამოიყენება წითელი ფერი, რადგან ის ენერგიული და მიმზიდველია. წითელ ფონზე ყვითლად ან მუქ მწვანედ დაწერილი ფასი ადამიანში ნდობას აღძრავს. ზოგადად, ღია პასტელის ფერები ყველაზე კარგად მოქმედებს. ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქცია ძალიან ფერადია და ზედ მათთვის საყვარელი პერსონაჟების სურათებია დატანილი, რაც იზიდავთ. რაც შეეხება ნეგატიურ დამოკიდებულებას, მას ძირითადად მუქი ფერები იწვევს, მაგალითად: შავი, ლურჯი, იასამნისფერი. ასევე, უარყოფით ემოციებს აღძრავს „ელექტრიკი” ფერები, რომელთა სიმკვეთრე ხშირად გამაღიზიანებელია.

– გაყიდვებზე სუნიც ახდენს გავლენას?

– შეიძლება, შეხვიდე მაღაზიაში პურის საყიდლად და პურთან ერთად, ტკბილეულითა და ყვავილით გამოხვიდე. იმიტომ, რომ ორივეს კარგი სუნი აქვს, რაც ძალიან მოქმედებს ადამიანზე. ასეთი სუნი ძირითადად დადებით ასოციაციას იწვევს. ბოლო დროს ძალიან ცნობილმა მაღაზიებმა და ბანკებმა სპეციალური სურნელების შეძენა დაიწყეს, რომელიც მათ ქსელში მუდმივად ტრიალებს. როცა ამ სუნს სხვაგან იგრძნობთ, აუცილებლად ის ბანკი თუ მაღაზია გაგახსენდებათ. ეს თავში ჩადებული სარეკლამო კოდია. ამიტომ, სუნების ბიზნესი საკმაოდ სარფიანი გახდა, არა მხოლოდ პარფიუმერიული მაღაზიებისთვის, არამედ სხვადასხვა დაწესებულებისთვისაც. ასეთ დაწესებულებებში ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს ფერს – რა ფერისაა მათი საიმიჯო ლოგო. ყველაზე პოზიტიურად ნარინჯისფერი ითვლება. ეს არის უბრალოებისა და სათნოების ფერი. ნარინჯისფერი ნიშნავს – მე შენნაირი ვარ, ის თანასწორობის ფერია და პოზიტიურ ჭრილში აღიქმება, რომელიც ყველა ფენისთვისაა განკუთვნილი. გარდა ნარინჯისფერისა, დადებით მუხტს ატარებს ცისფერიც. ის ჰაერის, სუნთქვის ფერია და თითქოს, მის გარეშე არსებობა არ შეგიძლია. მწვანე და ყვითელის კომბინაცია გიქმნის დაცულობის განცდას. შენთან ვარ, ახლოს ვარ და არაფერი გემუქრება – ასეთი მესიჯი მოდის მისგან.

– როგორც ვიცი, ფერებს გამოარჩევენ ასევე, კვების ფსიქოლოგიაშიც. 

– ჭურჭლის ფერი დიდწილად განსაზღვრავს მადას. თუ საკვებს მუქი ფერის თეფშიდან მიირთმევ, დანაყრებას უფრო მალე გრძნობს ტვინი და ჭამას წყვეტ. გარდა ამისა, მუქ ჭურჭელზე საკვები არამადისამღძვრელად გამოიყურება. მაგალითად, ავიღოთ ლურჯი, ან შავი ფერი, რაც ფარავს საკვების ფერს.

მნიშვნელოვანია თეფშის ზომაც. როდესაც ძალიან დიდ თეფშზე მივირთმევთ, იქ საკვებს ვამატებთ და ვამატებთ. თუ თეფში სავსეა, ვგრძნობთ, რომ გვეყოფა. ამ თემაზე ძალიან ხშირად ატარებენ ცდებს. ადამიანს აძლევენ პატარა და დიდ თეფშს. მათზე დებენ ზუსტად ერთსა და იგივე რაოდენობის საკვებს. პატარა თეფში ივსება, დიდი – ვერა. როდესაც ადამიანი პატარა თეფშიდან მიირთმევს, ნაყრდება, ხოლო, როცა იგივე რაოდენობის საკვებს დიდი თეფშიდან იღებს – ვერა. ეს იმიტომ, რომ პატარა თეფშის შემთხვევაში, ნახა, რომ ის სავსე იყო. დიდის შემთხვევაში კი, დანაკლისის გრძნობა გაუჩნდა.

მადის აღმძვრელ ფერებს შორის, უპირველესად, თეთრი უნდა დავასახელოთ. აქ არა მხოლოდ ჭურჭელს, მაგიდის გადასაფარებელსაც მნიშვნელობა აქვს. როდესაც თეთრი ფერის სუფრაა გადაფარებული, სისუფთავის შეგრძნება გიჩნდება. კარგად ხედავ საკვებს. გიღვივდება კვების მოთხოვნილება. ამას დამატებული თეთრი ფერის თეფში კიდევ უფრო გაზრდის ამ მოთხოვნილებას.

