კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ქმრის ხასიათს ვერ ვეგუები
ბავშვობიდან ძალიან მხიარული ადამიანი ვარ. დიდ ოჯახში გავიზარდე და ჩვენთან მუდამ ხმაური, სტუმრიანობა და ხალისი იყო. ამიტომ მეც და ჩემი და-ძმაც ძალიან ლაღები ვიყავით, გვყავდა უამრავი ნათესავი და მეგობარი, ყველასთან გვქონდა მისვლა-მოსვლა და, ვერ წარმოგვედგინა, სხვანაირი ურთიერთობა თუ არსებობდა საერთოდ.
უნივერსიტეტს რომ ვამთავრებდი, ერთი ბიჭი გავიცანი, უფრო სწორად, თვითონ გამეცნო და მითხრა, უკვე რამდენიმე თვეა, მომწონხარ, თვალს გადევნებ და მივხვდი, რომ მჭირდებიო. უნდა ვაღიარო, რომ ასეთმა ორიგინალურმა გაცნობამ თავისებური გავლენა მოახდინა ჩემზე – გიგის საქციელი რომანტიკულად აღვიქვი (მეტი რა უნდოდა 21 წლის გამოუცდელ გოგოს) და მაშინვე დავთანხმდი პაემანზე. სულ სამჯერ შევხვდით ერთმანეთს, მერე კი ცოლობა მთხოვა. სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიყავი ამისთვის  შინაგანად მზად; თან, ისიც კი არ ვიცოდი, მიყვარდა თუ არა, რადგან გიგი სამივე პაემანზე ზედმეტად სერიოზული მოვიდა, სერიოზულ თემებზე ისაუბრა და ბოლოს მითხრა, ვერ ვიტან ცანცარა გოგოებს, დილიდან საღამომდე დაქალებში რომ დარბიანო. აშკარად ვგრძნობდი, რომ ეს ბიჭი არ იყო ჩემი ოცნების მამაკაცი და პირველივე პაემნის შემდეგ გადავწყვიტე, როცა დამირეკავს, ვეტყვი, თავი დამანებოს-მეთქი. მაგრამ, რომ დამირეკავდა და მეტყოდა, ამა და ამ ადგილას გელოდებიო, თოკზე გამობმული ცხვარივით მივდიოდი, გზაში კი თავს ვირწმუნებდი, იმიტომ დავთანხმდი შეხვედრაზე, რომ ვუთხრა, აღარ დამირეკოს-მეთქი. თუმცა, მაინც ვერაფერს ვეუბნებოდი და ისევ გადავდებდი ხოლმე – ტელეფონში უფრო ადვილია ამის თქმა-მეთქი. მოკლედ, ნამდვილად დაჰიპნოზებული ვიყავი: ვხვდებოდი ბიჭს, რომელიც არც მომწონდა და არც მიყვარდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი, თავიდან მომეშორებინა. ისე ვიყავი შინაგანად შებორკილი, რომ ამ ბორკილებს ფიზიკურადაც ვგრძნობდი, თუმცა თავს ვერ ვითავისუფლებდი. ხელი რომ მთხოვა, პირი გავაღე უარის სათქმელად, ამის ნაცვლად კი ვუთხარი, კარგი-მეთქი და სწორედ აქ დავუშვი საბედისწერო შეცდომა, რასაც დღემდე საშინლად ვნანობ. საერთოდ, ყოველთვის სანანებლად მიხდება საქმე, როცა ისე არ ვიქცევი, როგორც გული მკარნახობს. თანხმობა რომ ვუთხარი, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს თვალებახვეული გადავეშვი უსასრულო უფსკრულში და ეს შეგრძნება დღემდე მაქვს.
სულ რამდენიმე თვეა, გათხოვილი ვარ, მაგრამ ერთი დღეც არ ვყოფილვარ ბედნიერი. ჩემი მხიარული და ხალისიანი ოჯახიდან ბუების ბუდეში მოვხვდი: ყველა მოღუშული და წარბშეკრულია, დილიდან საღამომდე თითო-ოროლა სიტყვას თუ მიუგდებენ ერთმანეთს და ამით ამოიწურება მთელი მათი ურთიერთობა. გარდა ამისა, არც თვითონ დადიან ვინმესთან და არც ამათთან მოდის ვინმე. ჩემს უახლოეს დაქალებზე რომ აღარაფერი ვთქვა (ჩემმა დედამთილმა პირდაპირ უთხრა, მაიკოს ახლა ოჯახი აქვს და გასართობად აღარ სცალიაო, ანუ, აღარ მოხვიდეთო), ჩემი ოჯახის წევრებსაც ისე დახვდნენ რამდენჯერმე, ქუდი რომ შემოუგდო, ჩემთან აღარ მოვლენ. ერთი სიტყვით, იზოლაციაში მომაქციეს, რომ მეც მათნაირი გავხდე, მაგრამ, ზუსტად ვიცი, ამას ვეღარ გავუძლებ და, ერთ დღესაც, სახლში გავიპარები, ჩემს მშობლებთან. ვინც რა უნდა თქვას, არ მაინტერესებს. მშობლები და და-ძმაც თუ დამაკარგვინა, რად მინდა ეგეთი ქმარი?! მაგას მირჩევნია, ცხოვრებაში მამაკაცმა არ შემომხედოს, მაგრამ თავისუფალი ადამიანი ვიყო.
მაიკო, 21 წლის.

скачать dle 11.3