რატომ უნდა აირჩიოთ
„სანდომი“ – ყველაზე ტკბილი ზღაპარი!
არცთუ დიდი ხანია, რაც ქართულ სამომხმარებლო ბაზარს საკონდიტრო წარმოებაში ახალი ბრენდი, „სანდომი” შემოუერთდა და უკვე წარმატებული კომპანიის სახელი დაიმკვიდრა. მანამდე, კომპანია, 4 წლის განმავლობაში, მხოლოდ დასავლეთ საქართველოში ფუნქციონირებდა. ამჯერად კი, მასზე მოთხოვნილება დედაქალაქშიც გაჩნდა და ის 60-ზე მეტი სახეობის ტკბილეულს აწარმოებს როგორც მშრალი ორცხობილების, ასევე შოკოლადის ნაწარმის ჩათვლით. „სანდომის“ „ჩიტის რძე,” „ლუხუმი,” „მედოკი”, „დათუნია“, „პრესტიჟი”, „გრილიაჟი”, „ანბანი” – სპეციალურად თქვენი პატარებისთვის და სხვა უთვალავი ნუგბარი, ზღაპრულ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
როგორც ჩვენი მკითხველების გამოკითხვებიდან ირკვევა, სწორედ „სანდომის” ტკბილეულზე აკეთებენ ისინი არჩევანს. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის კი, „სანდომი” კიდევ უფრო მეტ არჩევანს, მართლაც ზღაპარივით პასკებს და ხელსაყრელ ფასებს სთავაზობს მომხმარებელს. „სანდომის” პროდუქციის შეძენა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით უბნისა და ქსელურ მარკეტებში.
მაღალი ხარისხის პროდუქციამ, სწორად განსაზღვრულმა ფასთა პოლიტიკამ, გაყიდვების კარგმა მაჩვენებელმა, კომპანიას გაფართოებისა და თბილისში დამკვიდრების საშუალება მისცა. „სანდომის” გამორჩეულად გემრიელი და ტკბილი საკონდიტრო ნაწარმი ფონიჭალაში მდებარე ახალ საწარმოში მზადდება. გაფართოებული საწარმოო მასშტაბის მეშვეობით კომპანიამ აითვისა თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს არეალი. ამჟამად, „სანდომის” ბრენდი მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს.
ნანა კიკნაძე (მარკეტინგის სამსახურის უფროსი): პირველ ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინების მიზნით, მიუხედავად ლარის დევალვაციისა, კომპანიაში საკონდიტრო ნაწარმზე ფასების მკვეთი მატება არ დაფიქსირებულა. „სანდომის” ტკბილეული ისედაც გამორჩეულია თავის სეგმენტში, დაბალი სამომხმარებლო ფასებითა და მაღალი ხარისხით.
ამჯერად, აღდგომის მოახლოებასთან ერთად, „სანდომი” განსაკუთრებულად გემრიელ, 5-6 სახეობის, ტრადიციული რეცეპტურით დამზადებულ უმაღლესი ხარისხის პასკას სთავაზობს მომხმარებელს. აღსანიშნავია, რომ ბრენდი წარმოებაში იყენებს მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებსა და უმაღლესი ხარისხის ნედლეულს, შესაბამისად, ჩვენი პროდუქციაც მაღალი სტანდარტისაა.
ასევე მინდა, ჩვენს მომხმარებელს ვაცნობო, რომ ახლო მომავალში ევრორეგულაციებისა და საქართველოს კანონმდებლობის ნორმების სრული დაკმაყოფილების მიზნით, კომპანიაში იგეგმება ISO 9001:2008&haccp ინტეგრირებული სისტემების დანერგვა. ეს კი საწარმოს საშუალებას მისცემს, მუდმივად სტაბილურად მაღალი ხარისხის პროდუქცია მიაწოდოს სამომხმარებლო ბაზარს და ასევე, განავითაროს ექსპორტი, განამტკიცოს „სანდომის” იმიჯი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. რაც ყველაზე მთავარია, ქვეყანას კიდევ ერთი საერთაშორისო დონისა და სტანდარტების კომპანია შეემატება. ასე რომ, „სანდომი” მუდმივად ხარისხსა და შეღავათიან ფასებზე იქნება ორიენტირებული და ჩვენს მომხმარებელს ახალი ასორტიმენტით გაახარებს”.
P.S. ბრენდი „სანდომი” საქართველოს მოსახლეობას ულოცავს დამდეგ აღდგომის დღესასწაულს!