კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაეხმარა სოფო ბედიას სტრესული, რთული პერიოდის გადალახვაში მიშა მესხი და სად გაატარეს მათ თაფლობის დღეები

სოფო ბედიას შემოქმედებით ცხოვრებაში სიახლეებია: ის მალე მაყურებლის წინაშე საკმაოდ საინტერესო სახით წარდგება. ასევე, მუშაობს ახალ სიმღერებზე. რამდენიმე სიმღერაც და თავის მსმენელს შეპირებულ დისკს შესთავაზებს. გარდა ამისა, სოფომ გარეგნულ იმიჯშიც გარკვეული ცვლილებები შეიტანა. ამან ის კიდევ უფრო მშვენიერი გახადა.

– სოფო, ცოტა ხნის წინ მეუღლის ამღერებაც კი შეძელი და სამომავლოდ, ამ კუთხით რამეს ხომ არ გეგმავთ?
– მიშომ კი სცადა, მაგრამ ეს გადაცემას სჭირდებოდა. სამომავლოდ ამ კუთხით არაფერს ვგეგმავთ. თუმცა, ძალიან კარგი გემოვნება აქვს და თან, მეუბნება: რაც შენ შეგხვდი და გაგიცანი, კიდევ უფრო მეტად დამეხვეწა მუსიკალური გემოვნებაო. მიშოს უფრო კლუბური მუსიკა მოსწონს, ჰაუსები და სხვათა შორის, ასეთ მუსიკაზე ძალიან ვგიჟობთ. ლირიკული სიმღერებიც მოსწონს, მაგრამ განსაკუთრებული უნდა იყოს, რომ მის სულიერებას შეეხოს. ჩემი სიმღერები უყვარს.
– შენ  მის სულიერებას ისედაც ეხები.
– ყველანაირად ვეხები მის სულიერებას.
– როგორ შეეგუე ახალ ოჯახს, ახალ ამპლუას?
– ჩვენ მანამდე, ერთი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს. თითქმის ყოველ დღეს ერთად ვატარებდით. შესაბამისად, ეს რაღაც ახალი არ ყოფილა ჩემთვის. თუმცა, თანაცხოვრება მაინც სულ სხვაა. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთგაგება. ზოგჯერ ისიც ჯიუტობს, მეც, მაგრამ ორივე მივდივართ დათმობაზე და ეს დათმობაც ისეთი უპრობლემოა. რა თქმა უნდა, ორივეს გვაქვს ჩვენი პრინციპები, შეხედულებები, მაგრამ დამთმობიც ვარ. თუმცა, შეყვარებულობის დროს უფრო მქონდა პატარ-პატარა გაბუტვების მომენტები, მაგრამ ეს 2 წამზე მეტხანს არ გრძელდებოდა. ისეთი შემორიგება იცის, უბრალოდ, უარს ვერ ეტყვი. თუ ამაში ჩემი დანაშაულებრივი წვლილიც არის, მაშინ უფრო ვაქტიურობ. 5 წუთზე მეტს არ გრძელდება ჩვენი გაბრაზება, გაბუტვა. თუმცა, ყოფილა შემთხვევა, რაღაცაზე სერიოზულად გავბრაზებულვარ, მერე, რომ გავაანალიზე, მივხვდი: ცოტა ზედმეტი მომივიდა, მაგრამ იმ დროს ერთი დღეც მიწუწუნებია და ორიც. ზოგადად ძალიან ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ ჩემი სიყვარული მოეპოვებინა. დიდი ხანი მე მას, როგორც მამაკაცს, ისე ვერ ვუყურებდი. რაღაც-რაღაც თემებიდან გამომდინარე, მამაკაცის მოდგმის მიმართ გული მქონდა გაციებული. მის მიმართ მეგობრულად ვიყავი განწყობილი, მაგრამ მიშა მესხმა იმდენი გადამატანინა მას შემდეგ, რაც მეუღლეს დავშორდი, ისე დამიდგა გვერდში, რომ მის გარეშე ვერ ვიცხოვრებდი. ღმერთმა იმ დროს მომივლინა, როცა ცხოვრებაში ძალიან სტრესული პერიოდი მქონდა და ბევრი რამის გადალახვაში დამეხმარა. თან, როცა მოუმზადებელი ხარ – ამ შენს ნაბიჯს ვინ როგორ მიიღებს, თან, თუ ცნობილი სახე ხარ, ჩნდება რაღაც ჭორები. ჩემზე არასდროს გამეგო არანაირი ჭორი და უცბად რაღაცეები ხდება. წერენ, თითქოს ღალატით დავანგრიე ოჯახი და ამან ძალიან იმოქმედა. ძალიან დიდი სტრესი დამემართა. თან, არც მინდოდა მეთქვა, რა იყო მიზეზი, რის გამოც მეუღლეს დავშორდი – ანუ ხასიათების შეუთავსებლობა, რამაც, დროთა განმავლობაში, პრობლემები გააჩინა და ასე ყველაფერი დასრულდა. ისე ვიყავი მიუჩვეველი ამ სიტუაციას, ჭორებს, რომ ხანდახან ფანჯრიდან გადახტომა მინდოდა, საშინელებები... ამ რაღაცეებში მიშო ძალიან დამეხმარა. ბევრი იბრძოლა და ეს დასაფასებელია. ძალიან ვუყვარვარ, მიყვარს და მინდა, ბოლომდე ერთად ვიყოთ. ძალიან ემოციურია, გულჩვილი, გულთბილი, საოცრად ადამიანურია. მიტინგების მიშა მესხი და სახლის მიშა მესხი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. თავის საქმეში ძალიან მებრძოლია, მაგრამ პირადში ბავშვივით არის. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რომ ის, ვინც ჩემ გვერდით არის, საზოგადოებისთვისაც მისაღები ადამიანია.
