კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზნედაცემული ანგელოზები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N9-13(744)

გადით ქუჩაში, პარკებში, სკვერებში და დააკვირდით ადამიანებს: ხუთი მათგანიდან ოთხი ან სამი დაბოღმილი, ეჭვებით გათანგული და დაკომპლექსებულია... ეჭვზე იმდენი რამის თქმა, მით უმეტეს, დაწერა შეიძლება, ბიბლიოთეკას დააგროვებ. მხატვრულ შედარებას რომ მივმართოთ, ეჭვი ზუსტად ისე გვხრავს შიგნიდან, როგორც არწივი უკორტნიდა კლდეზე მიჯაჭვულ ამირანს ღვიძლს... მაგრამ მასთან ბრძოლა, მასთან გამკლავებაც რომ ძნელია?! არადა, ჭკვიანი ქალი ეჭვს კი არ მოაკვლევინებს თავს, მარტივად გამოძებნის ალტერნატიულ საშუალებას – გამოიპრანჭება: ჩაიცვამს ძალიან მაგარ კაბას, გაიკეთებს ფანტასტიკურ ვარცხნილობას, წაისვამს პომადას და ლაღად გამოვა ქუჩაში... ფეხებზე დაიკიდებს ეჭვსაც, კაცსაც, ორგულობასაც, უმადურობასაც და შეეცდება, იყოს ბედნიერი...
***
დოდოშკამ სკამზე შეწყობილი ფეხები ჩამოიღო და ბუზღუნით წავიდა კარის გასაღებად.
– გასაღები ხომ გაქვს? – უსაყვედურა ლალის, რომელმაც ჩანთა მაშინვე დაუდევრად მიაგდო კუთხეში და გაიცინა.
– მერე რა, რომ მაქვს, დამეზარა ჩანთის გახსნა.
– მე არ დამეზარა ადგომა?
– შენ იწექი, მე კი ვსეირნობდი, ფეხით, სხვათა შორის...
– სეირნობდი? ვითომ? – დოდოშკამ მეგობარი ეჭვით შეათვალიერა.
– ასე რატომ მიყურებ?
– რა ვიცი, რა ვიცი...
– კარგი რა... რა არ იცი?! როდის იყო ქუჩა-ქუჩა ვიძლეოდი... შეურაცხყოფას მაყენებ? – გაბრაზდა ლალიკო, – ის კიდევ არ გამოჩენილა?
– ვინ, ტატა? არა... მაგრამ, წეღან გამახსენდა – როცა გადიოდა, თქვა, ორი-სამი დღე არ გამოვჩნდები და არ მეძებოთო...
– სად უნდა იყოს? – მხრები აიჩეჩა ლალიკომ.
– რა ვიცი, ახლა მაგაზე მაფიქრე... მართლა სეირნობდი?
– დიახ, ბატონო... მშია, გვაქვს რამე?
– აზრზე არა ვარ, წამოწოლილი ვიყავი...
– ანუ, როგორც ვხვდები, „ის“ ან მალე წავიდა, ან საერთოდ არ მოსულა.
დოდოშკამ წარბი შეიკრა:
– მოვრჩეთ მაგაზე ლაპარაკს. არ მსიამოვნებს, ვერ ხედავ?!
– ვხედავ, მაგრამ, სიმართლე ვიღაცამ ხომ უნდა თქვას?
– ბარემ ისიც მკითხე, მჭირდება ეგ შენი სიმართლე?
– ჰო, ვიცი, არ გჭირდება. სიმართლე არავის სჭირდება – ეგეც ვიცი...
– კარგია, თუ ეს ყველაფერი იცი, უფრო ადვილად მოკეტავ! – მიახალა დოდოშკამ, მერე კი გაეცინა... – მეც მშია, წავიდეთ სადმე თუ  სახლში შევუკვეთოთ?
