კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო დაეწყო გაორებები „X ფაქტორის“ მონაწილეს, ლიზა ყენიას და რა ურთიერთობა აქვს მას წყალბურთელ გიორგი პატარიძესთან

6 აპრილს „რუსთავი 2-ზე“ კიდევ ერთხელ დაიწყო მეგაშოუ „X ფაქტორი“. მისი ერთ-ერთი კონკურსანტი ლიზა ყენიაა – ახალგაზრდა და ნიჭიერი მომღერალი, რომელსაც მენტორობას სოფო ნიჟარაძე გაუწევს.

– რატომ გადაწყვიტე „X ფაქტორში“ მონაწილეობა?
ლიზა ყენია: ამ კუთხით მეტი არაფერი ხდება საქართველოში  და სხვა რა გზაა?! „X ფაქტორის“ ამბავი რომ გავიგე, თან, „რუსთავი 2-იდანაც“ შემომთავაზეს: იქნებ მოხვიდე, იქნებ დაფიქრდეო და, მეც ვიფიქრე: ალბათ, უნდა გამომეყენებინა ეს შანსი, რომ მერე მივსულიყავი ლაივებამდე და მემღერა ფილარმონიის დიდ სცენაზე. ფილარმონიის სცენა კი ჩემთვის ყველაზე საყვარელია, სახლივით არის, მის კულისებში ვარ გაზრდილი: იქ ვჭამდი, იქ მეძინა, – შინაურული გარემოა. მაშინაც მქონდა პატარა გამოსვლები დედასთან ერთად, ჩემი ასაკის შესაფერისად, მაგრამ, მაინც უფრო კულისებში მიწევდა ყოფნა. ახლა თუ მივალ ლაივებამდე, ჩემთვის დიდი გამოცდილება იქნება. რაც მთავარია, ამ პროექტზე ბევრი ადამიანი მუშაობს, ბევრს ფიქრობენ და შემდეგ ეს შრომაც უფასდებათ ყველა კუთხით, რაც შესაბამისად, რეიტინგზეც აისახება. ჯერჯერობით უარყოფითი არაფერი დამინახავს, მაგრამ, თუ დავინახავ, ამასაც მოვყვები.
– ის წლები, როდესაც ფილარმონიის კულისებში ხშირად გიწევდა ყოფნა, იყო შენთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერიოდი?
– ის წლები მართლაც იყო ერთ-ერთი ძალიან მაგარი პერიოდი, როდესაც დიდად არ მქონდა იმის პრეტენზია, რომ სცენაზე უნდა ვმდგარიყავი, კულისებშიც ისეთი ბედნიერი ვიყავი. ყველა კულისს თავისი ინდივიდუალური ოთახი აქვს, შევვარდებოდი ხოლმე თემურ თათარაშვილთან, მერაბ სეფაშვილთან და ბედნიერი ვიყავი, ორივე ძალიან მიყვარს. იქით ლიზასთან და ნატოსთან შევრბოდი, ნატო და დედა ძირითადად ერთად იყვნენ; მოკლედ, ძალიან ბედნიერი დავრბოდი და ვამბობდი: „ეს არის ჩემი სახლი”. ყველა საგრიმიოროს თავისი აბაზანა და კარადა ჰქონდა და ამოვიჩემე – ერთხელ აქ უნდა ვიბანაო-მეთქი. დედა ჩხუბობდა – აქ როგორ უნდა იბანაოო.
– მოკლედ, ვერ აისრულე ეს ბავშვური ოცნება.
– ვერ ავისრულე. არ მბეზრდებოდა იქ ყოფნა. იშვიათად ხდებოდა, რომ დედას არ წავეყვანე და, თუ არ მივყავდი, მაშინ ძალიან ნაწყენი ვრჩებოდი; ისე ვბრაზდებოდი, მერე იმ კონცერტს აღარც ვუყურებდი.
– ზოგადად, გიყვარდა დედასთან ერთად ყოფნა?