– შენთვის სიურპრიზების მოწყობაც ძალიან უყვარს.
– თვითონ ადამიანია სიურპრიზი. სიურპრიზივით გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, მაოცებდა და მაოცებს სულ. რაღაცეებს იგონებს იმისთვის, რომ მე გამახაროს. მოკლედ, ორივე ჩვეულებრივი გიჟები ვართ. მის გვერდით სულ სხვა ადამიანი გავხდი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ გყავს გვერდით და როგორ პოზიციაზე დაგაყენებს. ძალიან „ლაითები“ ვართ, არაფერს ვაპრობლემებთ და რაც მთავარია, მე მას მივყვები, ის კი მე მომყვება.
– მახსოვს, ადრე მითხარი: ძალიან რთულია, როცა ყველაფერი შენი გასაკეთებელი, შენი საზრუნავია – კაციც შენ ხარ და ქალიცო. ახლა დარწმუნებული ვარ, ასე არ იქნება.
– წინა ცხოვრებაში ეს ჩემი რეალობა იყო. ყველაფერს მე ვაკეთებდი. იმდენად ვიყავი მოკლებული მამაკაცურ ყურადღებას, რომ მერე, მიშას რომ ვხვდებოდი და ყურადღებას იჩენდა, ვამბობდი: „რა დღეში ხარ შენ”. მეგონა, კაცი ვიყავი და ყველაფერი მე უნდა გამეკეთებინა. ახლა მოვეშვი, კედელია, მივეყუდე. მაშინ მეგონა, თუ მოვეშვებოდი, წავიქცეოდი. მიშასთან ურთიერთობისას დეტალებში ვაკვირდებოდი: როგორ მიიღებდა ჩემს შვილს, ჩემი შვილი როგორ მიიღებდა მას. საოცრად უყვარს მიშას ბავშვები, ძმიშვილები ჰყავს და ისეთი ბიძაა, მოსიყვარულე. ჩემს შვილს შემიძლია გადავყვე, მაგრამ ოთხზე ვერ დავდგები და ვერ ვითამაშებ. მიშოს არ ეზარება, ეს ორმეტრიანი კაცი გაგორდება, ოთხზე დადის და თამაშობს მასთან ერთად. ჩემს შვილს რომ უყვარს და ჩემი შვილი რომ უყვარს – ეს უმთავრესია.
– ერთმანეთის ცხოვრების წესიც, ალბათ, გარკვეულწილად შეცვალეთ?
– კი. მაგალითად, მე არ დავდიოდი კლუბში. ახლა, რაც მიშა მესხია ჩემს ცხოვრებაში, ყოველდღე არა, მაგრამ კვირაში, ორ კვირაში ერთხელ დავდივართ კლუბში, ვერთობით. ზოგადად, სოფო ბედიაში ცხოვრობდა გიჟი ქალი, რომელიც მიძინებული იყო და ახლა გაიღვიძა – ასე გიჟურად ვცხოვრობთ.
– გეგმაში გექნებათ ბავშვის ყოლა, თან, მიშას ასე ჰყვარებია ბავშვები.
– რა თქმა უნდა, გვაქვს გეგმაში. წინ რაღაც პროექტია და ამის მერე ვგეგმავთ. ორივეს ძალიან გვინდა. ახალი სიცოცხლე ყველაზე მთავარია და აუცილებლად იქნება. გაგებით ეკიდება ჩემს პროექტებს და ეს აუცილებლად იქნება დაგეგმილი ორსულობა.
– რაც შეეხება შენს ფორმას, არაჩვეულებრივად გამოიყურები. პირად საუბარში მითხარი: იმიჯი შევიცვალე, დეკოლტეს ხშირად აღარ ვიცვამო, თუმცა ჩვენთვის დაუშვი გამონაკლისი. ამაში გარკვეულწილად მიშას ხელიც ურევია?
– მადლობა. არ ვვარჯიშობ, უბრალოდ, ისეთი ცხოვრების რიტმი მაქვს, სულ ტონუსში ვარ. ცოტა ხნის წინ ისრაელში ვიყავი. ბატონმა მოშემ და მისმა ულამაზესმა ოჯახმა პატარა საჩუქარი გაგვიკეთა: მიშაც დაპატიჟეს. მინი თაფლობის თვე, უფრო თაფლობის დღეეები გამოგვივიდა. იქ ისეთი გემრიელი საჭმელები იყო, ცოტა გასუქებულები ჩამოვედით და მერე მე დიეტაზე დავჯექი, მოვდივარ ისევ ფორმაში. რაც შეეხება დეკოლტეს, ძალიან მიყვარს. ერთხელ, შეყვარებულობის პერიოდში, მივდიოდით მიშას მეგობრის დაბადების დღეზე. ძალიან ღრმა დეკოლტე მეცვა, დგას და მიყურებს: შენ სულ ასე იცვამდიო. ოჰ, ახლა პირველად დამინახე, სულ ასე არ დავდივარ-მეთქი. ცოტა, რომ აიწიო ან ბულავკით რომ შეიკრაო. გამეცინა, თუმცა მერე მივხვდი, ეწყინა და ცოტა დავაპატარავე დეკოლტის ზომა. სცენაზე, რა თქმა უნდა, არ არის პრობლემა.
– ეს ახალი იმიჯი შენს სახეზეც, ნაკვთებზეც აისახა, ძალიან ლამაზად გამოიყურები და გიხდება ცვლილებები.
– ძალიან მომწონს მეც ეს ცვლილებები. მიშოსაც ძალიან მოსწონს და ეს არის ჩვენთვის მთავარი.

скачать dle 11.3