– მე არსად წამომსვლელი არა ვარ. დარეკე და პიცა შეუკვეთე, – ლალიკომ ფეხსაცმელებიც გაიძრო და ოთახში ფეხშიშველი შევიდა...
***
ტატას არც უფიქრია, ტანზე რამე ჩაეცვა. საწოლიდან შიშველი ადგა, სიგარეტს მოუკიდა და აივნის კარი გამოაღო...
– მომწონს, ასეთი უკომპლექსო რომ ხარ, – კაცი იდაყვს დაეყრდნო და ქალს აღფრთოვანებული მზერა შეავლო.
– კიდევ რა მოგწონს?
– ყველაფერი, – ღიმილით დაუქნია თავი კაცმა – შენ რა მოგწონს?
– მე?! – მრავალმნიშვნელოვნად გაიმეორა ტატამ და თვალები მინაბა.
– რაღაც, ძალიან დიდხანს ფიქრობ. ასე ცუდად მაქვს საქმე? – გადაიხარხარა კაცმა.
– კონკრეტულად რა გაინტერესებს?
– კონკრეტულად გკითხე, რა მოგწონს-მეთქი.
– მე მომწონს ეს სასტუმრო. კომფორტულია... – ტატამ აივანზე გაიხედა და სასტუმროს ვრცელ, საგულდაგულოდ მოვლილ ეზოს გახედა...
– მოდი აქ... – ხელი დაუქნია კაცმა, – მოსცილდი მაგ აივანს.
– რატომ? გეშინია, ვინმემ არ დამინახოს?
– ნუ სულელობ, ეგ ამბავი მაგრად მკიდია. მოფერება მინდა შენი... ისეთი მადის აღმძვრელად გამოიყურება შენი სხეული, ვეღარ ვითმენ...
– დიახ, მე ძალიან მადის აღმძვრელი გოგო ვარ...
– მაგასაც მივხვდი. მოდი ჩემთან...
ტატაშკამ თავი გააქნია:
– ჯერ მიყურე.
– გეყოფა, ნუ მეთამაშები, – კაცმა ორივე ხელი გაშალა, – გამოიქეცი, საყვარელო.
ტატამ წარბი ასწია:
– საყვარელო? უკვე შეგიყვარდი?
– მგონი, – კაცმა თვალი ჩაუკრა, – მოდი, ნუ მაიძულებ, ავდგე.
– ადექი. მე პრობლემა არ მაქვს... შენ კი, მგონი გრცხვენია...
– მე მრცხვენია?  – კაცმა საწოლიდან ისკუპა, ტატას მივარდა და იატაკზე წააქცია, – რამდენიმეწუთიანი ხვნეშისა და „ბრძოლის“ შემდეგ ორივე გულაღმა გადაწვა ხალიჩაზე.
– შენ მე გამაგიჟებ, – ცოტა სული რომ მოითქვა, თქვა კაცმა, – ამას ვგრძნობ... რაც გაგიცანი, სულ შენზე ვფიქრობ. კიდევ კარგი, შენი სახელი არ ვიცი, თორემ, წამომცდებოდა.
– ესე იგი, ცოლი გყავს, – ტატას სახეზე უმნიშვნელო ჩრდილმა გაიელვა.
– ჰო, მყავს, უკვე თორმეტი წელია. პრობლემა გაქვს? – კაცმა აშკარად ინანა დაუფიქრებლად წამოსროლილი სიტყვები.
ტატამ მკერდზე მოისვა ხელები.
– მე? პრობლემა შენ უნდა გქონდეს, ცოლი შენ გყავს!
– შენ არ გყავს ქმარი?
– ძალიან სასაცილოები ხართ კაცები. აქამდე ვერ მიხვდი?
– ჰო, მართლა... გათხოვილი ასეთი თავისუფალი და ვნებიანი ვერ იქნებოდი.
ტატამ გაიცინა:
– საერთოდ არ იცნობ ქალებს. დარწმუნებული ვარ, საკუთარ ცოლსაც არ იცნობს ყველა მამაკაცი. ერთი-ორს თუ არ ჩავთვლით, ვისთანაც კი ვწოლილვარ, ზუსტად ასე აზროვნებს.