– დედაჩემს რომ ჰკითხო – არა. ჩემი ძმები უფრო არიან დედაზე მიწებებულები. მე ერთი სული მქონდა, სადმე დავეტოვებინე ან ვიღაცისთვის მივებარებინე, დედას კი ერჩივნა, კონცერტებზე წავეყვანე. მეც მიყვარდა იქ წასვლა, მაგრამ, თუ სადმე მიდიოდა, მერჩივნა, მეზობელთან დავეტოვებინე. ოღონდ, თუ სტუმრად მიდიოდა იმასთან, ვინც მე მიყვარდა, აუცილებლად უნდა წავეყვანე.
– შენს უფროს ძმასთან როგორი ურთიერთობა გქონდა და გაქვს ახლა?
– მიუხედავად იმისა, რომ უმცროსი ძმა 9 წლის არის, მე და ის ყველაზე კარგად ვუგებთ ერთმანეთს. უფროს ძმასთან ახლა უფრო დავმეგობრდი – ალბათ, იმიტომ, რომ გავიზარდე და ისიც გაიზარდა, მანამდე მაინც პატარა ვიყავი და, ალბათ, ისიც რაღაც დონეზე მეჯიბრებოდა. ძალიან კარგი მეგობრები ვართ. უმცროსი ძმა საოცრად ჭკვიანია,  მშვიდობის მტრედია; ძალიან ძნელია მისი წყობიდან გამოყვანა. ძალით ვუშლით მე და ჩემი უფროსი ძმა ნერვებს, რადგან, კარგი გაბრაზება იცის. უფროსი ძმა ბევრ საკითხს უფრო კარგად უყურებს, ვიდრე ჩემი დაქალები. ვუყვები რაღაც ამბებს, ერთად დავდივართ კლუბში, ერთად „ვგულაობთ” მეგობრულად. არ მაქვს ის მომენტი, რომ ძმაა და რაღაც უნდა დავუმალო.
– მახსოვს, სოციალურ ქსელში დადებულ შენს ფოტოებს დიდი ამბავი მოჰყვა და ბევრი რამ იწერებოდა. ამაზე როგორი რეაქცია ჰქონდათ დედას და ძმას?
– დედას ალბათ ეწყინა, რადგან, ვიღაც ჭორიკანა ქალები, რომლებსაც თავი ჟურნალისტები ჰგონიათ, ურეკავდნენ და რაღაცეებს ეუბნებოდნენ: რას გრძნობთ, რას ფიქრობოთო. ამ თვალსაზრისით სწყინდა – რატომ უნდა მირეკავდნენ ამ თემაზეო. ამიტომაც გავბრაზდი, თორემ, ამაში გასაოცარს ვერაფერს ვხედავდი. სათაურებიდან გამომდინარეც იყო ხალხი აჟიტირებული.
– რას ელი „X ფაქტორისგან”?
– პროექტში მხოლოდ იმისთვის მიდიხარ, რომ პოპულარობა გინდა. რა თქმა უნდა, ხალხის სიყვარულის მიღება მეც მინდა, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მინდა, საკუთარი თავით ვიყო კმაყოფილი; მინდა, ჩემი ნებისმიერი გამოსვლა იყოს მაქსიმალურად კარგი, ყოველი გამოსვლა იყოს უფრო მეტად განვითარებული და, თუ მომცემენ ნებას, ჩემს გამოსვლებს გარკვეულ თემებს მივუძღვნი.
– გიყვარს ექსპერმიენტები?
– რაღაც თვალსაზრისით, მიყვარს, მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ თამამად ვაკეთებ – სიფრთხილეს ვიჩენ. სიახლეები უფრო მიყვარს და ერთფეროვანი ცხოვრება სერიოზულ დეპრესიაში მაგდებს – ერთი და იგივე რაღაცეები ჩემთვის ძალიან დამღლელია.
– სიმღერა ისე ახლოს იყო შენთან ბავშვობიდან, რომ, ალბათ, სხვა პროფესიაზე არც გიფიქრია.
