კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„დამოუკიდებლობის“ როლში

მთავარია – გაგება

იმ მიზეზით, რომ აფხაზეთის „პარლამენტი“ როლშია (ან კი როგორ არ იქნება, როდესაც ფული მუქთად მოსდით კრემლიდან, თავად კი სახელმწიფობანას თამაშობით ერთობიან?!), სულ ახლახან აფხაზ „დეპუტატთა“ დელეგაცია მოსკოვის პატრიარქ კირილს ეწვია, არც მეტი, არც ნაკლები, აფხაზეთის ეკლესიის სტატუსის გასარკვევად.
როგორც ერთ-ერთი „დეპუტატი,“ ვიაჩესლავ აგრბა იტყობინება, ვიზიტის მიზანი იყო, გაერკვიათ, რას ფიქრობს პატრიარქი კირილი აფხაზეთის ეპისკოპოსის დანიშვნაზე.
როგორც ჩანს, რუსეთის პატრიარქს ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხი არ გაუცია, ვინაიდან აფხაზური „დეპუტაცია“ შემოიფარგლა შემდეგი განმარტებით: პატრიარქი კირილი ამ საკითხს გაგებით მოეკიდა და განაცხადა (მომყავს პატრიარქ კირილის ციტატა): „საბოლოოდ, აფხაზეთის ეკლესიის ბედი აფხაზ საზოგადოებაზეა დამოკიდებული“.
აქედან გამომდინარე კი, აფხაზმა „პარლამენტარებმა“ დაასკვნეს, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთის ეპისკოპოსს მაინც დანიშნავს. ხელის შემშლელი მხოლოდ აფხაზეთის სასულიერო პირებს შორის არსებული განხეთქილება ყოფილა და აფხაზ საზოგადოებას არწმუნებენ, რომ, როგორც კი ერთიანი პოზიცია იარსებებს (შეგახსენებთ, აფხაზეთში სასულიერო პირების პრიორიტეტები დაქსაქსულია: ნაწილი მსოფლიო პატრიარქის წყალობას, ფარს ეძებს, ნაწილი – რუსეთისას, რეალურად კი, აფხაზეთის ეპარქია საქართველოს ეკლესიის ნაწილია), ეს საკითხიც მოგვარდებაო.
იმის გათვალისწინებით, რომ თვით რუსეთის ეკლესიასაც უწევს საეკლესიო კანონების დაცვა, საქართველოს პატრიარქის თანხმობის გარეშე აფხაზეთის ეპისკოპოსის დანიშვნა, წესითა და რიგით, გამორიცხულია. თუმცა სავსებით გასაგებია ჩვენი სეპარატისტების მოტივები: აფხაზეთის მოსახლეობის უმეტესობა კერპთაყვანისმცემელია (რასაც არც თავად მალავენ და იმასაც ამატებენ, რომ ქრისტიანობა და მუსლიმანობა მხოლოდ საფარველია, რეალურად, ჩვენი წინაპრების რელიგიას დავუბრუნდითო). ხოლო, თუკი აფხაზების დიდი ნაწილის ისტორიული რელიგია კერპთაყვანისმცემლობაა, აფხაზეთის ტერიტორიაზე ქრისტიანული ეკლესიების სიჭარბე მხოლოდ ქართული მოსახლეობის ყოფნის დასტურია. –

скачать dle 11.3