კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბირთვულად იზოლირებულები

გასულ კვირას რუსეთის „დუმაში“ ვლადიმირ (განა ლენინის) ჟირინოვსკის ფრაქცია „ელ დე პე ერმა“ ფედერალური კანონპროექტი შეიტანა – „კულტურის სფეროში უცხოური სახელმწიფოების სანქციების საპირისპირო ღონისძიებების გატარების შესახებ“.

თუმცა კანონპროექტის სახელწოდება მოგრძოა, მისი არსი მარტივია – რფ-ის ტერიტორიაზე აიკრძალოს იმ ქვეყნების ფილმების გაქირავება, რომლებმაც რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.

როგორც აღმოჩნდა, 2014 წლის განმავლობაში რუსულ კინოთეატრებში უცხოური ფილმების ჩვენების შედეგად მილიარდ დოლარზე მეტი შეგროვდა. ხოლო იმავე პერიოდში რუსულმა ფილმებმა მხოლოდ ამ თანხის მესამედი მოაგროვეს. – 

ამ ციფრებიდან გამომდინარე, „ელდეპე ერელი“ „დუმელები“ წელიწადში 600-700 მილიონი დოლარის დაზოგვას იმედოვნებენ.

ამთავითვე გასაგებია, თუ კანონპროექტი დამტკიცდება, რუსული კინოინდუსტრია დასამარდება (რაც, გულახდილად რომ ვთქვათ, ჩვენ, მაინცდამაინც, ვერ აგვაღელვებს), თუმცა, მეორე მხრივ, ნაკლებად სავარაუდოა, ის დაამტკიცონ, მაგრამ ჩნდება ეჭვი, რომ ამ ინიციატივით რუსეთის მოქალაქეების პოზიცია მოისინჯა ამ საკითხისადმი.

ხოლო, თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ თითქოს მარკ ცუკერბერგი „ფეისბუქის“ გაუქმებასაც აპირებს რუსეთის ტერიტორიაზე, აშკარაა ალბათობა, რომ 140 მილიონი ადამიანი დედამიწის ერთ მერვედზე იზოლაციაში მოექცეს. თან, თუ დავამატებთ, რომ თავშესაქცევად ბირთვული იარაღიც ექნებათ, როგორც ჩანს, წინ უფრო მხიარული დღეები გველის. – 

скачать dle 11.3