კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

გარეგნობის გამო მშობლებს არ ვუყვარვარ
ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ და, წესით, სიცოცხლე უნდა მიხაროდეს, მაგრამ, პირიქით, იმდენად უინტერესოდ და მოწყენილად ვცხოვრობ, ჩემთან მეგობრობაც კი არავის უნდა – ყველას თავი მოვაბეზრე ჩემი დეპრესიებითა და უხასიათობით. თუმცა, ეს ჩემი ბრალი არ არის. ანუ, თავისთავად უხასიათო და დეპრესიული კი არ ვარ, ასე იმიტომ მემართება, რომ 16 წლის ისე გავხდი, ჯერ არცერთ ბიჭს არ უთქვამს ჩემთვის, მომწონხარ და შევხვდეთო. ისე, სიმართლეს თუ გავუსწორებ თვალს, მე რომ ბიჭი ვიყო, არც მე მომეწონებოდა ჩემნაირი გოგო. არ ვიცი, რატომ ვერ გაიმეტა ღმერთმა ჩემთვის გარეგნობა. კოჭლი და კუზიანი კი არ ვარ, მაგრამ, ზუსტად ისეთი ვარ, რომ იტყვიან, უშნო გოგოაო: არც ტან-ფეხი მივარგა და არც სახე. თან, ბოლო ორი წელია, ძალიან გავსუქდი და სახეზეც გამომაყარა. აბა, ასეთი ვის მოეწონება?! ვყავდი დედაჩემს ექიმთან და გვითხრეს, ნივთიერებათა ცვლა აქვს დარღვეულიო და მკურნალობა და დიეტაც დამინიშნეს. მაგრამ, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და ნერვები არ მყოფნის, რომ ყველაფერი შევასრულო და ბოლომდე მივიყვანო. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ, ვგრძნობ, ჩემი გარეგნობის გამო მშობლებსაც არ ვუყვარვარ ისე, როგორც შვილი უნდა უყვარდეთ. ყოველ შემთხვევაში, ჩემი დები აშკარად უფრო უყვართ და ეს ნამდვილად არ მეჩვენება. აბა, რა ჰქვია მათ საქციელს, როცა არც სტუმრად უნდათ ჩემი წაყვანა და არც ტანსაცმლის ყიდვით იკლავენ თავს – ამას მაინც არფერი უხდებაო. მოკლედ, გარეგნობის გამო ყველამ გამინაპირა, შინაურმაც და გარეულმაც. კლასშიც მარტო ვზივარ მერხთან – ჩემ გვერდით დაჯდომაც კი არ უყვართ ბავშვებს. გოგოები საერთოდ მიბზუებენ ცხვირს, ბიჭები კი მხოლოდ მაშინ მელაპარაკებიან, როცა დავალების გადაწერა უნდათ ან როცა ფულს მთხოვენ. იციან, რომ ხუთ ლარამდე თანხა ყოველთვის მაქვს და უარს არ ვეტყვი. აი, ასე ვცხოვრობ 16 წლის გოგო, ამის გამო გავხდი დეპრესიული და თითქმის ყოველ ღამით, როცა ყველა იძინებს, ქვითინით დავტირი საკუთარ ბედს. აშკარად კი, ცრემლს არავის ვაჩვენებ, უბრალოდ, ვზივარ ჩემს ოთახში მარტო, მოწყენილი და ვცდილობ, ჩემი დანახვით არავინ გავაღიზიანო.
მაგრამ, ერთხელ მაინც წამადგა თავს ჩემი და მაშინ, როცა გულამოსკვნილი ვტიროდი და, მგონი, ცხოვრებაში პირველად შევეცოდე გულწრფელად. როგორც იქნა, დამამშვიდა და მითხრა, დარდსა და ტირილს, გირჩევნია, ყველაფერი დაიცვა, რაც ექიმებმა გითხრეს და მერე თვითონ ნახავ, რომ არავისზე ნაკლები გოგო არ ხარო. მისმა ასეთმა თანაგრძნობამ, ცოტა იმედი ჩამისახა გულში და გადავწყვიტე, მაქსიმალურად ვეცადო, რომ გავხდე. ექიმის თქმით, გახდომის შემდეგ გამონაყარიც გაივლისო. ერთადერთი, იმის მეშინია, ვაითუ მიმტყუნოს ნებისყოფამ, ისევ დეპრესია მომეძალოს და ყველაფერზე ჩავიქნიო ხელი.
კატო, 16 წლის.

скачать dle 11.3