– ჩემს ცოლზე ნუ ვილაპარაკებთ, არ გვინდა, – მოიღუშა კაცი.
– არც ვაპირებდი, თავად დაიწყე. ხომ ხედავ, სახელსაც არ გეკითხები.
– მკითხე... მიშა მქვია, მიხეილი...
– კარგი, მიხეილს დაგიძახებ, – თავი დააქნია ტატამ და ლამაზი მხრები აიჩეჩა.
– არ ჩაიცვამ? – ჰკითხა მიშამ.
– ვერ გავიგე, ჯერ ამბობდი, შენი შიშველი სხეული მომწონსო; ახლა მეკითხები, ხომ არ ჩაიცვამო...
– რესტორანში მინდა ჩავიდეთ და ასე წამოხვალ?
– არ მინდა. პროვოკაციაზე ჩემს წამოგებას ნუ შეეცდები, თორემ, ნახავ, რაზე ვარ წამსვლელი... – ტატა ადგა, აიზმორა და უკანალი ისე ლამაზად გაზნიქა, კაცმა ამოიოხრა...
– ერთ დღესაც მომიწევს აქ დარჩენა, ვატყობ...
– რას ატყობ, ჩემს ტ...-კს? – ვულგარულად გაიცინა ტატამ, – რომ იცოდე, ცეცხლს ეთამაშები...
– ვგიჟდები ცეცხლზე... არ მაინტერესებს, ვისთან იწექი და წევხარ ახლაც, მაგრამ ამიერიდან მარტო ჩემი უნდა იყო...
– მარტო შენი შენი ცოლია და გყავდეს. მე ვერავისი ვიქნები. ძალიან ძვირად მიღირს ჩემი თავისუფლება...
– რამდენად, თანხა მითხარი...
ტატამ არ უპასუხა, შიშველ სხეულზე მიშას პერანგი მოიცვა და სარკის წინ ტუჩები გაბუსხა, – ახლა გადავიღებ „სელფს“ და სოციალურ ქსელში ავტვირთავ. შენც დაგთაგავ – „ვიდ მიშა“.
– ხომ არ გაგიჟდი? ეგ არ ქნა!
– რატომ? მიშა იმდენს ჰქვია, ვინ მიხვდება?   
– ტატამ მობილური მოიმარჯვა, კაცი ელვის სისწრაფით ეცა და ტელეფონი ხელიდან წაჰგლიჯა:
– რას აკეთებ!
– ჰა, ჰა, ჰა, სასაცილო ხარ... ყველანი სასაცილოები ხართ. კურდღლებივით ჩირგვში ძვრებით, ცოლების ისე გეშინიათ...
– არავისიც არ მეშინია! – კაცი გაფითრდა, – უბრალოდ ზედმეტი ემოციები არ მჭირდება.
– გავიგე. აღარ ვიხუმრებ.
– ჰო, ასე ჯობია. ხუმრობა კარგად არ გამოგდის.
– არა უშავს, სხვა რამე ხომ გამომდის კარგად – მთავარი ესაა.
– რა გქვია? – კაცმა ტატას წელზე შემოხვია ხელები და სახე მის მკერდში ჩარგო, – ეს ორი ბორცვი და შენი ტანის სურნელი გონებას მიბნელებს. სექსის გიგანტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა თითქოს ვიაგრა დამელიოს... სულ მინდიხარ.
– ანუ, ჟიმაობისთვის ხარ მზად? – ტატამ წელს ქვემოთ შეავლო ხელი, – ვამოწმებ...
– ეს ვულგარულობაც ძალიან მაღიზიანებს... შენნაირი ქალი არ მყოლია. მარტო მე უნდა მხვდებოდე, მარტო მე... რა გქვია?
