როდის ასუსტებს ადამიანი საკუთარი ფინანსების ენერგიას და რატომ არ უნდა ილაპარაკოთ ბევრი მატერიალურ მდგომარეობაზე
არსებობს მამა-პაპათაგან შემონახული ოქროს წესები ფულთან დაკავშირებით, რომელსაც ასტროლოგიური პარამეტრები სრულიად ეთანხმება. ამ წესების დაცვა გარკვეულ პრიორიტეტს ანიჭებს ადამიანს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოცდილ რჩევებს პატივს სცემს და იცავს. მაგალითად, თუ ფულის სესხება დაგჭირდათ, უმჯობესია, ახლობლისგან ისესხოთ, რათა ფულმა ენერგეტიკულად ოჯახში იტრიალოს. ასეთ დროს, ის ფული არ გადის ოჯახის საგვარეულოს ეგრეთ წოდებულ ენერგოველის – ეგრეგორის გარეთ. ის შენარჩუნდება თქვენს საგვარეულოში და მალევე შეძლებთ მის უპრობლემოდ დაბრუნებას. მაგრამ, თუ ფულს სხვისგან ისესხებთ, მაშინ სხვა საგვარეულოს ეგრეგორი უნდა შემოიყვანოთ თქვენს ოჯახში. შეიძლება, მან ერთგვარი დისონანსი შემოიტანოს, როგორც თქვენს, ასევე მსესხებლის ცხოვრებაში. რაც მთავარია, როცა თქვენ მას ფულს დაუბრუნებთ, შესაძლოა, თანხას თან გააყოლოთ გარკვეული საკუთარი საგვარეულო ენერგია.
ფული ისესხეთ ახალი მთვარის შემდეგ, პირველი კვირის განმავლობაში და დააბრუნეთ სავსე მთვარის შემდეგ, დაახლოებით 12 დღის განმავლობაში. გაითვალისწინეთ ისიც, რომ უმჯობესია, ფულის სესხება მზის ჩასვლამდე, რადგან საღამოს გამორთმეული ფულის დაბრუნება დაკავშირებული იქნება სხვადასხვა პრობლემასთან.
უკვე საიდუმლო არაა, რომ ყველა ადამიანი ენერგიით არის გარემოცული და, ფულსაც, ისევე, როგორც ჩვენ, არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ემოციური და მენტალური სხეულიც აქვს.
ფულის ფიზიკური სხეული ქაღალდი და ლითონის ხურდებია. ფულს უყვარს, როცა უფრთხილდებიან და სუფთად, ლამაზ საფულეში ინახავენ. ფული ვერ იტანს, როცა მას ჯიბეში იკუჭავენ, ჭმუჭნიან ან რეზინით კრავენ. ის, ვინც ასე იქცევა, ფული არასდროს ექნება.
რაც შეეხება მის ემოციურ სხეულს, ის გრძნობს ადამიანის მისდამი დამოკიდებულებას. ისევე, როგორც ყველაფერი სამყაროში, ფულიც მათკენ „მიდის“, ვისაც უყვარს, მისი ფასი იცის და არც მისი ხშირი დათვლა ეზარება.
მენტალური სხეული იმასაც გრძნობს, თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს მისადმი. თუ იფიქრებთ, რომ ფული სიამოვნების, თავისუფლების, ძალაუფლების, სიმშვიდისა და სტაბილურობის მომტანია თქვენთვის და არა მხოლოდ, როგორც მასზე ამბობენ, ხელის ჭუჭყი, მაშინ ის თქვენდამი კეთილად იქნება განწყობილი.
თუ, ხშირად ლაპარაკობთ ფულზე, მაგალითად, წუწუნებთ მის ნაკლებობაზე, ან ტრაბახობთ, რომ ბევრი ფული გაქვთ, გაითვალისწინეთ, ამით ფულის ენერგიას ასუსტებთ.
ფულს უყვარს, როცა მას კუთვნილი ადგილი აქვს. რაც უფრო ლამაზ საფულეს შეარჩევთ მის შესანახად, მით ხშირად „გესტუმრებათ“ ის. ასევე, აჯობებს, რომ საკუთარი თავის ბანკირი თვითონვე იყოთ და მისი განკარგვა სხვას არ ანდოთ.
ფულმა გაბრაზება და „გაბუტვაც“ იცის და ამიტომ, არ შეიძლება, გადანახულ ფულზე თქვათ, „შავი დღისთვის“ გადანახული თანხააო. არავითარ შემთხვევაში, არ დაათვლევინოთ თქვენი ფული სხვებს, რადგან ისინი ფულის ენერგიის ნაწილს მიითვისებენ.