კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯიბიდან მსროლელები

„ამ რევოლვერში არის ცხრა ტყვია…“

ვერ ვიტყვით, რომ იარაღს, მაინცდამაინც, მარჯვედ ვხმარობთ, თუმცა სიყვარულით გვიყვარს. ხოლო, რაკი ამ სიყვარულს ჩვენი ფიცხი ხასიათიც ემატება (არ ვიტყვი, გაუწონასწორებელი-მეთქი), მკვლელობა-დაჭრა ჩვენი ცხოვრების ლამის თანამდევ სულად იქცა.

ჰოდა, რაკი იქცა, შესაბამის კანონში ცვლილებები მზადდება და, როგორც იუსტიციის მინისტრი ამბობს, ყველას არ უნდა ჰქონდეს იოლი წვდომა იარაღზე, ამიტომაც პარლამენტს სთხოვს, დააჩქაროს ცვლილებების დამტკიცება.

თუკი დღეს, ნებართვის შემთხვევაში, მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან შეუძლია იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება, ცვლილებებით, თუ საშველი დააყენეს, იარაღის ფლობის მსურველი, სულ მცირე, 23 წლის უნდა იყოს, 21 წლისებს კი მხოლოდ სპორტულ, გაზისა და სანადირო იარაღებს ანდობენ. თითოეულ მათგანს კი, ვისაც იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება მოუნდება, მოუწევს გამოცდის ჩაბარება. რის მიხედვითაც, დადგინდება, ღირს თუ არა, პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, მისთვის იარაღის ნდობა.

მეტიც, იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას სამუდამოდ უნდა გამოემშვიდობოს წარსულში მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირი, ასევე, ისეთებიც, რომლებმაც ნაკლებად მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ იარაღის გამოყენებით ან ძალადობით.

ცვლილებები სავსებით გონივრულია, ამდენად, გაუგებარია, რატომ აყოვნებს ეს ჩვენი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას (ვითომ პათოსით: „ქართველო, ხელი ხმალს იკარ“)?!

მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ ოკუპანტები გულმშვიდად ბოგინობენ ამ ჩვენს მიწაზე (თვით ოკუპაციის დღეებშიც კი მათი მისამართით კენჭიც არავის უკადრებია), ჩნდება ეჭვი, რომ იარაღის სიყვარულისადმი ჩვენებური ორიენტაცია (მარტივად რომ ვთქვათ, ჯიბიდან მსროლელობა) უფრო შიგნითაა მიმართული. – 

скачать dle 11.3