კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პარტბილეთზე აღბეჭდილი ლენინის პორტრეტი სტალინის დახატულია

ჩემს ჩანაწერებში არაერთხელ აღმინიშნავს დიდი ბელადის მრავალმხრივი ნიჭის შესახებ. მის პიროვნებაში თითქმის ყოველდღე ახალ-ახალ შტრიხებს ვპოულობდი და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს შეჩვეულებიც კი ვიყავით მისგან სიურპრიზებს, ზოგჯერ ჩემს გაოცებას მაინც არ ჰქონდა საზღვარი. აქვე შევნიშნავ, რომ ვლადიმირ ილიას ძე ლენინის პორტრეტი მრავალ სახელოვან მხატვარს დაუხატავს, მაგრამ, ალბათ, ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ლენინის ერთ-ერთი, საუკეთესო პორტრეტი სტალინის დახატულია. საუბარია იმ პორტრეტზე, რომელიც მილიონობით საბჭოთა კომუნისტის პარტბილეთს ამშვენებდა. 1951 წლის 3 აპრილს, კრემლში, დიდი ბელადი ხელოვნების მუშაკებს შეხვდა და საბჭოთა ხელოვნებაში იდეოლოგიური მიმართულებები განიხილა. სხდომათა მცირე დარბაზში, დაახლოებით, სამასამდე ადამიანი შეიკრიბა. ისინი დიდი ყურადღებით უსმენდნენ სტალინს. დიდმა ბელადმა ძირითადად, დადებითად შეაფასა საბჭოთა ხელოვნება, თუმცა რამდენიმე კრიტიკული შენიშვნა მაინც გაისმა მხატვრების მისამართით. „ამ დარბაზში დიმიტრი ტიმოფეევი უნდა იჯდეს“ – თქვა სტალინმა. ტიმოფეევი გაფითრდა და ფეხზე წამოდგა. სტალინმა ხელით ანიშნა, დაჯექიო და განაგრძო. „ამხანაგი ტიმოფეევი საკმაოდ კარგი ხელოვანია. მე მის შემოქმედებას ვიცნობ და უნდა გამოგიტყდეთ, რომ ვაფასებ კიდეც. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მისი ბოლო პერიოდის ნამუშევრები არ მომწონს”, ტიმოფეევი უფრო და უფრო ფითრდებოდა და აკანკალებდა კიდეც. სტალინი კი დინჯად განაგრძობდა, – „ამხანაგ ტიმოფეევის ბოლო ნამუშევარი „ლენინი ოქტომბერში” არ ასახავს იმ დღეების სურათს და მასში ილიჩის სახე არარეალურადაა გამოსახული. ჩვენ ნებისმიერ, თუნდაც სასტიკ ბრძოლაში არასოდეს დაგვიკარგავს ადამიანურობა, ღირსება. თუმცა, ვერაგ მტერს არასდროს ვინდობდით, სასტიკ, სისხლისმსმელ მანიაკებად არ ვქცეულვართ. ახლა კი განვიხილოთ, რა ხდება თქვენს ნახატში. ბოლშევიკები, ანუ ჩვენ, ვინც ზამთრის სასახლეს ვიღებდით, საშინელ, ცივსისხლიან არსებებად ვართ გამოყვანილი. ეს ჩვენს სახეებზე ამოიცნობა, ილიჩი კი მონსტრის ფიზიონომიით მიგვიძღვება წინ. არა, ამხანაგო ტიმოფეევ, ეს სულაც არ არის რეალური სურათი და მოგიწევთ, თქვენი შეხედულებების გადასინჯვა. თქვენ უდავოდ ნიჭიერი ახალგაზრდა ხართ, თუმცა წარმოდგენაც არ გაქვთ ბოლშევიკების, განსაკუთრებით ჩვენი, ძველი გვარდიის წარმომადგენლების შესახებ.” სტალინმა თავისი გამოსვლა დაასრულა. ტიმოფეევი სულ ერთიანად ცახცახებდა, დარბაზში კი სამარისებური სიჩუმე იდგა, ბუზის გაფრენის ხმასაც კი გაიგონებდით. სხდომა