კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადაწყვიტეს ერთმანეთისგან დასვენება დეა არაყიშვილმა და მისმა მეუღლემ და როგორ ინარჩუნებენ ისინი კარგ და ცივილურ ურთიერთობას

„მის საქართველოს“ – დეა არაყიშვილის ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი სიახლეა. რაც მთავარია, მან გადაწყვიტა, მთელი დრო პროფესიული კარიერის განვითარებას დაუთმოს, რადგან მისთვის სწავლა და მუშაობა ყოველთვის ყველა საქმეზე, მათ შორის, მოდელობაზეც, პრიორიტეტული იყო. დეამ საბოლოოდ თქვა უარი სამოდელო კარიერაზე, მაგისტრატურაში განაგრძო სწავლა სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის განხრით, რადგან სწორედ ამ კუთხით აპირებს მომავალში მუშაობის გაგრძელებას. 

დეა არაყიშვილი: დიდად არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოხვედრა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ნაკლებად მომწონს ასეთი რაღაცეები. ამიტომ, ვცდილობ, ჩრდილში ვიყო – ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. ამ ეტაპზე ასე მირჩევნია და ვნახოთ, მერე რა იქნება, ყოველი ეტაპის მიხედვით მეცვლება ხასიათი: იყო დრო, როცა ძალიან აქტიურად ვცხოვრობდი, თითქმის ყველგან მე ვიყავი, ყველა თავშეყრის ადგილას და, მერე, უცებ, აღარ გავდიოდი არსად, არ მინდოდა ბევრი ხალხის დანახვა – ეს იყო ჩემს ცხოვრებაში დიდი, რადიკალური ცვლილება.
– თან, იმ პერიოდში შეყვარებული იყავი, ოჯახი შექმენი.
– ალბათ, ესეც იყო – სხვა არავინ და არაფერი მაინტერესებდა. ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ეს არასწორი იყო. მაგრამ, როცა გრძნობებს ხარ აყოლილი, ნაკლებად აზროვნებ რაციონალურად. მერე, როდესაც ამ ყველაფერს ცივი გონებით აანალიზებ, ხვდები, რომ ეს არასწორია. ცხოვრებაში ყველაფერს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს – კარიერასაც და პირადსაც, ერთი მეორეს არ უნდა შესწირო. მე ეს შეცდომა დავუშვი: ერთს გადავაყოლე მეორე. მაგრამ იმ პერიოდში არ ფიქრობ ამაზე, რადგან გულით აზროვნებ და არა გონებით. ხედავ, აანალიზებ, მაგრამ, მაინც ხუჭავ თვალს, რადგან გრძნობები გიშლის ხელს. თან, მე იდეალისტი ვარ, ვცდილობ, ადამიანში ისეთი რაღაც დავინახო, რაც მე მინდა და არა ის, რაც სინამდვილეშია. ეს ცუდი თვისებაა, რადგან ილუზიებში ცხოვრობ და მერე ხვდები, რომ სულ სხვა სიტუაცია გეგონა და სულ სხვა სიტუაციაში აღმოჩნდი, რაც ხელს გიშლის; ამიტომ, ვცდილობ, გამოვასწორო, მაგრამ, ნაკლებად გამომდის. არადა, ადამიანი ისეთი უნდა მიიღო, როგორიც რეალურად არის და მასში არ უნდა ეძებო ის, რაც გინდა, რომ ჰქონდეს, არ უნდა გააიდეალო.
– კიდევ რა მიგაჩნია შენს შეცდომად?
– ყველაზე დიდ შეცდომად მიმაჩნია ის, რომ ჩემს პირად ცხოვრებას შევწირე კარიერა. არცერთ ქალს არ ვურჩევ ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას. ცხოვრებაში ორივეს თანაბარი დრო უნდა დაუთმო. ღირსეული ადამიანი, რომლისთვისაც ფიქრობ კარიერის შეწირვას, ამას არ დაუშვებს. არც მოითხოვს და შენი სურვილის შემთხვევაშიც კი არ დათანხმდება ამას. არარეალიზებული არც ქალი უნდა უნდოდეს კაცს და არც კაცი – ქალს. თუმცა, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამას ხელს უწყობენ. სამწუხაროდ, მე ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი. მაშინ ძალიან ბევრი შემოთავაზება იყო უცხოეთიდან, შემეძლო, სამოდელო კარიერაში ისეთი წარმატებისთვის მიმეღწია, რისთვისაც ბევრს არ მიუღწევია, მაგრამ, ჩემი ნებით ვთქვი უარი.
– ალბათ, მაშინ ეს ყველაფერი ვერ გაითვალისწინე ასაკის, გამოუცდელობისა და, ასევე, პირველი სერიოზული გრძნობის გამო.
– 20 წელი არც დიდი ასაკია და არც პატარა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მე მაშინ უფრო პატარა ვიყავი, 16 წლის ბავშვივით. სხვანაირად ვიყავი გაზრდილი – მშობლებზე დამოკიდებული, ძალიან ბავშვური, ამიტომ, რაღაცეებზე ქალურად ფიქრი გამიჭირდა. თან, ოჯახის წევრებზე ასეთი დამოკიდებულების შემდეგ, ერთი დასაყრდენი მეორემ ჩაანაცვლა, ანუ, უკვე მეუღლეზე გავხდი ანალოგიურად დამოკიდებული. ესეც არ არის კარგი თვისება და არ მომწონს არავისში.
