კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ადამიანებთან ურთიერთობაში აქვს თუ არა მნიშვნელობა, როგორი გულისხმიერებით დაველაპარაკებით, თუ მთავარი საუბრის შინაარსია?
პასუხი: მოყვასს შეიძლება აწყენინო არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ხმის ტონით, მანერით. მოყვასის მიმართ თქმული ალერსიანი სიტყვებით კი შეიძლება დააგროვო სულიერი კაპიტალი, ამიტომ ეცადეთ იყოთ თბილი და ტაქტიანი.
კითხვა: რა გზით გადმოვა ჩვენზე ტაძარში სულიწმინდის მადლი?
პასუხი: ტაძარში უნდა იაროთ არა მხოლოდ სიამოვნების მისაღებად, გალობის მოსასმენად და სიმშვიდის მოსაპოვებლად, არამედ უნდა მიხვიდეთ მადლის მოსაპოვებლად, სინანულით თქვენი ცოდვების მიმართ და მუდმივად უნდა იყოთ ღვაწლში.
კითხვა: როგორ აღვნიშნოთ გარდაცვლილი ახლობლის გარდაცვალების დღე?
პასუხი: ამ დღეს გარდაცვლილის სახელზე აღვავლენთ პანაშვიდს და ვლოცულობთ, გავცემთ მოწყალებას. ახლობლისგან გარდაცვლილის ხსენება მისთვის ლოცვის გაგრძელებაა. შეიკრიბეთ ახლობლები და გაიხსენეთ გარდაცვლილი ახლობლები, ევედრეთ უფალს მისი სულისთვის, უფალი ბრძანებს: სადაც ერთი ან ორი შეიკრიბოს ჩემი სახელით, მეც მათთან ვიქნები.
კითხვა: მაქვს ნათლობის სამი ჯვარი, შეიძლება თუ არა მათი გადადნობა და ერთ ჯვრად ტარება?
პასუხი: ნათლობის ჯვრების გადადნობა არ შეიძლება. ატარეთ ერთ-ერთი, დანარჩენი კი სათუთად შეინახეთ.

скачать dle 11.3