კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე მოხერხებულები მსოფლიოში

დუმილი ოქროა

თუმცა საოკუპაციო ჯარები ლამის დედაქალაქსაა მომდგარი, სახელდობრ, ჩვენი თავდაცვის ყოფილი („თავისუფალი დემოკრატი“ ირაკლი ალასანია) და მოქმედი (მინდია ჯანელიძე) მინისტრები ერთმანეთთან საქმის გარჩევით არიან დაკავებულნი. კამათის თემა კი, არც მეტი, არც ნაკლები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შეძენა-არშეძენის საკითხია, რაც, წესითა და რიგით, მაინცდამაინც, უცხო ყურთათვის განკუთვნილი ინფორმაცია არ არის.

კერძოდ, ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ მოქმედმა მას აუკრძალა, ხელი მოეწერა ამ სისტემების გადმოცემის დოკუმენტზე; მოქმედი, ბუნებრივია, უარყოფს, ეს დრამატული მიზანსცენა კი, თქვენ წარმოიდგინეთ, თვით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დატრიალდა.

ასე რომ, მტერმაც და მოყვარემაც ნანინანატრი ცნობები ჩვენი ქვეყნის საჰაერო თავდაცვისუნარიანობის შესახებ უშუალოდ პირველი პირებისგან მიიღეს (ამას მოხერხება ხომ უნდოდა?! რა თქმა უნდა, უნდოდა!). – 

ამის შემდეგ პარლამენტის თბილისურ შენობასთან საპროტესტო აქციაც მოეწყო, შემდეგი ლოზუნგებით: „ნუ გავუშვებთ ხელიდან ისტორიულ შანსს“, „ნუ დატოვებთ ქვეყანს დაუცველს“, „რით დავიცვათ ქვეყანა, ქოლგით?!“, „საჰაერო თავდაცვა ძლიერი სახელმწიფოს გარანტია“.

აქციაში მონაწილეობას „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდული ფრთისა და თვით „თავისუფალი ზონის“ წევრები იღებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ლამის დედა დაიფიცეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სათოფეზეც არ გაეკარებოდნენ. მართალია, დაიფიცეს, მაგრამ, როგორც ჩანს, პოლიტიკური რეიტინგი სულზე უტკბესია.

უტკბესია თუ უმწარესი, ისიც ფაქტია, რომ ახალგაზრდების პროტესტი მისასალმებელია, განსაკუთრებით, როდესაც ის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ეხება. მაგრამ, რაკი ახალგაზრდები არიან, არანაკლებ ბუნებრივად იბადება კითხვა: მათგან რამდენს აქვს მოხდილი სამხედრო-სავალდებულო სამსახური ან რამდენი ელის სულმოუთქმელად, როდის მიეცემა იმ უნარების ათვისების საშუალება, რაც ჰაერიდან დაცულებსა თუ დაუცველებს ოკუპანტების კავკასიონს მიღმა გადარეკვის საშუალებას მისცემს?!

скачать dle 11.3