კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენ დაწესებულებაში მუშაობდა ბუღალტრად ავთანდილ ბერიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევამდე

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე 1955 წელსაა დაბადებული და აჭარის უმაღლეს საბჭოში კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ პარტიული სიით მოხვდა. სკოლა ბათუმში, 1971 წელს დაუმთავრებია და იმავე წელს დაუწყია მუშაობა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენის კოლმეურნეობაში; 1974 წელს მოსკოვში გადაუნაცვლებია, სადაც 1978 წლამდე ზვენიგოროდის 46-ე პროფტექნიკური სასწავლებლის ლაბორანტი იყო; 1979 წელს ისევ საქართველოს დაუბრუნდა, თავდაპირველად აჭარის საკონსერვო მრეწველობის კომბინატში ნორმადარად, შემდეგ – პროფკავშირების თავმჯდომარედ; 1983 წლიდან კი სოფლის მეურნეობის, გადამმუშავებელი კვებისა და მსუბუქი მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირისა და ხელვაჩაურის რაიონული პროფგაერთიანების თავმჯდომარედ მუშაობდა (თვით 2012 წლამდე). 1988 წელს მოსკოვის კვების მრეწველობის საკავშირო დაუსწრებელ ინსტიტუტში სოფლის მეურნეობის პროდუქტების დამზადების ეკონომიკისა და ორგანიზაციის ფაკულტეტი დაამთავრა და, როგორც მის ოფიციალურ ბიოგრაფიაშია აღნიშნული, ეკონომისტის კვალიფიკაცია მიენიჭა. 1991-1996 წლებში ის აჭარის უზენაესი საბჭოს, ხელვაჩაურის რაიონული და სოფელ ახალშენის საკრებულოს წევრი, 2006-2012 წლებში კი – ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი იყო. აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე, ასევე, ვკითხულობთ, რომ ბ-ნი ბერიძე 1988 წლიდან ეროვნულ მოძრაობაში ჩაება, 1989 წელს  „სახალხო ფრონტის“ ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაცია ჩამოუყალიბებია და იმავე წელს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრიც გამხდარა, მაგრამ 2011-ში პარტია დაუტოვებია. 

ბ-ნი ბერიძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2012 წლით თარიღდება, თუმცა ის ცარიელია, რაც, თუ საჯარო სამსახურის ბიუროს ხარვეზი არ არის, წესითა და რიგით, კანონდარღვევაა ჩინოვნიკის მხრიდან.

მაგრამ ყველაფერი რიგზეა 2013 წელს შევსებულ დეკლარაციაში, რომელიც ბ-ნმა ბერიძემ შეავსო როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და ოჯახის წევრად მიუთითა მეუღლე – 1960 წელს დაბადებული რუსუდან ბურჭულაძე. ოჯახის ერთადერთი უძრავი ქონების მეპატრონე ოჯახის უფროსია – ბ-ნი ბერიძის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე (ფართობი – 72 კვ. მ.).

რაც შეეხება შემოსავლებს: 2012 წლის განმავლობაში რუსუდან ბურჭულაძემ, როგორც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის წმიდა ილია მართლის სახ. საბავშვო ბაღის მედდამ, 6 600 ლარი აიღო; ავთანდილ ბერიძემ, როგორც შპს „იბერიის ნავიგაციის” ბუღალტერმა – 1 000, როგორც შპს „იხტიოსის” ბუღალტერმა – 800, როგორც შპს „კაფიდის” ბუღალტერმა – 400 ლარი (აქვე გეტყვით, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს თავის დეკლარაციაში უწერია არა ბუღალტერი, არამედ – ბუხჰალტერი), ხოლო, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ორიოდ თვეში, 11 284 ლარი.

სულ ბოლო დეკლარაცია ავთანდილ ბერიძემ 2014 წელს შეავსო, ბუნებრივია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის რანგში. უცვლელია მისი ოჯახის წევრთა და ბონების ოდენობაც, თუმცა განსხვავებაა შემოსავლების ნაწილში.

კერძოდ, 2013 წლის განმავლობაში ავთანდილ ბერიძემ, როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ,  63 600 ლარი აიღო; მისმა მეუღლემ, რუსუდან ბურჭულაძემ კი, როგორც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის წმიდა ილია მართლის სახ. საბავშვო ბაღის მედდამ – 5 500 ლარი.

2014 წელს ავთანდილ ბერიძეს „ვი თი ბი ბანკიდან“ სასყიდლიანი კრედიტი აუღია 20 875 ლარის ოდენობით.

скачать dle 11.3