ანეგდოტები
ზურა შევარდნაძის ანეკდოტები
აღდგომას გურული მიდის თბილისიდან გურიაში, დედის საფლავზე რომ გავიდეს და წითელი კვერცხი გააგოროს. ტაქსი გამოიძახა და ჩაჯდა. დაძრა მძღოლმა მანქანა, მიაჭირა გაზს და მიჰქრის გიჟივით. ქუთაისამდე ითმინდა გურულმა, მაგრამ ბოლომდე ვერ მოითმინა და იყვირა:
– ცოტა მოუკელი, ძამა, სიჩქარეს, თლათ ხელში ნუ მიმაცემინებ დედაჩემიზა, ამ წითელ კვერცხს.
***
ტიპი სუფრაზე მაგრად დათვრა. წამოდგა და მივიდა ბარბაცით მღვდელთან, ეუბნება:
– ვიცეკვოთ, მამაო.
– არა, შვილო ჩემო, არ ვცეკვავ.
მეორედ კიდევ მიაკითხა ამ ტიპმა მამაოს და იგივე თხოვა. იგივე პასუხი მიიღო. აი, მესამედ რომ მივიდა, მამაოს ყელში ამოუვიდა და უთხრა:
– შენ, შვილო ჩემო, შავი კაბა რომ მაცვია, ქვრივი ხომ არ გგონივარ?
ნუგზარ ერგემლიძის ანეკდოტები
მეგრელი მოხვდება უკაცრიელ კუნძულზე. სამი წელია, ადამიანის ჭაჭანება არ უნახავს თვალით. ერთ დღესაც, გაიხედა და ნავი მოცურავს. შიგ ზის ულამაზესი ქალი და ეძახის:
– მოდი, მოცურდი ახლოს და, რაც სამი წლის განმავლობაში გენატრებოდა, იმას მოგცემ.
მეგრელი დაფიქრდა და ჩაილაპარაკა:
– ნეტა, აჯიკა ხომ არ მოაქვს ამ შობელძაღლს?!
***
მათემატიკოსი ქმარი ღამით საწოლში ეუბნება მათემატიკოს ცოლს:
– ახლა ისეთ რამეს გავაკეთებ, რაც არ შეიძლება.
ცოლი:
– რას? ნულზე გაყოფას?
***
კაცი უცნობ ლამაზ ქალს ეკითხება:
– პირდაპირ მითხარით, ოც მილიონ დოლარად ამ ღამეს ჩემთან გაატარებთ?
– დიახ, რა თქმა უნდა! – პასუხობს ქალი.
– ოც დოლარად?
– თქვენ მე როგორი ქალი გგონივართ?! –აღშფოთდა ქალი.
– დამშვიდდი, ქალბატონო; როგორი ხარ, უკვე გავარკვიე, ახლა ფასზე ვრიგდებით!
***
გურიაში კაცი გარდაიცვალა. შეიკრიბა საახლობლო და დაიწყეს მსჯელობა, ჩააყოლონ თუ არა მიცვალებულს ყაბალახი. ვერ გადაწყვიტეს და ბოლოს ერთმა თქვა:
– ძამა, გაგანია ზაფხულია და რათ უნდა ახლა მაგას ყაბალახი?
ახლობლები აყაყანდნენ:
– უყურე შენ ამას! ზაფხული რომ არის, ზამთარი რომ მოვა, რა, შენ წუუღებ?