კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააბნია და ატირა ნანა ჯორჯაძემ პიერ რიშარი საკუთარ დაბადების დღეზე

დაიბადა თბილისში, დაამთავრა სამუსიკო სკოლა,  თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი და თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მისი, როგორც მსახიობის დებიუტი შედგა ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”. რეჟისორის ამპლუით კი ფართო საზოგადოების წინაშე წარდგა 1978 წელს, ფილმით „მოგზაურობა სოპოტში”. ამას მოჰყვა „რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა” (კანის კინოსფესტივალზე „ოქროს ვიდეოკამერა” მიიღო). 1990-იან წლებში ის სამუშაოდ საფრანგეთში გადავიდა და იქ რამდენიმე ფილმი გადაიღო: „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“,  „ზაფხული ანუ 27 დაკარგული კოცნა”, „მეტეოიდიოტი”… იყო სან-სებასტიანის, თელ-ავივის, კანის, პოტსდამის, კარლოვი-ვარის, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის წევრი. წელს რეჟისორი სოფიის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა.  
დღეს ნანა ჯორჯაძის დღიურებიდან ერთ გამორჩეულ გვერდს შემოგთავაზებთ, რაც მის ფილმს,  სახელწოდებით – „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი” უკავშირდება. ნანა ჯორჯაძემ ის 1995 წელს თავისი ყოფილი მეუღლის, ირაკლი კვირიკაძის სცენარით გადაიღო. ეს პირველი ქართული ფილმია, რომელიც ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე, „ოსკარზე” იქნა წარდგენილი. მაშინდელი ბიუჯეტის მიხედვით, ფილმი 400 ათასი დოლარი დაჯდა. ყველაზე მთავარი და საინტერესო კი ის არის, რომ ნანა ჯორჯაძე ერთადერთი ქართველი რეჟისორი ქალია, რომელმაც თავის ფილმში მსოფლიო კინოს ვარსკვლავის, ფრანგი კომიკოსი მსახიობის პიერ რიშარის მთავარი როლის შესრულებაზე დათანხმება შეძლო. რიშარს პარტნიორობას უწევდნენ კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, რამაზ ჩხიკვაძე და იმჟამად არაცნობილი, დღეს უკვე საფრანგეთში მცხოვრები კინოდოკუმენტალისტი ნინო კირთაძე. არ გამოტოვოთ ქართველი რეჟისორი ქალბატონის ლამაზი დღეები. წარმოსახვაში თქვენ აუცილებლად მასთან ერთად აღმოჩნდებით გადასაღებ მოედანზე.                
„ჩემს მეუღლეს, ირაკლი კვირიკაძეს, დაწერილი ჰქონდა მოთხრობა ფრანგ მზარეულზე, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა. როცა საქართველოში ჩამოვიდა, რესტორანი გახსნა, შემდეგ შეხვდა ქართველ ქალს, შეუყვარდა და საცხოვრებლად საქართველოში დარჩა. ბოლოს თავისი რესტორნის სხვენზე კვდება. მის ცნობილ რესტორანში სპეციალურად ჩამოდიოდნენ ჩერჩილი, შალიაპინი და სხვა დიდი პიროვნებები. ეს იყო მოთხრობა იმის შესახებ, თუ რა მოიტანა რევოლუციამ და რა ტრაგედია დაატრიალა კონკრეტული ადამიანების ცხოვრებაში... 
ყველაფერი სპონტანურად მოხდა. პიერ რიშარს საფრანგეთში კანის ფესტივალზე შევხვდი. რესტორანში გამართულ ვახშამზე შემთხვევით აღმოვჩნდით გვერდიგვერდ და გავესაუბრე. როცა ვკითხე, ხომ არ გინდათ, კომიკოსმა მსახიობმა დრამატული როლი ითამაშოთ-მეთქი, მიპასუხა რატომაც არა, მაგრამ, არავინ მთავაზობს; თუ შემომთავაზებთ, სიამოვნებით ვითამაშებო. სიუჟეტი მოვუყევი, ძალიან მოეწონა და დამთანხმდა. საქართველოში რომ ჩამოვედი ინტერნეტით სულ მწერდა, სცენარი დროულად მომაწოდეთ და გადაღებები დავიწყოთო. სასწრაფოდ დავიწყე ფინანსების მოძიება. საფრანგეთმა და გერმანიამ დამაფინანსეს. მაშინ როგორი დრო იყო საქართველოში, ყველამ იცის – არაფერი არ გაგვაჩნდა, ქუჩაში გასვლაც კი საშიში იყო და ჩვენც გაგვიჭირდა, მაგრამ ფილმი მაინც გადავიღეთ. ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ნინო კირთაძე, ქუჩაში ვიპოვე, ტრანსოპრტში. რომ ჩამოვედი, ვთხოვე, ჩემს ფილმში მიეღო მონაწილეობა. რიშარს იმდენად მოეწონა სცენარიც და ჩვენთან მუშაობაც, ისე შეუყვარდა საქართველო, ყველაფერზე თანახმა იყო. საერთოდ არ გაუჭირდა კომიკური სახიდან დრამატულზე გადასვლა. ამის შემდეგ მან ჩემს მეორე ფილმში – „27 დაკარგული კოცნა” – ასევე დრამატული როლი, კაპიტანი ითამაშა, რომელმაც დაკარგა ზღვა და მას თავისი გემით ეძებს.
