კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედამიწისთვის – “ჩააქრე სინათლე ერთი საათით„

„ჩააქრე სინათლე ერთი საათით, გამორთე ყველა ელექტრომოწყობილობა, აჩუქე ერთი საათი დედამიწას!“ –  ამ სლოგანით აღინიშნება „დედამიწის საათი“ მსოფლიოში და, მათ შორის – საქართველოში.  28 მარტს, საღამოს 8 საათზე, აქცია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიულ ბაღში გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საზოგადოებას მოუწოდეს, ერთი საათით გამოერთოთ, დაეზოგათ ელექტროენერგია  და ამით  შეეტანათ წვლილი დედამიწის გადარჩენაში, გლობალური დათბობისა და სხვა არასასურველი ეკოლოგიური პროცესების შეჩერებაში.  სასახლის აღსაზრდელებმა ამ  დღისა და მისი მნიშვნელობისადმი მიძღვნილი საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს. აქციაში მონაწილეობა მიიღეს ბუნების დაცვის  მსოფლიო ფონდის წარმომადგენლებმა. მხარდასაჭერად გამოვიდნენ  სასახლის  ქორეოგრაფიული ანსამბლი „გაზაფხული“ და ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „მზიური“.  აქციის პარალელურად, მოსწავლეებმა ასფალტზე დახატეს  ეკოლოგიის თემაზე,  შეგროვდა  მხარდამჭერი ხელმოწერები. სიმბოლური ათვლის შემდეგ,  სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტროენერგია გამორთეს და ანთებული სანთლებით გამოისახა 60 + .  აქციის მონაწილეები მოსახლეობას მოუწოდებდნენ: „სახლიდან გასვლისას ჩააქრეთ შუქი!”, „ხშირად იარეთ ველოსიპედით ან ფეხით!“,  „დაზოგეთ წყალი, არ დატოვოთ ონკანი ღია!“, „მაქსიმალურად გამოიყენეთ ბინის ბუნებრივი განათება!“

скачать dle 11.3