კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ გათხოვდებოდა სავრომატი ქალი, სანამ ერთ მეომარს მაინც არ მოკლავდა

 ჩვენს ერამდე  მეხუთე საუკუნის ბოლოს დონის დელტაში აღმოცენდა პატარა ქალაქი, რომელმაც ორი საუკუნე იარსება. დღემდე უცნობია, თუ რას უწოდებდნენ ქალაქს თვით მისი მცხოვრებნი, არქეოლოგებმა კი მას ელიზავეტოვკა დაარქვეს – მასთან ყველაზე ახლოს მდებარე თანამედროვე სტანიცის სახელწოდების მიხედვით. აქ მცხოვრები ბარბაროსები – მეოტები, სკვითები და სავრომატები ბერძნული კულტურის მეშვეობით შედიოდნენ კონტაქტში მსოფლიოსთან. აქ ვაჭრებს საბერძნეთიდან და ბოსფორის სამეფოდან მომთაბარეთათვის მანამდე თვალით არნახული ღვინო, ძვირფასი ჭურჭელი, ზეითუნის ზეთი და საიუველირო ნაკეთობა ჩამოჰქონდათ. ელიზავეტოვკაში ნარევი ხალხი სახლობდა. ვაჭრები ჩამოდიოდნენ და უკან ბრუნდებოდნენ, მაგრამ ვიღაც მაინც რჩებოდა მუდმივად საცხოვრებლად. ცნობილია, რომ ბერძნები იმ წლებში არ იწონებდნენ ადამიანთა მსხვერპლშეწირვებს, მაგრამ, იძულებულნი იყვნენ, შეჰგუებოდნენ ამას, რადგან, მკვიდრ ბარბაროსებს ასეთი თვალთახედვა გააჩნდათ. დასახლების „აკროპოლში“, სკვითთა ნახევრად მიწურებში, არქეოლოგებმა რამდენიმე ათეული თავის ქალა აღმოაჩინეს და დაადგინეს, რომ ყველა თავი მოკვეთილი იყო. თავის ქალებს ახლდა პატარა სარიტუალო ლამბაქები, რომლებიც ლითონის რგოლებზე (რკალებზე) იყო დამზადებული. ადგილობრივმა ბარბაროსებმა ასეთი კერამიკის კეთება არ იცოდნენ და, ცხადია, ლამბაქების დამზადებას ისინი ბერძნებს უკვეთდნენ. რომელ ღვთაებას და რომელი ხალხის წარმომადგენლებს ეძღვნებოდა ეს საშინელი ნობათი – უცნობია.
ჩვენს ერამდე მეოთხე საუკუნის დასაწყისში შავიზღვისპირა სტეპებში გამოჩნდა ხალხი, რომელმაც გვარიანად შეავიწროვა სკვითები და სავრომატები. ბერძნებს მიაჩნდათ, რომ სავრომატები წარმოიშვნენ სკვითი ჭაბუკების ამაზონებთან (ამორძალებთან) შეუღლების შედეგად. ჰეროდოტე წერს, რომ ბერძნებმა დაამარცხეს ამაზონ ქალთა ჯარები, რომლებიც მცირე აზიის შავიზღვისპირეთში ბინადრობდნენ და ტყვე ქალებით დატვირთეს ხომალდი. ზღვაში ამაზონი ქალები აჯანყდნენ და გაანადგურეს დამპყრობლები, მაგრამ, რადგანაც მათ ხომალდის მართვა არ იცოდნენ, მანამდე იცურეს ზღვაში, სანამ ტალღებმა მეოტიდის (აზოვის ზღვა) ნაპირებთან არ გამორიყეს, სადაც ისინი თავიანთ თაყვანისმცემლებს გაექცნენ. დღეს ჩვენ ვიცით, რომ სავრომატები შავიზღვისპირეთში აღმოსავლეთიდან – ურალისპირეთისა და დღევანდელი ყაზახეთის სტეპებიდან მოვიდნენ. მიუხედავად ამისა, ბერძნები შემთხვევით არ მიაწერდნენ სავრომატების ნათესაობას ამაზონებთან. სავრომატთა ქალები ბრძოლებში ტოლს არ უდებდნენ მამაკაცებს. ჰეროდოტეს ცნობით, სავრომატ ქალიშვილს არ შეეძლო გათხოვება, თუ მტრის ერთი ჯარისკაცი მაინც არ ჰყავდა მოკლული. ბერძენი ავტორის ტრაქტატში – „ჰაერზე, წყლებსა და  ადგილებზე“, რომელსაც შეცდომით მიაწერენ ჰიპოკრატეს, ქორწინების უფლების მისაღებად დაწესებული აუცილებლად მოკლული მტრის რიცხვი სამამდეა გაზრდილი.
ამგვარად, მტრის მოკვლა სავრომატებში არა მარტო საომარ, არამედ, საკრალურ ფუნქციებსაც ატარებდა. ხოლო სავრომატთა, ისე, როგორც სკვითთა ბელადების დაკრძალვას, თან ერთვოდა ადამიანთა მსხვერპლშეწირვები. აქ ჩატარებული გათხრების შედეგად არქეოლოგები წააწყდნენ ბრინჯაოს დიდ ქვაბს, ცხენის აღკაზმულობის მოსართავ ბრინჯაოს ფიგურებს, ისრის ბუნიკებს, დოქებს, ორ ქოთანს... ერთმანეთის მონაცვლეობით ეწყო ცხენებისა და ცხვრების დამწვარი ძვლები და, ასევე, ორი ადამიანის დამწვარი ნეშტი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი დაანაწევრეს და პატარა ჩაღრმავებაში გაჩაღებულ კოცონში ჩაყარეს. ძვლებისგან განსხვავებით, დანარჩენი საგნები აკურატულად იყო გარშემო შემოწყობილი.
ეს იყო საფლავი პატრონის გარეშე – კენოტაფი. ის ააგეს სავრომატი მებრძოლი მამაკაცის ან მებრძოლი ქალის პატივსაცემად, რომელიც საომარ ლაშქრობაში დაიღუპა – ალბათ, მათი სხეულის უკან წამოღება ვერ შეძლეს; შესაძლოა, სკვითებმა – სავრომატთა მეზობლებმა და მარადიულმა მტრებმა, მიცვალებულის თავისგან თასი, ხოლო ტყავისგან ლაბადა გააკეთეს. მაგრამ, დაღუპული მეომრის უნუგეშო ნათესავები ვალში არ დარჩნენ: მათ მიცვალებულის გარეშე ჩაატარეს დაკრძალვის წეს-ჩვეულება, ხოლო იმისთვის, რომ დაღუპულთა სულები შეევედრებინათ ღვთაებისთვის, ორი ადამიანის (შესაძლოა, ტყვე სკვითთა) მსხვერპლად შეწირვის რიტუალი ჩაატარეს. ადამიანების ძვლებით გაჯერებულ ასეთ ყორღან-კენოტაფებს არქეოლოგები მთელი დიდი სტეპის ტრამალებზე აწყდებიან.

скачать dle 11.3