კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაბერებულების გასაჭირი

პარაზიტები

საბერძნეთის ხელისუფლებაში მოსულ პარტია „სირიზას“ რფ-ისადმი სიყვარულის ბუშტი რომ აქვს გამსკდარი, ამის მოწმე და მომსწრე მთელი დედამიწაა. თუმცა, მეორე მხრივ, ევროკავშირისგან ვალების ჩამოწერასაც ითხოვენ და ახალი სესხის გამოყოფასაც, ხოლო, რადგან ევროპული ცივილიზაციის აკვანი, სწორედაც რომ, საბერძნეთია, ევროკავშირსაც სხვა რა დარჩენია, უნდა დაჰყაბულდეს, ერთი ისაა, რომ გარკვეულ პირობებსაც უყენებს (რომლის პათოსიც ასეთია: ფულს ძველებურად ნუ გაფლანგავთო).

სულ ახლახან კი საბერძნეთის ხელისუფლებამ ახალი მოთხოვნა წამოაყენა. სახელდობრ, გერმანიას 279 მილიარდ ევროს სთხოვენ კომპენსაციის სახით მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ნაცისტური ოკუპაციის გამო. –  

 ეს ციფრი მთლად ჰაერზეც კი არ დაუსახელებიათ: როგორც თავად ამბობენ, ოფიციალურად დაითვალეს. თუმცა ბერლინი ამტკიცებს, რომ ეს საკითხი იურიდიულად კარგა ხნის წინათ მოაგვარეს, მაგრამ ათენს ბერლინის არ სჯერა!

ბერძნული ვერსიით, საბერძნეთს ნაცისტური გერმანიისთვის ზეწოლის შედეგად ფული უსესხებია, რომელიც დღევანდელი კურსით, არც მეტი, არც ნაკლები, 278,7 მილიარდი ევროა. თუმცა ბერლინმა 1960 წელს საბერძნეთს 115 მილიონი გერმანული მარკა გადაუხადა, ათენი დარწმუნებულია, რომ ეს  ვერ ფარავს იმ დანაკარგს, რაც საბერძნეთის ინფრასტრუქტურამ მეორე მსოფლიო ომის დროს მიიღო და ვერც იმ სამხედრო დანაშაულებს, რაც ნაცისტურმა გერმანიამ მაშინ ჩაიდინა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ საბერძნეთმა უნდა დაიწყოს ვალის – 448 მილიონი ევროს გადახდა, მეორე მხრივ კი, ფიქრობენ, რომ გერმანია მათ მკაცრ პირობებს უყენებს კრიზისიდან გამოსასვლელად, ჩნდება ეჭვი, რომ კომპენსაციის მოთხოვნას „გაღმა შეედავეს“ სუნი ასდის.

იმის გათვალისწინებით, რომ საბერძნეთმა კარგად იცის, ევროკავშირიდან ვერსად გაუშვებენ, დამატებით თანხებსაც ითხოვს და რფ-სა და ევროკავშირს შორის ბერძნული ტრაგედიის სტილში დრამატული სამკუთხედიც შექმნა. რაც ლოგიკურად ბადებს რიტორიკულ თავსატეხს: რატომ ახასიათებთ ძველ ერებს სხვების ხარჯზე ცხოვრების დაუოკებელი მოთხოვნილება?! და, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვამბობთ „საბერძნეთს“ და ვგულისხმობთ „საქართველოს“ ან, თუნდაც, პირიქით.  – 

скачать dle 11.3