PSP-ში ფრანგული კოსმეტიკის დღეები დაიწყო
პირველ აპრილს PSP-ში ფრანგული კოსმეტიკის დღეები დაიწყო. „PSP-ჯგუფი” წლებია, რაც ქართველ მომხმარებელზე ზრუნავს კოსმეტიკური საშუალებების დიდი ასორტიმენტით, რომელიც წარმოდგენილია PSP-ს აფთიაქებში. მომხმარებლისთვის ცნობილია, რაოდენ სასიამოვნოა ბარათზე ქულების დაგროვების პროცესი და ასევე, მონაწილეობა სხვადასხვა გათამაშებაში. ამჯერად კომპანია PSP-მ ჩაატარა ღონისძიება, რომელიც საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, რენო სალენსმა და „PSP-ჯგუფის” დირექტორტმა გოჩა გოგილაშვილმა გახსნეს. ფრანგული დღეების ფარგლებში PSP-ს მომხმარებელს ფრანგულ კოსმეტიკურ პროდუქციას სპეციალურ ფასად შესთავაზებენ.
გოჩა გოგილაშვილი („PSP-ჯგუფის” დირექტორი): მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვართ ბაზარზე არა მარტო როგორც წამლების მომწოდებელი კომპანია, არამედ როგორც მაღალი ხარისხის კოსმეტიკური ბრენდების ექსკლუზიურად წარმდგენი. PSP-ში ათზე მეტი ცნობილი ფრანგული ბრენდია წარმოდგენილი: „ბიოდერმა“, „კოდალი“, „ესტერმი“, „ურიაჟი“, „ჯინო“, „ლა პეტიტ ოლივიე“ და სხვები. დღეს ჩვენს ყველა მომხმარებელს იგივე პროდუქტის შეძენა შეუძლია, რასაც შეიძენენ ფრანგი და ევროპელი ქალბატონები. სასიამოვნოა, რომ ჩვენს მომხმარებელს კიდევ ერთ დამატებით კომფორტს ვუქმნით და ვთავაზობთ ამ ცნობილი ბრენდების მოვლის საუკეთესო საშუალებებს. მომხმარებელს PSP-ს კონკრეტულ აფთიაქებში საშუალება ექნება, ჩაიტაროს კანის ტესტირება, დაადგინოს საკუთარი კანის ტიპი და შეარჩიოს პირადად მისთვის საჭირო კოსმეტიკა. ცალკეული აფთიაქები მომხმარებელს მაკიაჟის უფასო პროცედურებსაც შესთავაზებენ. კომპანიის მიზანი და პრიორიტეტია, დანერგოს ბევრი საინტერესო სიახლე, ორიენტაცია აიღოს მაღალ ხარისხზე და არ დაკარგოს მომხმარებლის ნდობა.
რენო სალენსი (საფრანგეთის ელჩი საქართველოში): ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა კომპანია PSP-სთან ერთად გამეხსნა ფრანგული კოსმეტიკური ბრენდების დღეები. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის მზარდი მონაწილეობა ქართულ ეკონომიკაში საფრანგეთსა და საქართველოს შორის დაახლოებასა და სავაჭრო განვითარებას უწყობს ხელს. საამაყოა, რომ სახელი PSP ფრანგული კოსმეტიკის მრავალ ბრენდთან ასოცირდება. ჩვენთვის შემთხვევითი არ ყოფილა ამ კომპანიასთან თანამშრომლობა, რადგან სწორედ კომპანია PSP წლებია, სთავაზობს ქართველ მომხმარებელს ფრანგულ ბრენდებს და ამასთან, ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ წარმატებულ ბიზნესჯგუფად მიიჩნევა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ თანამშრომლობას სამომავლოდაც გავაგრძელებთ.