კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმ-რეპროდუქტოლოგ შორენა მაისურაძის კაბინეტში უამრავი ლამაზი ბავშვის ფოტოა გამოფენილი. ეს ბავშვები ჩემი მთავარი სიმდიდრეაო, – სიამაყით აცხადებს ქალბატონი, რომელიც უკვე თითქმის 20 წელია, თავისი პროფესიული საქმიანობით წლების განმავლობაში არაერთ უშვილო ქალბ

–  ქალბატონო შორენა, დღეს სერიოზულ პრობლემად იქცა ქალთა უნაყოფობის სიხშირე. როგორც ვიცით, თქვენი პაციენტების უმრავლესობა სწორედ უშვილო ქალბატონები არიან. რა დაავადებები იწვევს უშვილობას და როგორია თქვენი მკურნალობის მეთოდიკა? თქვენს სამუშაო ოთახში უამრავი ბავშვის ფოტოა გამოფენილი, რომლებიც  მკურანლობის შედეგად გაჩნდნენ. რამე საიდუმლო რეცეპტს  ფლობთ?
– ფანტასტიკური შეგრძნებაა, როდესაც ადამიანს, რომელსაც 15-20 წელია, შვილი არ ჰყავს შენთან მკურნალობის შემდეგ დაუდგება ეს ბედნიერი წუთები. ბუნებრივია, ჩემი პატარ-პატარა პროფესიული საიდუმლოებებიც მაქვს (იცინის). რაც შეეხება უშვილობის გამომწვევ მიზეზებს, ესენი გახლავთ: ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, სიმსუქნე, რადიაცია,  ავთვისებიანი სიმსივნეები ქალებში, ოლიგოსპერმია, ტოქსოპლაზმოზი, ურეოპლაზმა, სპერმის ხარისხის პრობლემა მამაკაცში, ჰორმონული დისბალანსი, სტრესი, ნარკოტიკი, გენეტიკური ფაქტორები  და ასე შემდეგ. ნაყოფიერება ორგანიზმის თვისებაა, რომელიც თითოეულ  ადამიანში სხვადასხვანაირადაა წარმოდგენილი. შესაძლოა, ქალბატონი ობიექტურად სრულიად ჯანმრთელი იყოს, მაგრამ უნაყოფობის პრობლემა მაინც ჰქონდეს; ეს ხშირად გამოწვეულია არაჯანსაღი ცხოვრების წესით, მეტაბოლური სინდრომით, ფალოპის მილების გაუვალობით და სხვა.
– როგორ იწყებთ უშვილო ქალბატონების მკურნალობას?
– მკურნალობა მიმდინარეობს კომპლექსურად. პირველ ყოვლისა, ვიკვლევთ მათი ავადმყოფობის გამომწვევ მიზეზებს და შემდეგ მიზანმიმართულად ვმკურნალობთ. თავდაპირველად  ვიწყებთ ჰორმონული სურათის დადგენას, ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის კვლევას; ვმკურნალობთ ინფექციებს, როგორიცაა უროგენიტალური ქლამიდიოზი, რომელიც წარმოშობს უშვილობის პრობლემას; ასევე ოლიგოსპერმიას, რომელიც ყალიბდება მამაკაცებში ქრონიკული ინფექციური დაავადებების დროს; ციტომეგალოვირუსს, ჰერპესვირუსს და ასე შემდეგ. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ხშირად, ქრონიკული შეხორცებითი პროცესის ან პოლიპოზის  დაავადება არ არის კლინიკურად გამოხატული, თუმცა ის  ჩაბუდებულია ქალში და ხშირად ხდება ხოლმე უშვილობის მიზეზიც. ანალიზების შემდგომ, პაციენტებს უტარდებათ ექოსკოპიური კვლევები, ობიექტური გასინჯვა, პლუს, ამის შემდგომ ერთვება ექიმის ინტუიცია. არის ქალებში ოვულაციის პრობლემაც, სტატისტიკურად, ქართველ მანდილოსნებს