– ამომასუნთქე. ყველაფერი ერთად გინდა? ვიჟიმაოთ, სახელი რაში გაინტერესებს?
– მე ხომ გითხარი?
– ეგ შენი სურვილი იყო. მე არ მაქვს ასეთი სურვილი. ახლაც და შემდგომშიაც მარტო იმას გავაკეთებ, რაც მენდომება... თუ არა, ვეღარასოდეს ვეღარ მნახავ...
– ამას ვერ გადავიტან... თბილისში რომ ჩავალთ, მანქანას გიყიდი.
– მანქანა კარგია, ოღონდ, გაითვალისწინე, უბრალო არაფერი შემომთავაზო.
– იმაზე უკეთესს გიყიდი, ვიდრე გყავს, – დაჰპირდა კაცი.
– მაშინ, ჩემსას გავყიდი, ფულის ხარჯვაზე ვგიჟდები.
– ფულიც საკმაოდ გექნება, ოღონდ, სხვებს აღარ შეხვდე, გთხოვ...
ტატამ თვალები მოჭუტა:
– მიშა, მიხეილ, საყვარელო, ვერ ხედავ, ჩვეულებრივი ქალი რომ არ ვარ? ასეთ ულტიმატუმებს ვერ ავიტან. თავად გადავწყვეტ, ვის შევხვდე და ვის არა.
– ვხვდები, მაგრამ, მინდა, როცა დაგირეკავ, ყოველთვის გეცალოს ჩემთვის.
– მოვიცლი, – ტატამ თმაში შეუცურა ხელი და ტუჩებით მის შუბლს შეეხო.
– სახელს მაინც არ მეუბნები... – სიამოვნებისგან დაიგმინა კაცმა.
– მომინდება და გეტყვი... ნუ გეჩქარება, – ჩაიჩურჩულა ტატამ და ახლა ენა მოუსვა ტუჩებზე... კაცმა ხელში აიტაცა და საწოლისკენ გააქანა...
***
ლალიმ პიცის მეორე ნაჭერს სტაცა ხელი და პირისკენ გააქანა.
– გეყოფა, წონაში მოიმატებ, – გააფრთხილა დოდომ.
– მკიდია. მე ახლაც მოვწონვარ კაცებს, ხორციანი... – თქვა ლალიმ, ლუკმა რომ გადაყლაპა.
– კაცებს ყველაფერი მოსწონთ ჩვენი... საკუთარი ცოლების კი – არაფერი, – ბრძნულად დაასკვნა დოდოშკამ და ყავა მოსვა, – რაც იცი, ვერ დაგიკარგავ. ძალიან მაგარ ყავას ადუღებ.
– შეუძლებელია, ყველა კაცი შენი ყოფილისნაირი იყოს.
– შესაძლებელია, დამიჯერე... ყველა ერთნაირი ნაგავია.
– ვერ დაგეთანხმები... უბრალოდ, ცოლებს ავიწყდებათ ან არ იციან, როგორ შესთავაზონ საკუთარი თავი კაცს, რომელიც უკვე მათია.
– არავინ არავისი არ არის. მაგას რომ დაიჯერებ, მაშინ დაგერხევა.
– შენც არ დაგერხა?
– მე? შეიძლება... თუმცა, ჩემს ქმარს სხვა უბედურება სჭირდა – თავი ძალიან მაგარი ვინმე ეგონა, ოღონდ, მას შემდეგ, რაც ფული იშოვა. კომპლექსები ცუდი მრჩეველია.
– კომპლექსები რა შუაშია?
– თავშია, ლალიკო, თავში... ჩემი ქმარი როცა გავიცანი, მორცხვი და მორიდებული ბიჭი იყო, გოგოები ზედაც არ უყურებდნენ.
– შენ რატომ შეხედე?
– შემიყვარდა, – სერიოზულად თქვა დოდოშკამ და ერთბაშად სიცილი აუტყდა.
– ახლა არ მითხრა, შენც კომპლექსები გქონდაო...
