კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენჯერ გაიზარდა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ მედეა ვასაძის სახელფასო შემოსავალი 2012 წლის არჩევნების შემდეგ

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მედეა ვასაძე 1953 წელსაა დაბადებული და აჭარის ავტონომიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ პარტიული სიით მოხვდა. უმაღლესი განათლება თსუ-ში მიიღო, იურიდიული ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე (დაამთავრა 1988 წელს). მისი სამუშაო გამოცდილება 1970 წელს დაიწყო ბათუმის მანქანათმშენებელ ქარხანაში (სკოლის დამთავრებისთანავე), ოსტატად. 1971 წლიდან 1976-მდე ბათუმისა და თბილისის საგამოძიებო იზოლატორის სპეცნაწილის ინსპექტორი იყო. 1976-1980 წლებში – ხელვაჩაურის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს იურიდიული ჯგუფის უფროსი. 1980 წელს თბილისის გლდანის რაიონის საზკვების ტრესტის იურისტად დაინიშნა, 1982 წელს – ხელვაჩაურის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანების იურიდიული ჯგუფის უფროსად. 1984 წელს ხელვაჩაურის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანებაში გადავიდა და მუშაობდა თავდაპირველად გაერთიანების თავმჯდომარის თანაშემწედ, მოგვიანებით – კადრებისა და სპეცმუშაობის განყოფილების უფროსად. 1991 წლიდან 1994-მდე აჭარის სოფლის მეურნეობის პროდუქტების დამზადებისა და გადამმუშავებელი მრეწველობის სამმართველოს კადრების განყოფილების უფროსი იყო. 1994 წელს აჭარის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს სამართლებრივი მომსახურების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი გახდა. 1995 წლიდან მის შრომით ბიოგრაფიაში წყვეტაა. თუმცა 2008 წელს ხელვაჩაურის რაიონის 83-ე საოლქო-საარჩვენო კომისიის წევრი იყო, 2006 წლიდან 2012-მდე კი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ადვოკატი გახლდათ. 2012 წლის 28 ოქტომბრიდან მედეა ვასაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია.
შესაბამისად, მის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2012 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო როგორც  აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა და ოჯახის წევრად მიუთითა შვილი – 1988 წელს დაბადებული ქეთევან ბაგრატიონი; უძრავ ქონებად – საცხოვრებელი ბინა ბათუმში (30 კვ. მ. ფართობის), მოძრავ ქონებად კი – 2008 წლის მსუბუქი ავტომანქანა NISSAN QASHQAI. რაც შეეხება შემოსავლებს: 2011 წლის განმავლობაში მედეა ვასაძემ, როგორც ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატმა, 4 500 ლარი აიღო.
2013 წელს ქ-ნმა ვასაძემ დეკლარაცია იმავე ამპლუაში შეავსო, თუმცა ოჯახის წევრებად მიუთითა ქალიშვილი და მეუღლე – 1960 წელს დაბადებული შალვა ჯინჭარაძე.
ოჯახის უძრავ ქონებას შეემატა საცხოვრებელი ბინა ბათუმში, თამარის დასახლებაში (140 კვ. მ. ფართობის), რომლის 45 პროცენტსაც ფლობს შალვა ჯინჭარაძე.
2012 წლის ოქტომბრამდე, მედეა ვასაძემ, როგორც ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატმა, 1 735 ლარი აიღო; როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ – ორ თვეში 9 048 ლარი; შალვა ჯინჭარაძემ კი, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსმა – 6 159 ლარი.
2013 წელს მედეა ვასაძეს „ვი თი ბი ბანკიდან“ ორი სესხი აუღია – 37 000 და 38 000 აშშ დოლარის ოდენობის.
ბოლო დეკლარაცია მედეა ვასაძემ 2015 წელს შეავსო. უცვლელია მისი ოჯახის წევრთა, უძრავი და მოძრავი ქონების ოდენობა; სამაგიეროდ, საგრძნობლადაა გაზრდილი ოჯახის შემოსავლები. კერძოდ: 2014 წლის განმავლობაში, მედეა ვასაძემ, როგორც  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ხელფასის სახით 56 400 ლარი აიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსმა – 37 170 ლარი, თუმცა ქ-ნმა ვასაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ მათი ოჯახი ქმრის ხელფასზე ცხოვრობს.
2014 წელს მედეა ვასაძეს ბანკის სესხების მომსახურება 20 000 აშშ დოლარამდე დაუჯდა.

скачать dle 11.3