კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის მიიღეს ბუმბერაზმა მსახიობებმა სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე თავიანთ ოჯახში და რა აკავშირებს მას თამუნა მუსერიძესთან

რუსთაველის თეატრის მსახიობი სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე სულ ცოტა ხნის წინ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ „კაი ბიჭი“ პოლიტიკოსის როლში გამოჩნდა. საზოგადოებას ის სერიალ „გოგონა გარეუბნიდანაც“ მსგავსი როლით ახსოვს.
მსახიობს სერიალზე, პირად ამბებსა და ბაბუაზე, სახელოვან მსახიობ ჯემალ ღაღანიძეზე სასაუბროდ ვეწვიეთ.

– ბაბუას უნდოდა, რომ მსახიობი გამოსულიყავი?
– არა (იცინის). ბებიაჩემს და დედაჩემს უნდოდა ძალიან. ბაბუას არ უნდოდა, მაგრამ, მაინც ისე მოხდა, რომ ამ სამყაროში შევდგი ფეხი. მერე შეეგუა და ჩემდამი ინტერესიც გაუჩნდა. ამბობდა, ხომ არ ვცდებოდი, შენი მსახიობობა რომ არ მინდოდაო. ძალიან უხაროდა. სცენაზე პირველად რომ დამინახა, ჩემზე მეტად ნერვიულობდა და სულ გათეთრებული იყო.
– ბატონი ჯემალი კოლორიტი პიროვნებაა და, გარემო, რომელშიც ის ტრიალებდა, ბუმბერაზი მსახიობებით იყო სავსე. მათი ურთიერთობებიდან, ალბათ, შენც ბევრი გაქვს გასახსენებელი.
– მე და ჯემალს ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. სულ პატარა ბავშვობიდან, ხელს მომკიდებდა და, სადაც არ უნდა წასულიყო, თან დავყავდი – გასტროლი იქნებოდა, მეგობრებთან სუფრებზე თუ სხვაგან, სადაც მართლა ბუმბერაზი მსახიობები იყვნენ: ბატონი გოგი გეგეჭკორი, გურამ საღარაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ედიშერ მაღალაშვილი და სხვები.
ბატონი გურამ საღარაძის იუბილე იყო. მე ბავშვობიდან ვცეკვავ და აქაც ვიცეკვე ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ახლა ჩემი პარტნიორები არიან, მაგალითად, „დედაჩემი“ – მარინა კახიანი (იცინის). სერიალშიც დედაჩემი იყო, სპექტაკლშიც და, დაგვებედა ეს დედაშვილური ურთიერთობა. ვიცეკვეთ და ხალხი ფეხზე წამოდგა – ტაშს მიკრავდნენ. პირველად, ალბათ, იმ დღეს მომინდა ამ წრეში ყოფნა. მაშინ 12-13 წლის ვიქნებოდი. სუფრის ძალიან დიდმა კოლორიტებმა უთხრეს ბაბუაჩემს – ეს ბავშვი ჩვენია, ჩვენი ოჯახის წევრიაო. ყველამ ისე უთხრა, რომ ჯემალმაც მაგ მომენტში გადაწყვიტა ალბათ... უამრავი კარგი ამბავი მახსენდება და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე ამ საზოგადოებაში ტრიალი მოვინდომე. მათი რჩევები და სიტყვები დღესაც კარგად მახსოვს და შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებ. გურამ საღარაძე და ჯემალი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ; ბებიაჩემი და ბატონი გურამის მეუღლეც მეგობრობდნენ. 