კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰუმანიზმი – რუსულად

ანუ „ყველა დასახვრეტია“

ვიდრე ჩვენ ვცდილობთ, ავუხსნათ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომ სხვისი მიწების დაპყრობა ცუდი საქციელია, ოღონდ ვერაფრით ვახერხებთ მის დარწმუნებას (ვერც ჩვენ და ვერც ჩვენი მეგობარი უკრაინელები), რფ-ში გამოკითხვა ჩატარდა და გაირკვა, რომ რუსეთის გამოკითხულ მოქალაქეთა 45 პროცენტი სავსებით ამართლებს იოსებ ბესარიონის ძე სტალინის მიერ ჩატარებულ რეპრესიებს და ამ რეპრესიებით გამოწვეულ მსხვერპლს. – .
ამ მონაცემებში საინტერესო დინამიკაა: 2012 წელს რუსეთის მოქალაქეთა მხოლოდ 25 პროცენტს მიაჩნდა რეპრესიების მსხვერპლი აუცილებელ ხარკად საბჭოთა ხალხის მიერ „დიადი მიზნების“ მიღწევისთვის, 60 პროცენტი გადაჭრით გმობდა; რუსეთის მოქალაქეთა 39 პროცენტი დადებითად იყო განწყობილი სტალინისადმი, 30 პროცენტი – პატივისცემით, 2-2 პროცენტი კი სიმპათიითა და აღფრთოვანებით; 20 პროცენტს ბელადი ნეგატიურ ემოციებს აღუძრავდა; 9 პროცენტს ის აღიზიანებდა, 6-ს – ეშინოდა, ხოლო 5 პროცენტს – სძულდა.
2015 წელს, შეკითხვაზე – ამართლებს თუ არა მსხვერპლს სტალინის პერიოდის დიადი მიზნები და შედეგი – 45-მა პროცენტმა თანხმობით უპასუხა, თუმცა, საბედნიეროდ, 41 პროცენტი დარწმუნებულია, რომ ამის გამართლება შეუძლებელია. მეტიც, თუკი 2012 წელს სტალინისთვის ძეგლის დადგმის მომხრე გამოკითხულთა 24 პროცენტი იყო, 2015-ში ეს მაჩვენებელი 37 პროცენტამდეა აწეული.
მართალია, 41 პროცენტი გულს გვიმშვიდებს, მაგრამ 45 პროცენტი გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ მათ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, ვერაფრით შევასმენთ, თუ რატომ არ შეიძლება სხვისი ტერიტორიის მითვისება, თუმცა, მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ მათი სტალინისადმი სიყვარულს და იმასაც დავამატებთ, ჩვენ რომ არა, იგი არ იშვებოდა, ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებას კომპენსაციის სახით მაინც არ ვიმსახურებთ?!  –

скачать dle 11.3