კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დეველოპერულმა კომპანიამ – „m2 უძრავი ქონება“ – გამწვანების აქციის ფარგლებში 100 ხე დარგო

დეველოპერულმა კომპანიამ – „m2 უძრავი ქონება“ ნუცუბიძის პლატოზე, მხატვრების დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე 100 ძირი ნერგი დარგო. ნერგების სახეობები ადგილობრივი რელიეფისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. კედრის, ელდარის ფიჭვის, კვიპაროსის, იასამნისა და იფანის ნერგები კომპანიის თანამშრომლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ დიდი მონდომებითა და ხალისით დარგეს. ამ მხიარულ ღონისძიებაში მოწვეულმა ჟურნალისტებმაც სიამოვნებით მივიღეთ მონაწილეობა.
ირაკლი ბურდილაძე (კომპანია „m2-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე): მინდა აღვნიშნო, რომ ეს აქცია მეტად მნიშვნელოვანია როგორც ყველა გამწვანების აქცია, რომელიც ჩვენს დედაქალაქში ჩატარებულა, რადგან გარემოს აუცილებლად სჭირდება ჟანგბადი. მოგეხსენებათ, რომ კომპანია „m2“ ჩვენს საცხოვრებელ კომპლექსებში დიდ ადგილს უთმობს რეკრეაციულ ზონებსა და გამწვანებას. ამასვე ვგეგმავთ არა მარტო ჩვენი სამშენებლო ობიექტების ტერიტორიაზე, არამედ ქალაქის სხვა, ცალკეულ ადგილებში. აქციის დაგეგმვა თბილისის მერიის სამსახურთან შეთანხმებითა და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურობით მოხდა. რამდენიმე წლის შემდეგ ეს პატარა ნერგები ულამაზეს ხეებად გადაიქცევა და აქ გაშენებული სკვერი ამ დასახლებაში მცხოვრებთათვის საყვარელი დასასვენებელი ადგილი გახდება. მისასალმებელია აღნიშნულ აქციაში მოსახლეობის ასეთი ჩართულობა. რაც შეეხება ჩვენს კომპანიას, ერთი წლის განმავლობაში ნარგავების მოვლა-პატრონობას დავაფინანსებთ, ხოლო ამ საქმეს პროფესიონალი აგრონომები გაუძღვებიან. კომპანია „m2 უძრავი ქონების“ მიზანია, ყველა მიმდინარე და სამომავლო დეველოპერული პროექტების ფარგლებში იზრუნოს მოსახლეობისთვის კომფორტული, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. შესაბამისად, მისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია ზრუნავს გარემოს დაცვაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე და ადგილობრივი საგანმანათლებლო კერების მხარდაჭერაზე. კომპანია „m2 უძრავი ქონება“ სამომავლოდაც გეგმავს, განახორციელოს გამწვანების აქციები.

скачать dle 11.3