– რა, არა?
– რა თქმა უნდა. ოღონდ, მაგ კომპლექსებს სხვა რამე ჰქყია – სისულელე! რატომ დაიწყე ჩემს ყოფილზე ლაპარაკი? მადა დავკარგე... – დოდოშკამ აღებული პიცის ნაჭერი უკანვე დადო თეფშზე.
– ვაჰ, ტატაშკა მოსულა! – შესძახა ლალიკომ და ოთახში შემოსულ ტატას ხელი დაუქნია, – სად ხარ? ლამის ძებნა გამოვაცხადეთ შენზე.
– სვამთ? – იკითხა ტატამ და მაგიდას მიუჯდა.
– არა, ვჭამთ. დალევა გინდა?
– უარს არ ვიტყოდი.
– კონიაკი უნდა იყოს სადღაც, ახლავე მოვიტან, – ლალი ადგა და სამზარეულოში გავიდა. დოდოშკამ ეჭვიანი მზერა მიაპყრო მოღიმარ ტატას.
– დალევა რატომ მოგინდა? აღვნიშნავთ რამეს თუ შენ აღნიშნავ?
ტატამ მხრები აიჩეჩა.
– შეიძლება, ასეც არის. რამე პრეტენზია გაქვს?
– არა, პირიქით. ხომ იცი, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც როგორ მიყვარხარ. გამიხარდება შენი წარმატება.
– წარმატება პროსტიტუციაში! – გადაიხარხარა ტატამ, – ანუ, ეს დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც კვალიფიკაციის ამაღლება. ჩემს კვალიფიკაციას კი ამაღლება არაფერში სჭირდება.
ლალიკო ბოთლით ხელში დაბრუნდა ოთახში.
– მოვიტანე. ოღონდ, მე ვერ დავლევ, არ მინდა.
– შენი ნებაა, – ტატამ ბოთლს თავსახური მოხსნა, – ჭიქებიც მოაცუნცულე ბარემ...
– არ იტყვი, სად იყავი? – ჩაეკითხა დოდოშკა.
– კონფიდენციალური ინფორმაციაა, – თვალი ჩაუკრა ტატამ, – გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ ვერ გავასაჯაროებ... დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
– აუ, ეს რაღაც სხვანაირად ჟღურტულებს!.. – შეიცხადა ლალიკომ, – სიყვარული ხომ არ იპოვე?
– სიყვარული არა, ბუსუსებიანი პრეზერვატივი, – „დაუზუსტა“ ტატამ, – ის ვიპოვე, რასაც ვეძებდი. დამეთანხმეთ, რომ ყველა პოულობს იმას, რასაც ეძებს... დამისხი! – უბრძანა ლალის.
ტატაშკამ კონიაკიანი ჭიქა ხარბად გამოცალა და პირველს მეორეც მიაყოლა...
– კიდევ დამისხი...
– დათვრები, გოგო! – შეეშინდა ლალიკოს.
– მერე, მეც ეგ მინდა... ისეთი ნაკაჩავები ვარ, თუ არ გამოვთვერი, ვერ დავიძინებ, ისე კაცი მომინდება.
– აუჰ... რა ქენი, გადაუარე ნახევარ საქართველოს აზაბოჩენ მამაკაცებს?
– მხოლოდ ერთს... – თითი შემართა ტატამ და კიდევ ერთი ჭიქა დალია.
– გოგო, მანქანას დაამტვრევ.
– მერე რა, დაიმტვრეს. ხვალ მაინც ახალი მეყოლება... შენ რა გაღელვებს, ლალიკო?!
– რა მაღელვებს და ასეთი არასოდეს მინახიხარ, – ხელები გაოცებით გაშალა ლალიმ.
– იმიტომ, რომ ზუსტად პირველად ვარ ასეთი! – ენა გააწკლაპუნა ტატამ და ხელი ისევ კონიაკის ბოთლისკენ გაიწოდა...


გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3