კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გახსნის მომლოდინენი

ვამბობთ „სამშობლოს“, ვგულისხმობთ „სკამს“

სანამ ჩვენი მშობლიური პოლიტელიტა შინა და გარე პარტიული გარჩევებითაა გართული, თემაზე – ვის მეტად სტკივა სამშობლო (არადა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვამბობთ „სამშობლოს“, ვგულისხმობთ „სკამს“), მეტად საინტერესო პროცესები ვითარდება ქვემო ქართლში.

კერძოდ, არცთუ ისე დიდი ხნის წინათ მარნეულში ადგილობრივმა მოსახლეობამ დააფუძნა ორგანიზაცია „მიშას გზა“ (დაახლოებით ამ პათოსით: გზა ბარაბასი და გზა ქრისტესი, ოღონდ, ბუნებრივია, ვამბობთ „მიშას გზას“ და  ვგულისხმობთ, არც მეტი, არც ნაკლები, „ქრისტეს გზას“).

ამის პარალელურად კი, სახელდობრ, გარდაბნის რაიონის აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელმა  ფარჰად ტანირგულიევმა განაცხადა, რომ  მოითხოვენ რუსეთთან დიპურთიერთობის აღდგენას, რამეთუ ეს აუცილებელია საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვისო.

23 აპრილს რუსეთთან ჩახუტების მოსურნენი მასშტაბური აქციის ჩატარებასაც გეგმავენ (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან). „პარადს“, ცხადია, უხელმძღვანელებს  სახელგანთქმული არჩილ ჭყოიძის ორგანიზაცია „საქართველოს ევრაზიული არჩევანი“.

დიპურთიერთობების აღდგენის ლაიტმოტივი კი ძველი და ნაცნობია – რუსეთის ბაზრის გახსნა. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ის (ანუ რუსეთის ბაზარი) უკვე გახსნილია და იმასაც დავამატებთ, რომ რფ მხოლოდ საკუთარი შეხედულებებისამებრ კეტავს და აღებს ბაზარს, იბადება რიტორიკული კითხვა: კიდევ რის და რამდენ თითზე გახსნას ელოდებიან 23 აპრილის აქციის ორგანიზატორები?!

скачать dle 11.3