ტესტოსტერონი მეტი აქვთ, კვერცხუჯრედისა და ფოლეკულის პრობლემებია, ფუნქციაშეცვლილი კვერცხუჯრედი და გაზარმაცებული საკვერცხეები აქვს. ყველა ამ დაავადებას ჩვენ კონკრეტული გეგმით ვმკურნალობთ. ახლა ძალიან აქტუალურია შეწყვეტილი ორსულობის პრობლემა, რომელიც გახშირებულ ვირუსებთან, ციტომეგალოვირუსთან, პაპილომა ვირუსთან და სხვა ინფექციებთანაა დაკავშირებული. ინფექციური დაავადებებიდან ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ქრონიკული ქლამიდიოზი. ქლამიდია აგრესიული და პროგრესირებადი ბაქტერიაა, რომელიც უშვილობის მიზეზიც შეიძლება გახდეს. ის აზიანებს სახსრის ზედაპირს, ცვდება სასახსრე ჩანთა და ამიტომ, დაზიანებულ ადგილებში ადვილად გროვდება კალციუმის ფოსფატები, რაც იწვევს ცვლილებებს ძვლებში, ასევე, სხვა დაავადებებს, დაწყებული პოლიართრიტით, დამთავრებული  სტენოკარდიული პრობლემებით. გარდა ტრადიციული სამედიცინო საშუალებებისა, მე ხშირად ვუწევ რეკომენდაციას პაციენტებს გერმანული ჰომეოპათიური საშუალებებით მკურნალობაზეც, რაც გაცილებით აძლიერებს ადამიანის იმუნურ სისტემას –  ანტიბიოტიკების ჭარბად გამოყენების შემდეგ ძლიერდება ვირუსული ფლორა და იმუნოსისტემა დახმარებას საჭიროებს. ბუნებრივია, პაციენტების მკურნალობისას ზოგთან მალევე დგება შედეგი, ზოგს კი, მაგალითად, თუ იმუნური უშვილობა  აქვს, როცა ანტისპერმალური  ანტისხეულების გამო ქალის საშოშივე კვდება სპერმა და, ასეთი შემთხვევა საკმაოდ რთული სამკურნალოა. აქ მკურნალობა სჭირდება როგორც ქალის საშვილოსნოს ყელის ლორწოვანს, ასევე მის ფსიქიკას. დღეს ეს ძალიან აქტუალური თემაა. ეს უფრო სუბიექტური დიაგნოზია, ჩემთან ასეთი მძიმე დაავადების მქონე ქალბატონებიც იღებენ შედეგს.
– რა რჩევებს მისცემთ ქალბატონებს? 
– მინდა ყურადღება გავამახვილო თავდაცვით საშუალებებზე. პირველ ყოვლისა, აქტიურად უნდა ითანამშრომლონ თავიანთ გინეკოლოგებთან და არ მიმართონ აბორტს ნაყოფის ნაადრევად მოსაცილებლად, რომელიც შემდგომ იწვევს ხოლმე ენდომეტრიოზს. მე არ ვარ წინააღმდეგი თავისუფალი სექსუალური ცხოვრების, მაგრამ, სქესობრივი აქტის დროს უნდა მოხდეს თავის დაცვა, ასევე, ვაგინალური ჰიგიენური ნორმების დაცვა და ასე შემდეგ. მინდა, პაპილომა ვირუსზეც გავამახვილო ყურადღება, რომლის ზოგიერთი შტამი პირდაპირ კიბოს გამომწვევი მიზეზიც ხდება ხოლმე. ასეთ დროს არაჩვეულებრივად ეფექტურია ვაქცინაცია. ასევე, რუჯის მოყვარულ ქალბატონებს მინდა ვურჩიო, რომ ბევრი მზე რისკებს მოიცავს სარძევე ჯირკვლების წინააღმდეგ; გარდა ამისა, იწვევს პროლაქტინის მატებას, აახალგაზრდავებს სიმსივნურ პროცესებს; ქალბატონებმა უნდა ისწავლონ ორსულობისთვის მზადებაც – ფოლიუმის მჟავით მინიმუმ 2 თვით ადრე უნდა მოხდეს ორგანიზმის შემზადება, შემდეგ კი, ორსულობის პერიოდში, ყველა ტიპის