19 აგვისტოს ქალბატონი ტანიას (გურამ საღარაძის მეუღლე, – ავტორი) დაბადების დღეა. გურამი ყოველთვის ქობულეთში აღნიშნავდა ხოლმე ამ დღეს, სადაც ერთად მივდიოდით. ერთხელაც (მაშინ ქალბატონი ტანია უკვე გარდაცვლილი იყო), იუბილის აღსანიშნავად ძალიან დიდი სუფრა იყო გაშლილი. დავიღალე, თან, ცოტა გვიანი იყო. გარეთ „ტუსოვკები” იწყებოდა და რესტორანი უკვე აღარ მინდოდა.  დავტოვე ხალხი და წავედი. საერთოდ, ყველა ჩემს ცეკვაზე გიჟდებოდა და, მუსიკა რომ ჩაირთვებოდა, აუცილებლად იქ უნდა ვყოფილიყავი. როცა შეუმჩნევიათ, რომ არ ვარ, ამდგარა მთელი სუფრა. თან, პატარა ვიყავი და ამტყდარა ერთი ამბავი – ბავშვი სად წავიდაო. გამოცვენილან გარეთ და, ზოგი სად მეძებს და ზოგი – სად. მერე ბაბუას უთქვამს, სადმე „დისკოთეკაზე“ იქნებაო (იცინის). ბოლოს ჩამოიხედეს კლუბში და იქ ხალხი გაგიჟდა – რა ხდება, ბატონო ჯემალ, რა გინდათ კლუბშიო (იცინის). ჩემი შვილიშვილი იქნება აუცილებლად თქვენთანო. თვითონ ჯემალი ამ ამბავს ასე ყვება: „დაჭერილი ჰყავს (სანდროს, – ავტორი) ორმეტრიანი, ჩემსიმაღლე გოგო და ეცეკვება. უცებ გამომხედა და, მეც ისეთი გაშტერებული სახით რომ ვუყურებ – ჯერ, ამხელა ქალს ეცეკვება, მერე კიდევ, მის საძებნად მთელი სუფრა წამოვიშალეთ და გადარეულებივით ვეძებთ, – მეკითხება: რა იყო, ბაბუაო. არაფერი, სად ხარ, გეძებთ-მეთქი და, ჰო, აი, გოგოს ვეცეკვები, მაგრამ, ჩემთვის კი არა, შენთვის მინდოდაო” (იცინის). შემდეგ, წლების განმავლობაში ყვებოდნენ ამაზე ისტორიებს, ჯემალის მთელი საძმაკაცო „მეკაიფებოდა“: რა გინდა, ბავშვი ბაბუებისთვის „ნაშების“ მოსაყვანად გავიდაო.
 ჯემალს ხომ ძალიან დიდი სამეგობრო ჰყავს და მათთან ერთად ვისვენებდით „ივერიაში“. პლაჟზე დავრბოდი და ძალიან მაგარი წვიმა წამოვიდა. დავსველდი და გაწუწულ-გალუმპული მოვდივარ. ბაბუას ერთ-ერთი მეგობრის, ბატონი სულხანის მეუღლემ დამინახა, რომ სასტუმროში გაწუწული შემოვედი. ბაბუაჩემის ოთახი ჩაკეტილი იყო და თვითონ ვერ ვპოულობდი.  სულხანის მეუღლემ: სანდრიკო, შვილო, წამოდი, სასწრაფოდ უნდა გამოგიცვალოო (იცინის). წავყევი ნომერში და ჩამაცვა ბატონი სულხანის მაისური, რომელიც შემდეგ მე დამრჩა. ბაბუა ეზოშია და ჩადიო. ჩამოვედი და ესენი უკვე „გრადუსში” იყვნენ. ბატონი სულხანი „მარჩელოს“ მეძახდა ჩემი გრძელი თმის გამო და მეუბნება: მარჩელო, აი, ბაბუ, ზუსტად ეგეთი მაიკა მეც მაქვსო, – თან, ცოტა „ბლატნოი“ მეტყველება აქვს (იცინის). ვუყურებ და – თქვენ აღარ გაქვთ, ბატონო სულხან-მეთქი. მერე მაგაზე დაიწყეს, იღადავეს, უკვე გახულიგნდა, ტანსაცმლის გახდა დაგვიწყო და ტიტვლები დაგვტოვაო (იცინის). ბევრი ამბის გახსენება შეიძლება და, მინდა ვთქვა, რომ მთელი ბავშვობა ისე მაქვს გატარებული ამ ბუმბერაზ ხალხთან, რომ არასდროს არცერთი კადრი არ ამომივარდება თავიდან. დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი იმ დროში, თუმცა ეს ფანტასტიკაა და შეუძლებელია. ვგიჟდები ამ ხალხზე და, კიდევ – თბილისზე. მინდა, ყველა თბილისელი დიდი სიყვარულით მოვიკითხო.
