რას სთავაზობს ქართულ-ამერიკული კომპანია S-Cad Group Georgia დასაქმების მსურველებს
ჩვენს ჟურნალში დაბეჭდილ მასალას ქართულ-ამერიკული კომპანიის საქმიანობის შესახებ, რომელიც დასაქმების მსურველებს რეალურ სამუშაო ადგილებს სთავაზობს, მკითხველის დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ინტერესის გათვალისწინებით, ჩვენ კვლავ გთავაზობთ ინტერვიუს კომპანიის დამფუძნებელთან, ბატონ მიშა ცინაძესთან, რომელიც ამერიკის მოქალაქეა. მან სამ წელზე მეტია, რაც თბილისში ამერიკული კომპანიის ქართული ფილიალი დააარსა. ბატონ მიშას ძალიან საინტერესო ემიგრანტული ისტორია აქვს, თუმცა ჩვენ ამჯერად კომპანია S-Cad Group Georgia-ს საქმიანობის შესახებ მოგითხრობთ. S-Cad Group Georgia არის საინჟინრო-მხაზველობითი კომპანია, რომელიც თანამედროვე პროექტებს ახორციელებს. კომპანია მუშაობს ამერიკულ შეკვეთებზე, რომლის ტექნიკური ნახაზებიც თბილისის ფილიალში იქმნება. კომპანია, მზარდი ანაზღაურებით, სამუშაოდ იწვევს ტექნიკური სფეროებით დაინტერესებულ პირებს. ისინი კომპანიის ბაზაზე არსებულ სასწავლო ცენტრში გაივლიან კვალიფიციურ სასწავლო კურსს და სტაჟირებას ამავე კომპანიაში – S-Cad Group Georgia 2015 წლის განმავლობაში ასი კვალიფიცირებული კადრის მომზადებას და დასაქმებას გეგმავს.
მიშა ცინაძე: საქართველოში ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ გამოიწვია ახალი პროფესიებისა და სამუშაო ადგილების შექმნა. არსებული ვაკანსიები მოითხოვს კომპიუტერული პროგრამების გაღრმავებულ ცოდნას, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ ახალი პროფესია შეიძინონ, არამედ გახდნენ მაღალკვალიფიციური კანდიდატები შრომით ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად. როდესაც, 14 წლის შემდეგ, ამერიკიდან პირველად დავბრუნდი საქართველოში, ბევრ სასიკეთო ცვლილებასთან ერთად, რაც 90-იანი მძიმე წლების შემდეგ მოხდა, დავინახე, რომ ჩვენს ხალხს ყველაზე მეტად სამუშაო ადგილები უჭირდა. ეს დღემდე ასეა. ჩვენ არ ვართ ზარმაცი ხალხი, თუმცა არც ის მგონია მართალი, ადამიანი სამუშაოს ეძებდეს და ვერ პოულობდეს, თუ ის მონდომებულია და მუშაობა სურს. მე თვითონ საკმაოდ რთული გზა გავიარე ამერიკაში, სანამ საკუთარ კომპანიას დავაფუძნებდი. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ნებისმიერ ძალისხმევას აქვს აზრი. ჩვენთან მოდიან როგორც ახალგაზრდები, ასევე ზრდასრულები, რომელთაც სურთ, რომ დასაქმდნენ, ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი. დღეს ყველაზე დიდი გარანტია არის ცოდნა. ვინაიდან საქართველოში AutoCad-ის მცოდნე კადრების მოძიება რთული აღმოჩნდა, ჩვენი კომპანიის ბაზაზე გავხსენით სასწავლო ცენტრი. სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, ჩვენ ყველას ავიყვანთ სტაჟირებაზე და დავასაქმებთ,
– ბატონო მიშა, ქართველები მოუთმენელი ხალხი ვართ, ყველაფერი უცბად გვინდა, სწავლის, ეტაპების გავლის გარეშე.
– ამ ფაქტის წინაშე მეც არაერთხელ აღმოვჩნდი. თუმცა, ვფიქრობ, მენტალიტეტი იცვლება და ყველა კარგად აცნობიერებს, რომ თუ არ დახარჯე დრო, ენერგია, უცბად არაფერი გამოდის. კვალიფიკაციის გარეშე საქმეს ვერ გაუძღვები, კონკურენციას ვერ გაუძლებ. ჩვენთან მუშაობენ არა მხოლოდ ტექნიკური განათლებით, არამედ ჰუმანიტარებიც, რომელთაც მოინდომეს და კარგად შეისწავლეს ცნობილი კომპიუტერული პროგრამა AutoCad. მის გარეშე ხომ დღეს წარმოუდგენელია სამშენებლო, საინჟინრო, არქიტექტურული ფირმების მუშაობა.
– რას სთავაზობს კომპანია კვალიფიკაციის ამაღლების და დასაქმების მსურველებს?
– როგორც მოგახსენეთ, კომპანია მუშაობს ამერიკულ შეკვეთებზე, ასევე გვაქვს შეკვეთები კანადიდან, გერმანიიდან. ვმუშაობთ კერძო სახლების, კომერციული ფართების, დიდი ჰოსპიტლების დაპროექტებაზე, ინტერიერის დიზაინზე. 2015 წლიდან კომპანია აგრძელებს იმ პროექტებს, რაც გასულ წელს დავიწყეთ – მასში დასაქმდებიან პროგრამა AutoCad-ის მცოდნე კადრები, რომელთა მომზადებაც ჩვენს სასწავლო ცენტრში უკვე დაწყებულია. მიღებული კვალიფიკაცია და ცოდნა კომპანიაში არსებული ვაკანსიების დაკავების რეალური გარანტიაა. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ადამიანებს, არა მხოლოდ შეიძინონ ახალი პროფესია, არამედ რეალურად გახდნენ ჩვენი გუნდის წევრი – მათ აქვთ შანსი, ჩვენს კომპანიაში არსებული ვაკანსიების დასაკავებლად. ჩვენ მზად ვართ, 2015 წელს სამსახურში ავიყვანოთ ასი კვალიფიციური კადრი. ჩვენი კომპანიის თანამშრომლები სარგებლობენ სხვადასხვა ბენეფიტით, რომელშიც შედის სრულყოფილი სამედიცინო დაზღვევა და სხვადასხვა ბონუსი.
დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონებზე: 2 93 55 51; 5 74 61 44 55.
მისამართი: თბილისი, რეზო თაბუკაშვილის ¹46.
რუსთაველის გამზირი #14.
დაგვიმეგობრდით „ფეისბუქზე“:
ვებ-გვერდი: s-cadgroup.com
თამუნა ნიჟარაძე