დასრულდა, მონაწილეები ადგილებიდან წამოიშალნენ და გასასვლელისკენ დაიძრნენ. ტიმოფეევი თავის ადგილზე გაყინულივით იჯდა და გაფითრებული ციებიანივით ცახცახებდა. სტალინი უკვე პრეზიდიუმს ტოვებდა, როდესაც დარბაზს თვალი შეავლო და ტიმოფეევს შეხედა. მოდი აქ, დიდმა ბელადმა თითით მიმიხმო და როდესაც მივუახლოვდი, ხმადაბლა, დინჯად მიბრძანა იმ მოკანკალე მხატვართან მიდი და ნახევარ საათში ჩემს ბინაში ამოიყვანე. საქმე მაქვს, რაღაც უნდა  ვაჩვენო, ოღონდ იქნება მანამდე დაამშვიდო და ისე მომიყვანოო. მე დაუყოვნებლივ გავემართე ტიმოფეევისკენ. სტალინმა კი კიდევ ერთხელ შეავლო თვალი მხატვარს და გავიდა. როცა ტიმოფეევს მივუახლოვდი, ვერ ვიცანი. ახლგაზრდა, სიმპათიური მამაკაცი ისე იყო შეცვლილი, მკვდარი გეგონებოდათ. მხოლოდ მისი აკანკალებული სხეულით მიხვდებოდით, რომ ეს კაცი ცოცხალი იყო. ამხანაგო ტიმოფეევ, იოსებ ბესარიონოვიჩი გიბარებთ-მეთქი. ხმადაბლა ვაცნობე. თუმცა, მხატვარი ისე იყო თავის ფიქრებში გართული, რომ ჩემი სიტყვები არ გაუგია. მე მას ფრთხილად შევახე ხელი მარჯვენა მხარზე და რომ არ შემეშინებინა, რაც შემეძლო, გავუღიმე. მხატვარი შეკრთა, თავი ასწია, შემომხედა, მაგრამ ჩემი კეთილგანწყობილი, მოღიმარი სახე რომ დაინახა, ოდნავ დამშვიდდა. თავადაც სცადა გაღიმება, თუმცა ისე იყო აღელვებულ-შეშინებული, სახეზე უაზრო გამომეტყველება გამოესახა. ამხანაგო ტიმოფეევ, ამხანაგი სტალინი გიბარებთ თავისთან და გთხოვთ, დამშვიდდეთ, ნუ გეშინიათ. მას მხოლოდ თქვენთან გასაუბრება სურს-მეთქი, ვუთხარი. სტალინის ხსენებაზე ტიმოფეევი ფეხზე წამოიჭრა და თითქოს მის წინაშე სტალინი იდგა, ისე გაიჭიმა. მე მას მხარზე მოვუთათუნე ხელი და დავამშვიდე. თავი ხელში აიყვანეთ, მოწესრიგდით და წამობრძანდით. მე გარეთ დაგელოდებით-მეთქი. ჩემმა სიტყვებმა ტიმოფეევზე დადებითად იმოქმედა და ეს, უდავოდ ნიჭიერი მხატვარი, უკვე საკმაოდ დაწყნარებული გამოვიდა საპირფარეშოდან. სტალინის ბინაში რომ შევდგით ფეხი, დიდი ბელადი შემოგვეგება, ტიმოფეევს მხარზე ხელი მოჰხვია, სავარძელთან მიიყვანა და ჯერ ის დასვა, შემდეგ თავადაც დაჯდა. მე კი მითხრა: უთხარი პატარა სუფრა მოგვიმზადონ და მოგვიტანონო. მე ბრძანების შესასრულებლად გავედი და ათ წუთში მიმტანთან ერთად დავბრუნდი, რათა სტალინისთვის მეკითხა, კიდევ ხომ არაფერი სურდა. სტალინმა დარჩენა მიბრძანა. ამასობაში მიმტანმა პატარა მაგიდაზე სუფრა გაშალა და გავიდა. მე და ტიმოფეევი კი მშვიდად ველოდით დიდ ბელადს, რომელიც დინჯად ტენიდა ჩიბუხს. სტალინმა გააბოლა, ოთახში გაიარ-გამოიარა, შემდეგ სუფრასთან მივიდა, სამი ჭიქა წითელი ღვინით შეავსო, ერთი ხელში აიღო და წარმოთქვა: „თქვენ უდავოდ ნიჭიერი ხელოვანი ხართ, მაგრამ თქვენი ახალგაზრდობა გაცდენთ ხოლმე, თუმცა ეს უბედურება არაა. ჩემი დღევანდელი