პიერი ნიკოლაძის ქუჩაზე, პატარა კერძო სასტუმროში დავაბინავეთ, ხოლო ფრანგული ჯგუფი – სხვა სასტუმროში. ფილმს ხუთი კვირის განმავლობაში ძირითადად თბილისის ქუჩებში, ბიბლიოთეკასა და მაშინდელ პიონერთა სასახლეში ვიღებდით. პატარა გასვლებიც გვქონდა – ანანურში, მცხეთაში, ქვათახევში. არაჩვეულებრივი, უბრალო, იუმორით სავსე, ყურადღებიანი ადამიანია. სულ გელაპარაკება, გისმენს, რას ეტყვი, ბავშვივით მორჩილია. თვითონაც გვთავაზობდა თავის ვარიანტებს, მაგრამ, სულ ცდილობდა, ყველაფერი ისე გაეკეთებინა, როგორც მე მსურდა. უცებ აითვისა ქართული სიტყვები. შესანიშნავად მღეროდა და ცეკვავდა ქართულად. ერთი სცენა იყო, რომელსაც ოპერაში ვიღებდით: შესვენების დროს ჩვენი მსახიობები სიგარეტის მოსაწევად დერეფანში გავიდნენ და, ვინაიდან თეატრში არაჩვეულებრივი აკუსტიკაა, სიმღერა დაიწყეს. სცენაზე რაღაც იყო მოსამზადებელი. ამ დროს პიერი გამოვიდა და მეუბნება – ნანა, ყველაფერი მზად არის და, მოდი, გადაღება გავაგრძელოთო. მოიცა, უსმინე, რა კარგად მღერიან-მეთქი. გაკვირვებულმა შემომხედა და თქვა: სიმღერის გამო გადაღება შეაჩერო – დასავლეთში ასეთი რამ წარმოუდგენელიაო. მერე მივიდა მათთან და სიმღერა დაიწყო, ცდილობდა, ხმა აეყოლებინა... პიერს ძალიან უყვარს ჭადრაკის თამაში. მისი პირადი ასისტენტი კარგად თამაშობდა ჭადრაკს. როგორც კი შესვენებას გამოვაცხადებდით, ეს ორნი დასხდებოდნენ და თამაშობდნენ, სერიოზული ტურნირები იმართებოდა.
ძალიან უყვარს კერძების მომზადება. ჩემთან სახლში მოდიოდა ხოლმე და მეუბნებოდა, ახლა რაღაც გემრიელი უნდა მოგიმზადოო. საერთოდ, ფრანგების მოხიბვლა რომელიმე ქვეყნის სამზარეულოთი ძალიან ძნელია, ისინი მთელ მსოფლიოში ცნობილნი არიან თავიანთი რაფინირებული და გემრიელი კერძებით. ამ ფილმზე სპეციალურად მყავდა ჩამოყვანილი ფრანსუა მიტერანის პირადი მზარეული. შეჯიბრებაც კი მოვაწყვეთ, ოღონდ, არა იმიტომ, რომ ვიღაც კარგად ამზადებს ან ვიღაც ცუდად, არამედ, იმისთვის, რომ კადრში ეს სცენა გვჭირდებოდა. პიერს ძალიან მოეწონა ჩვენი ნიგვზიანი ფხალეულობა და ყოველდღე გვთხოვდა; ასევე, სპეციალურად მისთვის ცხვებოდა საუკეთესო ხაჭაპური. აქედან რომ წავიდა, დიდი რაოდენობით წაიღო ქართული ღვინო და სულ მთხოვდა, როცა ჩამოხვალ, ქართული ღვინო ჩამომიტანეო. საფრანგეთში რომ დაბრუნდა, უამრავი ინტერვიუ მისცა საფრანგეთისა და ევროპის ტელევიზიებს; ამბობდა, ცხოვრების გემო საქართველოში ვისწავლეო.            
კიდევ ერთი ამბავი მახსენდება: გადაღებებს დაემთხვა მისი დაბადების დღე და გადავუხადეთ. დილიდანვე შევუდექით  სამზადისს. ბავშვივით უხაროდა, მთელი ჯგუფი რაღაცეების ჩუქებაში რომ ვიყავით. შესვენების დროს პატარა სიურპრიზი მოვუწყეთ – მოვუყვანეთ ბავშვთა ვოკალური ანსამბლი, რომელმაც ქართულთან ერთად მისთვის ფრანგული სიმღერებიც შეასრულა. ბოლოს, ძალიან ლამაზი, სამლულიანი თოფი ვაჩუქეთ. ტირილით გვითხრა – ასეთი დაბადების დღე ცხოვრებაში არ მქონიაო. საოცრად ბედნიერი იყო.”

скачать dle 11.3