კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაცდუნებლის მონანიება

ევდოკია, რომელიც მეორე საუკუნეში ცხოვრობდა, ცნობილი იყო როგორც მეძავი, მაგრამ მონანიების შემდეგ იგი მონასტერში შედგა და თავისი ცხოვრება ღმერთისადმი მსახურებას მიუძღვნა.
მდიდარმა ჭაბუკმა ფილოსტრატემ, რომელიც ადრე ევდოკიას საყვარელი იყო, გადაწყვიტა, იგი ძველი, ბიწიერი ცხოვრებისკენ მოებრუნებინა და იმ მონასტრისკენ გასწია, რომელშიც მისი სატრფო სულის გადასარჩენად იღვწოდა. მიადგა რა მონასტრის ბჭეს, მეკარეს უთხრა: „მე ვარ ცოდვილი და მოვედი თხოვნით, რათა ილოცოთ ჩემთვის და მაკურთხოთ“. მაგრამ მეკარემ აუხსნა, რომ ეს მონასტერი ქალთა სავანე იყო და ახალგაზრდას მამათა მონასტრისთვის უნდა მიემართა. „წადი იღუმენ გერმანეს მონასტერში და იქ ილოცებენ შენთვის“, – ურჩია მონაზონმა.
ევდოკიასადმი ვნებით ანთებულმა ფილოსტრატემ იღუმენ გერმანესკენ გასწია. „როცა შენი სიწმიდის შესახებ შევიტყვე, მამაო, – უთხრა მან ბერ-მონაზონს, – დიდი გზა გამოვიარე, რათა შენს მონასტერში მოვსულიყავი, მომენანიებინა ჩემი ძველი ცოდვები და მიმეღო მონაზვნის ხარისხი“. გერმანემ უნდობლად შემხედა ლამაზ ჭაბუკს და წარმოთქვა: „არ ვიცი, შეგწევს თუ არა ძალა, იტვირთო მონაზვნური დიდი ღვაწლი. ჩვენ მოხუცებულები ვართ და დიდი ძალისხმევა გვიწევს ეშმაკისეული ცდუნებების წინ აღსადგომად. როგორ შეძლებ შენ ამას, როცა ჯერ სრულიად ახალგაზრდა ხარ?“ „ნუთუ არ არსებობს შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდა ადამიანებს დაემარცხებინათ თავიანთი  გულისთქმები? – მზაკვრულად შეეკითხა ფილოსტრატე, – მაშ, რა შეიძლება ითქვას ევდოკიაზე, რომლის სათნო ცხოვრებაზე მე ბევრი რამ მსმენია? მან ხომ მიატოვა მეძავობა და, ახლა, დათრგუნა-რა სხეული, მარტოობაში იმყოფება? ამ ქალიშვილის მაგალითით გაოცებულს, მეც მსურს, მივბაძო მას“.
გერმანემ, აღიქვა რა ტყუილი სიმართლედ, მიუგო ფილოსტრატეს: „შვილო, შენ გჭირდება ევდოკიას ნახვა, რათა მისგან მოისმინო ჭეშმარიტი სიტყვა, რომელიც შენ სათნოების გზაზე დაგაყენებს“. იღუმენის თხოვნით, ფილოსტრატე დაშვებულ იქნა ქალთა მონასტერში. იქ მან იხილა წმიდა ევდოკია და განცვიფრდა მისი თავმდაბალი შესახედაობით, გაფითრებული სახითა და ღარიბული ტანსაცმლით, მაგრამ მაინც შეუპოვრად შეუდგა ევდოკიას გადარწმუნებას, რათა დაბრუნებოდა ძველებურ ცხოვრებას: „გამოდი ღატაკი სადგომიდან, საყვარელო, მოიშორე მყრალი ტანსაცმელი, დატოვე ხისტი ლოგინი და დაუბრუნდი პირვანდელ სიამოვნებას“. მაგრამ ევდოკიამ განრისხებით მიუგო: „უფალი ჩვენი, იესო ქრისტე დაგსჯის შენ ავი ზრახვებით მოსულს, რადგან შენ ხარ ეშმაკის შვილი!“ – შემდეგ მან სული შეუბერა სახეში ფილოსტრატეს და იგი უგრძნობლად დაეცა.
შუაღამით ევდოკიას სიზმარეულ ხილვაში უფალი გამოეცხადა. „მოიდრიკე მუხლი მაცდუნებლის მკვდარი სხეულის წინაშე, რომელიც ეშმაკმა გამოგზავნა და ილოცე ჩემ მიმართ. მე ვუბრძანებ, გაცოცხლდეს მკვდარი. გაცოცხლებული, ის მიხვდება, ვინ ვარ მე, ხოლო შენში უფრო უხვად იქნება ჩემი მადლი“. გამოღვიძებულმა წმიდა ევდოკიამ ლოცვა აღავლინა და გააცოცხლა მკვდარი. დააღწია რა თავი სიკვდილს და შეიცნო ჭეშმარიტი ღმერთი, ფილოსტრატე დაემხო ნეტარის ფეხებთან: „მაპატიე მე მონანულს, რადგან, გავიგე, როგორ მეფეს ემსახურები შენ“.
 „დაბრუნდი, წადი, მშვიდობით, მაგრამ არ დაივიწყო ის, თუ რას მიხვდი აქ და არ გადაუხვიო წმიდა რწმენის ჭეშმარიტი გზიდან“,  – უპასუხა ევდოკიამ.

скачать dle 11.3