ნათქვამი უფრო სხვებს ეხებოდა, მარამ აქცენტი თქვენზე გავაკეთე. ხომ გაგიგიათ: მულო, შენ გეუბნები და რძალო შენ გაიგონეო, ასე იყო დღესაც. საქმე ისაა, რომ ნიჭიერება, სახელი, სამაგალითო რამაა და აქედან გამომდინარე, გადამდებია. ვიმეორებ, თქვენ ნიჭიერი კაცი ხართ და არ მინდა, თქვენი დროებითი ჩავარდნა, სხვებსაც გადაედოს. თქვენს ნიჭიერებას გაუმარჯოს! გისურვებთ, სულ მალე დამდგარიყავით ჭეშმარიტი შემოქმედების გზაზე, გეღვაწოთ და გეხატოთ ჩვენი დიადი სამშობლოს საკეთილდღეოდ,” სტალინმა ჭიქა მოგვიჭახუნა და ბოლომდე გამოცალა. იგივე გავიმეორეთ ჩვენც. შემდეგ დიდი ბელადი თავის საწერ მაგიდასთან მივიდა, უჯრა გამოაღო და იქიდან სქელი, დიდი ფორმატის რვეული ამოიღო. მე და ტიმოფეევი გაფაციცებით ვუცქერდით სტალინს და ვცდილობდით, გამოგვეცნო, რას ათვალიერებდა ასე გულმოდგინედ. რვეულის თვალიერებისას სტალინს შიგადაშიგ ეღიმებოდა და თან, ჩიბუხს ულვაშებზე ისვამდა. რომ დაასრულა, რვეული დაკეცა, ჩვენკენ წამოვიდა ტიმოფეევს გაუწოდა. თან, უთხრა: „აქ ჩემი მხატვრული შედევრებია, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში დავხატე. თქვენ როგორც პროფესიონალმა მხატვარმა, ოღონდ წინასწარ გეუბნებით, მაამებლობას არ ჰქონდეს ადგილი და გულწრფელად მითხარით, თქვენი აზრი ზუსტად ისე, როგორც მე ვლაპარაკობდი ამ ცოტა ხნის წინ თქვენზე”. ტიმოფეევმა რვეული გადაშალა და მასთან ერთად მეც დავიწყე მისი თვალიერება. იქ მრავალი ადამიანის პორტრეტი იყო, შავი ფანქრით დახატული ფურცლებიდან ძველი ბოლშევიკების სახეები გვიმზერდნენ. მათ შორის უმეტესი ცოცხალი აღარ იყო. მე, რა თქმა უნდა, ხელოვნებათმცოდნე არ ვარ, მაგრამ სტალინის ნახატები ძალიან მომეწონა. თითოეული მათგანი ცოცხალივით იყო. როცა თვალიერება დავამთავრეთ, ტიმოფეევმა რვეული მაგიდაზე დადო და ემოციურად წარმოთქვა: „ამხანაგო სტალინ, ეს ნამუშევრები მართლაც შედევრებია. ასეთი სრულყოფილი ნამუშევრები, თვით მსოფლიო კლასიკოსთა ნამუშევრებშიც არ შემხვედრია”. სტალინს გაეღიმა და მცირე პაუზის შემდეგ გვითხრა, იყო დრო, მხატვრობაზე ვოცნებობდი და რომ არა ილიჩი, შესაძლოა, ეს ოცნება ამსრულებოდა კიდეცო. ტიმოფეევმა კი, რომელიც უკვე აბსოლუტურად დამშვიდდა, დიდ ბელადს უთხრა: „ამხანაგო სტალინ, ჩემი აზრით, თქვენ მიერ დახატული ილიჩის პორტრეტი ყველა იმ საკონკურსო ნამუშევარს ბევრად ჯობია, რომლებიც მხატვრებმა ახალი პარტბილეთის ყდაზე აღსაბეჭდად წარმოადგინეს”. სწორედ ტიმოფეევი იყო ამ კონკურსის თავმჯდომარე და თავადაც ჰქონდა რამდენიმე ესკიზი. ზუსტად ერთი თვის შემდეგ, კონკურსში სტალინის მიერ დახატულმა ლენინის პორტრეტმა გაიმარჯვა და პარტბილეთზე სტალინის ნამუშევარი აღბეჭდეს.


მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების
მიხედვით

скачать dle 11.3