გამოკვლევები და ტესტები უნდა ჩატარდეს, ხოლო ყველა განსაზღვრულ კვირაზე არსებული მონიტორინგი, დაწყებული ეგრეთ წოდებული კისრის ნაოჭით, დამთავრებული სხვა კვლევებით. ჩემს პაციენტებს მხოლოდ პროფესორ თინა ბუკიასთან და მის ლაბორატორიაში  ვამისამართებ, რადგან ვენდობი მის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს. ჩვეულებრივად, ქალბატონებმა პრევენციული კვლევა უნდა ჩაიტარონ 6 თვეში ერთხელ. მინდა, ყველა ქალს ვთხოვო: რაც ხელმისაწვდომია მათთვის, იმ პროცედურებზე მაინც ნუ იტყვიან უარს.  განსაკუთრებით გავამახვილებ ყურადღებას ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიის ჩატარებაზე. ძალიან მომწონს ოჯახში ბევრი ბავშვი. მინდა, რომ  ყველა ქალს, ყველა ოჯახს ჰქონდეს ეს ბედნიერება, ჰყავდეს შვილები. ჩემი ასპირანტი მაკო ქობულაძეც ორსულადაა და, მინდა აღვნიშნო, რომ გვერდით ორსული ქალბატონი შენც განსაკუთრებული,  კეთილშობილური გრძნობით გავსებს – ის განსაკუთრებით მეხმარება პაციენტებთან ურთიერთობაში.
ჩვენ დავინტერესდით, როგორ ახასიათებენ რეპროდუქტოლოგ შორენა მაისურაძეს პაციენტები და რამდენიმე მათგანს ვკითხეთ აზრი.
ირმა ჩიტალაძე (47 წლის): „ქალბატონი შორენა მაისურაძე, გარდა პროფესიონალიზმისა, არის საოცრად გონიერი და ჭკვიანი ექიმი, რომელიც ყველა პაციენტს ინდივიდუალური მიდგომით მკურნალობს და არ შემოიფარგლება მხოლოდ სტანდარტული სამედიცინო მეთოდოლოგიით. მისი პროფესიონალიზმის შედეგიც სახეზეა –  9 წელი არ მყავდა შვილი, მასთან ჩატარებული კომპლექსური მკურნალობის შედეგად დავორსულდი და დღეს უკვე ბედნიერი დედა ვარ. ამიტომ, სხვებსაც ვურჩევ ქალბატონ შორენასთან ვიზიტს და თავად ნახავენ შედეგს.”
ელზა სულაბერიძე (43 წლის): „8 წელი არ მყავდა შვილი, გაცილებით უფრო  ღრმა პრობლემები მქონდა. ქალბატონ შორენასთან  რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ მწყობრში ჩადგა ჩემი ჰორმონული სისტემა, შემდეგ კი ფეხმძიმედაც დავრჩი. მისი კომპეტენციის წყალობითაა, რომ ნაყოფი შემინარჩუნდა და დღეს ბედნიერი დედა ვარ.“
ნინო (30 წლის): „მქონდა ვირუსული დაავადება –  ციტომეგალოვირუსი, რაც იწვევდა თვითნებურ აბორტებს. ვის არ მივმართე, რა საშუალებით არ ვიმკურნალე, მაგრამ მხოლოდ ქალბატონ შორენასთან ვიზიტების შემდგომ დადგა შედეგი.“
P.S. ეს ქალბატონები შორენას პაციენტების  მცირე ნაწილია; ისინი ისე ბევრნი არიან, რომ მათ ერთ  საჟურნალო პუბლიკაციაში ვერ მოვათავსებთ. გარდა პროფესიული სიამაყისა, ეს ხომ ღვთისგან ბოძებული უდიდესი ჯილდოცაა –  შენი პროფესიული საქმიანობით  მიანიჭო სხვას დედობის განუზომელი ბედნიერება. წარმატებები ქალბატონ შორენას ამ სასიკეთო საქმიანობაში!


მის.: ქავთარაძის 16
(ყოფილი „ლეჩკომბინატი“); ოთახი 472.
ტელ.: 599 50 14 03.

скачать dle 11.3