მადისთვის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია სურნელი. თუმცა ეს ინდივიდუალური საკითხია. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ საჭმლის სუნი და სამზარეულოში ჭამა, სადაც ეს სუნი ტრიალებს. ზოგისთვის კი სუნით გაჟღენთილ გარემოში ჭამა მიუღებელია და უფრო მეტს მიირთმევენ ისეთ გარემოში, რომელშიც საერთოდ ვერ გრძნობენ მას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სუნამოს სურნელი კვების დროს. როცა რაღაც ძალიან კარგს მიირთმევ და იქ სუნამოს სუნი დგას. სუნამოს სუნი გადადის გემოში და ფარავს მას. ასეთ დროს რთულია ნამდვილი გემოს აღქმა. სწრაფი კვების ობიექტებს სხვადასხვანაირი მიდგომა აქვთ სუნებისადმი. მაგალითად, ავიღოთ „მაკდონალდსი“, სადაც სუნი არის, თუმცა ძალიან უმნიშვნელოდ და „ვენდისი“, რომელშიც შედიხარ თუ არა, პროდუქტის სუნი გცემს. ეს სუნი კუჭზე მოქმედებს და იწყება წვენის გამოყოფა, რომელიც ადამიანს საკვების მონელებაში ეხმარება და მადასაც  აღძრავს. მაგრამ, შესაძლოა, იქ ვერ დანაყრდე ისე, როგორც საჭიროა და ზედმეტმა კუჭის მჟავამ კუჭის წყლული გამოიწვიოს. გარდა ამისა, ამ სუნისადმი დამოკიდებულებაც ინდივიდუალურია. ასეთი გარემო ზოგს მოსწონს, ზოგს კი – არა. თუ სუნი ადამიანის გაღიზიანებას იწვევს. უმჯობესია, ვერანდაზე ან ისეთ ადგილას ჭამა, სადაც გამწოვია ჩართული.

– რაც შეეხება მუსიკას, რომელი ჟანრის მუსიკა მოქმედებს დადებითად და პირიქით?

– უპირველესად, აღვნიშნავ, რომ კლასიკური მუსიკა დადებით ემოციებს აღძრავს ადამიანში. ის გაიძულებს, იყიდო, რაც შეიძლება ძვირიანი და ხარისხიანი პროდუქტი. ამიტომაც, კლასიკური მუსიკა ძალიან ელიტურ მაღაზიებში ისმის, რომელთა კლიენტები ძირითადად ოცდაათს გადაცილებული და კლასიკურის სტილის მოყვარულები არიან. იქ ფასიც მაღალია, ხარისხიც და მუსიკაც ხელს გიწყობს, რომ სხვა სამყაროში გადახვიდე – თავი დედოფლად თუ პრინცად წარმოიდგინო. შესაბამისად, საკუთარი სიამოვნებისთვის ფულის გადახდა, არ დაგენანება. იმავე მიზეზის გამო ვხვდებით კლასიკურ მუსიკას სპაცენტრებშიც. რაც შეეხება  ტანსაცმლის მაღაზიებს, იქ ძალიან ხშირად, ჩქარი ტემპის მუსიკა ისმის, რომელიც გაიძულებს, იარო ძალიან ჩქარა და მიედ-მოედო ბევრ რაღაცას. ეს მუსიკა არ გაძლევს მოდუნებისა და საკუთარ თავთან ჩაღრმავების საშუალებას. ძალიან ბევრი ჭრელი სამოსია, იარლიყებზე დიდი შროფტით აწერია ფასდაკლების შესახებ და ისიც, რომ ეს ფასდაკლება მხოლოდ ორი დღითაა – ეს ყველაფერი, ძალიან მოქმედებს ადამიანზე და ხშირ შემთხვევაში ყიდულობ, ისეთ რამეს, რაც არ გჭირდება. მუსიკის სწრაფი ტემპი გიქმნის განწყობას, რომ თითქოს გეჩქარება და უცებ იღებ გადაწყვეტილებას.

– მუსიკა შრომისუნარიანობასაც ხომ მნიშვნელოვნად განსაზღვრავს?

– თუ მუსიკა ენერგიულია და მოტივაციას ქმნის, საქმეს აქტიურად და ცეკვა-ცეკვით აკეთებ. აქტიური მუსიკა ზოგადად, დღის განრიგზეც ახდენს გავლენას და კვებაზეც. როცა აქტიური ხარ, სწრაფად იკვებები და თითქმის მთელ საკვებს იღებ დაუღეჭავად. ეს ნეგატიური მომენტია. კვებისას მნიშვნელოვანია გარემო. როცა ისმის ხმამაღალი მუსიკა, ამ დროს, საკვებზე ორიენტირებული ვერ ხარ. ამიტომ, კარგ რესტორანში, სადაც გინდა, რომ კვების პროცესით დატკბე და სიამოვნება მიიღო, ისმის ნაზი და ჰარმონიული მელოდია. სწრაფი კვების ობიექტებში კი, სადაც სწრაფად უნდა ჭამო და გამოხვიდე, ხმაურიანი და სწრაფი მუსიკა ისმის.

скачать dle 11.3