– ერთგვარი სამადლობელივით იყო შენი მხრიდან ბაბუას გვარის დამატება.
– ამის გაკეთება ბავშვობიდან მინდოდა. ერთხელაც, ბათუმში წავედით და სანაპიროზე ანკესებით ვსეირნობდით. ერთ მხარეს ბუნგალო იდგა და იქვე დიდი სუფრა იყო გაშლილი. ანკესი რომ გადავაგდე, უკან ძლიერად გადმოვისროლე და ვიღაცას ქეჩოში მოვარტყი, კაცი კინაღამ გადმოვიყოლე. თავიდან მკაცრად მოტრიალდა, მაგრამ, ბავშვი რომ დაინახა, ცოტა მოლბა. მერე ჯემალი რომ დაინახეს, ერთი ორმოცი კაცი წამოცვივდა და – ბატონო ჯემალ, ბატონო ჯემალ, იქნებ, ერთი ჭიქა ჩვენთან ერთად ასწიოთო. ეს „ერთი ჭიქა” და „ორი წუთი” ას ჭიქად და ორ დღედ გაგრძელდა (იცინის). ძალიან დიდი პატივი გვცეს. რასაც გინდა, იმას დაადე ხელი, შენიაო, მეუბნებოდნენ და მე ყველაფერი მინდოდა (იცინის). იქიდან რომ წამოვედით, ჯემალს ვეუბნები: ბაბუ, მეც მინდა, რომ ღაღანიძე ვიყო-მეთქი – რატომღაც, მეგონა, რომ გვარის გამო იყო ეს ყველაფერი. შემდეგ ღრმად ჩამიჯდა ეს სურვილი. მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ ჯემალს მხოლოდ დედაჩემი ჰყავს და გვარის გაგრძელების პრობლემა იყო. ამიტომ გადავწყვიტე, ეს ნაბიჯი გადამედგა – მინდოდა, მადლობა გადამეხადა დიდი ამაგისთვის.
– პირად ცხოვრებაზეც გკითხავ: როგორც ვიცი, დაქორწინებული იყავი, თუმცა ეს ურთიერთობა დასრულდა...
– ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და ძალიან ბედნიერები ვიყავით. დავქორწინდით – „მევიყვანე“ ცოლი (იცინის). მანამდე ერთი წელი ვიყავით ერთად. შემდეგ შეგვეძინა ელენე, რამდენიმე წელი ერთად გავატარეთ და, სამწუხაროდ, დავშორდით. „სამწუხაროში” ოჯახის დანგრევას ვგულისხმობ, რაც ყოველთვის მტკივნეულია. როცა შვილი გყავს, ურთიერთობების ერთი ხელის მოსმით დანგრევა რთულია, თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ მყავს ეს ქალბატონი. უანგელოზესზე უანგელოზესი... მთავარანგელოზი მყავს (იცინის). უბედნიერესი ადამიანი ვარ, ის რომ მყავს. ამის გაგება ცოტა რთულია, მით უმეტეს, იმისთვის, ვინც მშობელი არაა. ლიზასი მადლობელი ვარ, რომ ასეთი ადამიანი მომივლინა. რთულია იმის თქმა, როგორი მამა ვარ. ჩემი გადასახედიდან, ისეთი ვერ ვარ, როგორიც მინდა, ვიყო. სითბოს გამოხატვა ყველა მშობელს უნდა შეეძლოს, მაგრამ მე უფრო მეტის გაკეთება მინდა მისთვის, ვიდრე ვაკეთებ.
– ახლა რა ხდება პირად ცხოვრებაში, შენსა და თამუნა მუსერიძეს შორის მართლა ხდება რამე?
– პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა. მე და თამუნა მეგობრები ვართ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მეგობარი შემიყვარდეს. ბავშვობის მეგობრებს უყვარდებათ ერთმანეთი და ძმაკაცების დები მოჰყავთ ცოლად, ამიტომ, არც მე გამოვრიცხავ არაფერს. ჯერჯერობით მხოლოდ მეგობრები ვართ. თამუნა მეგობრის ქორწილში გავიცანი, მანამდე მხოლოდ შორიდან, მისი პროფესიიდან გამომდინარე ვიცნობდი. მას შემდეგ ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.

скачать dle 11.3