– თქვენი ურთიერთობა რომ გაგრძელებულიყო, მაშინაც ასე იფიქრებდი?
– ალბათ, მაინც ვიფიქრებდი. რაც უნდა იდეალური პირადი ცხოვრება გქონდეს, ნებისმიერ ადამიანს საკუთარი თავის რეალიზებისთვის სჭირდება კარიერა; თუნდაც იმისთვის, რომ არასრულფასოვნების კომპლექსი არ გაგიჩნდეს; მინიმუმ, საკუთარი თვითშეფასება აიმაღლო და დრო სისულელეებში არ დახარჯო. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა, საკუთარი თავის თვითრეალიზება მოახდინო მოწესრიგებული პირადი ცხოვრების დროსაც კი და, ცუდის – მით უმეტეს.
– როგორც მახსოვს, იმ პერიოდში სწავლაზე, კარიერულ წინსვლაზე იყავი ორიენტირებული.
– „მის საქართველოს” ტიტულსაც არ შეუცვლია ჩემთვის პრიორიტეტები. კონკურსის პერიოდში ლექციასაც კი არ ვაცდენდი, სულ სწავლაზე ვიყავი გადართული. მაგრამ, პირადმა ცხოვრებამ მაინც გადაწონა: რაც ვერ გააკეთა „მის საქართველომ“, ამან გააკეთა – დამავიწყა ყველაფერი. მადლობა ღმერთს, რომ დროზე მოვეგე გონს.
– ბოლოს რომ ვისაუბრეთ, ძალიან იყავი შეყვარებული და, ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად მიდიოდა.
– ამ გრძნობისადმი ზოგადად სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, არ მეგონა, ასეთი გრძნობა ნამდვილად თუ არსებობდა. დიდი მადლობელი ვარ იმ ადამიანის, რომ ასეთი დიდი გრძნობა გამოვცადე. მის მიმართ დღესაც არ მაქვს ცუდი დამოკიდებულება. ორივემ ერთად მივიღეთ დაშორების გადაწყვეტილება. ჯობდა, ცალ-ცალკე გაგვეგრძელებინა ურთიერთობა, რადგან ერთმანეთს ვღლიდით, ვაწვალებდით. როცა ურთიერთობა ინგრევა, არასდროს ერთი მხარე არ არის დამნაშავე, ცუდიც და კარგიც ორივესგან იყო და, გადავწყვიტეთ, ცალ-ცალკე გვეცხოვრა, ვიდრე ერთმანეთი ცხოვრების ბოლომდე გვეწვალებინა, რაც ხშირად ხდება ქართულ ოჯახებში. ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ და ამიტომ ცივილურად დავასრულეთ ჩვენი ურთიერთობა.
– ალბათ, არ იქნებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი.
– ძალიან რთული იყო და დღემდე მძიმეა ჩემთვის, ბოლომდე გაანალიზებაც მიჭირს. როცა მთელი ცხოვრების გეგმები დაწყობილი გაქვს და მერე ინგრევა, ჰაერში გამოკიდებულის შეგრძნება ჩნდება – ვერ ვხვდებოდი, მის გარეშე როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება. მაგრამ, ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ის ტკივილი არ რჩება, ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე დაღივით არის, თუნდაც იმის გამო, რომ საკუთარი დანაშაულის შეგრძნება არ გტოვებს: „იქნებ სხვანაირად ყოფილიყო”... ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენი ურთიერთობის გადასარჩენად, უცებ არ მიგვიღია ეს გადაწყვეტილება. სამი წელი გვქონდა ოჯახი, ორივე დიდხანს ვცდილობდით ამ ურთიერთობის გადარჩენას, მაგრამ, აზრი აღარ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთგვარი ტრაგედიაა, გარკვეულ გამოცდილებას იძენ, რასაც შემდეგში აუცილებლად გაითვალისწინებ. ყოველთვის ვეცდები, არ დავუშვა ის შეცდომები, რაც წინა ურთიერთობის დროს დავუშვი. ვმუშაობ საკუთარ თავზე, რომ ჩემი ცუდი თვისებები და შეცდომები გამოვასწორო – ამ მხრივ ცოტა მწარე, მაგრამ, კარგი გამოცდილება იყო. იმდენი დრო დავუთმე პირად ცხოვრებას, რომ ახლა მირჩევნია, კარიერას მივხედო, ამიტომ ამ ეტაპზე ტაიმაუტი მაქვს აღებული – არავინ და არაფერი აღარ მაინტერესებს.
– მშვენიერ ფორმაში ხარ. როგორც ვიცი, აქტიურად ვარჯიშობ.
– სპორტით ყოველთვის ვიყავი დაკავებული, მაგრამ ახლა ეს უკვე ჩემი ცხოვრების წესია და ამის გარეშე არ შემიძლია. ყოველდღიურად ვვარჯიშობ, თან, დიდი დატვირთვით და ეს ყველას უკვირს. ეს არის ის, რასაც დიდი სიამოვნებით ვაკეთებ – ერთგვარი რელაქსია ჩემთვის.

скачать dle 11.3