– ჩოგბურთელი ვიყავი რვა წელი; ვმღეროდი კიდეც, თუმცა ეს სფერო ნაკლებად საინტერესო იყო, ვიდრე ჩოგბურთი. გარკვეული მიღწევებიც მქონდა, მაგრამ სუსტი მუხლები მაქვს და დავანებე თავი. დედა სულ მეჩხუბებოდა – წადი, ივარჯიშეო, მაგრამ, ბოლოს „მოარტყამდა“: შენ მაინც სცენაზე იდგებიო. ბალერინაც ვიყავი, თუმცა, საბოლოოდ, მგონი, სიმღერისკენ მიდის ჩემი საქმე. გაყოფილი ვარ ცოტა – ვფიქრობ, კონსერვატორიაში ჩავაბარო თუ თეატრალურში; ასაკი მაინც მიშლის – შემოტევები მაქვს გაორების. ვნახოთ, რა დამარტყამს თავში, იმედია, ფიზკულტურულზე არ ჩავაბარებ. ბავშვობაში რაღაცეებს ვიგონებდი, ჩემს გამოგონილ ენაზე ვმღეროდი და ბოლოს ბებიაჩემი კიოდა – გაიყვანეთ, ამეხადა თავიო. მერე ჩემმა ნათლიამ ელექტროპიანინო მაჩუქა და ბევრი ჟურნალისტი მოდიოდა: ლიზა ყენია საოცრად უკრავსო. მე კი იმ დროს ვიტყუებოდი – ჩავრთავდი და, ვითომ მე ვუკრავდი. კარგად ვერთობოდი, ვიფერებდი.
– რომ გისმენ, მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ, მიმიკებით, საუბრის მანერით დედასაც ჰგავხარ.
– ალბათ იმიტომ, რომ დედასთან ვიზრდები და გადმომედო. დედას რომ ჰკითხო, სუფთა მამა ვარ, ანუ, მამასავით გიჟი, ჰიპერაქტიური – ენერგოვამპირია ჩვეულებრივი. რომ ვერ დააბალანსეს ერთმანეთი, ამიტომაც არიან, ალბათ, დაშორებულები. მე საკუთარ თავში ვაბალანსებ ორივეს ხასიათს და, საბოლოოდ, მეც ძალიან გიჟი ვარ: ხან ისეთი, ხან ასეთი. ისე, შინაგანად მაინც „თხის რქა“ ვარ და ამ ზოდიაქოს მინუსად ასეთი რამ წერია: სადაც არ უნდა იყოთ, თუნდაც ძალიან მაგარ სიატუაციაში და ბევრი ფულით, შინაგანად მაინც მოწყენილი ხართო. რომ დავაკვირდი, მეც ასე ვარ – სულ მოწყენილი ვარ, თუმცა, შეიძლება შემეტყოს.
– ცოტა ხნის წინ გიორგი პატარიძესთან ერთად გადაღებული ფოტოები დადე, ერთში ჰკოცნი კიდეც მას. როგორც ჩანს, შეყვარებულები ხართ.
– ამ თემაზე, სიყვარულებზე, არ მიყვარს საუბარი. არ ვიცი, რა დავარქვა ჩვენს ურთიერთობას. არც მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და არც შეყვარებულები ვართ, უფრო დასაწყისი ეტაპი გვაქვს – ერთმანეთი რომ მოსწონთ ბავშვებს. ალბათ, ეს ყველაფერი კარგი ურთიერთობის დასაწყისია. მის გვერდით ძალიან კომფორტულად, კარგად ვგრძნობ თავს და მიხარია, როცა ერთად ვატარებთ დროს. ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს და კარგად ვეწყობით ერთმანეთს. ზოგადად, ადამიანში დიდ ყურადღებას ვაქცევ იუმორის გრძნობას. გიორგისაც კარგი იუმორი აქვს. დავაკვირდი: სულ სპორტსმენები მომწონს, საქმიანი ხალხი.
– გიორგიც სპორტსმენია?
– წყალბურთელია და მუსიკის კარგი მსმენელი და შემფასებელი.

скачать dle 11.3