კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1999 წლის 15 დეკემბერს. არ ვზარმაცობ, მიყვარს შრომა, მაგრამ არ მიმართლებს. გთხოვთ, მირჩიოთ, რას მოვკიდო ხელი, რომ წარმატებებს მივაღწიო და კონკრეტულად, რომელი საქმიანობის სფეროა ჩემთვის მისაღები ცხოვრებაში?
პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანი პროფესიებია: მედიცინიდან – ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია; ასევე, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციულ-ორგანიზატორული საქმიანობა, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, გასართობი ინდუსტრია, სამეცნიერო კვლევა.
კითხვა: დავიბადე 1998 წლის 28 დეკემბერს. რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულს დავუკავშირო ბედი, რომ პირად ცხოვრებაში ბედნიერი ვიყო?
პასუხი: თქვენთვის სასურველი პარტნიორები არიან: თხის რქა, ლომი, ვერძი, მერწყული და სასწორი. ნუ აჩქარდებით ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთან ურთიერთობისას. კარგად დააკვირდით, გაამახვილეთ ინტუიცია და შემდგომ გამოიტანეთ დასკვნა, მისაღებია თუ არა ის თქვენთვის. სხვა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებთან ურთიერთობა კი საშუალოა.
კითხვა: ჩემი და დაიბადა 1999 წლის 29 ივლისს. მყარად აქვს გადაწყვეტილი უცხოეთში გამგზავრება. მისაღებია თუ არა ეს მისთვის და ზოგადად, რომელ ქვეყნებს ურჩევთ?
პასუხი: თქვენს დას, კარმული თვალსაზრისით, უცხოეთთან დაკავშირებით აქვს გარკვეული წინაღობები. ამიტომ, შესაძლოა, იქ ჩასულმა ადვილად ვერ ააწყოს ცხოვრება. თუ მაინც გადაწყვიტა წასვლა, უნდა გამოავლინოს ნებისყოფა და მოთმინება. ქვეყნებიდან კი კარგია: უკრაინა, ირლანდია, პოლონეთი, მოლდოვა, ბელგია, არგენტინა, ესტონეთი, ლატვია, ბულგარეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, კუნძული შრი-ლანკა, ბრაზილია, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, სამხრეთ კორეა, კუნძული მალტა, კვიპროსი.
კითხვა: დავიბადე 1995 წლის 24 სექტემბერს. რა არის ჩემი კარმული მისია და ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულთან მელის სასურველი ქორწინება?
პასუხი: სასიყვარულო პარტნიორებიდან თქვენთვის მისაღებია ქალწულის, სასწორის, მერწყულის, ტყუპების, ლომის ან მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანი. რაც შეეხება თქვენს კოსმიურ-კარმულ მისიას, არის ის, რომ გამოავლინოთ ხასიათში საუკეთესო თვისებები. იყავით ორგანიზებული, დისციპლინირებული, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი, წინდახედული, ერთგული და გარშემოც ასეთი ადამიანები შემოიკრიბეთ. მოიწესრიგეთ ცხოვრება, რათა სწორად განვლოთ ევოლუციური განვითარების გზა დედამიწაზე. იყავით დემოკრატი, სხვებსაც დაუტოვეთ არჩევნის უფლება. ურთიერთობისას გამოიყენეთ დიპლომატია, პატივი ეცით ტრადიციებს და გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების აზრი.
კითხვა: დავიბადე 2000 წლის 26 ნოემბერს. ვარ გოგონა. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელ სფეროში მელის მეტი წარმატება მომავალში?
პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისია უკავშირდება საუკეთესო თვისებების გამოვლენას. აუცილებლად უნდა იყოთ აქტიური, ინიციატივიანი, ენერგიული; შეძლოთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა. უნდა დაეყრდნოთ ოპტიმიზმს, კეთილშობილებას, კომუნიკაბელურობას; წარმოაჩინეთ მიზანსწრაფვა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა. ისწავლეთ ფულის ყაირათიანი ხარჯვა-გადანაწილება. იყავით ფრთხილი, წინდახედული, ერთგული და გარშემოც ასეთი ადამიანები შემოიკრიბეთ. მაქსიმალურად მოაწესრიგეთ ურთიერთობები როგორც ოჯახში, ასევე სამსახურში. თქვენთვის წარმატების მომტან პროფესიებს კი განეკუთვნება: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმე, სოციოლოგია, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, საკონსტრუქტორო, საგამომცემლო საქმიანობა, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა და ქორეოგრაფია.

скачать dle 11.3