კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

ორი პლანეტის ორი არსება

ამბობენ, მამაკაცები მარსიდან არიან, ქალები კი  ვენერადან ჩამოვიდნენ და როგორ შეიძლება, მათ ერთმანეთს გაუგონო... თუ წლის განმავლობაში 35-ჯერ გაიმეორებთ ამ სისულელეს, საბოლოოდ, აუცილებლად მოხდება რაღაც საშინელება. თანაც, რა იცით, იქნებ მარსელები და ვენერელები პოულობენ ერთმანეთში საერთო ენას?!
მერე რა, თუ ქალი მუდმივად სასწაულის მოლოდინშია? რაში უშლით ეს ხელს მამაკაცებს, რომლებიც მხოლოდ ერთი შეხედვით დგანან მყარად მიწაზე?! თქვენ არ გჯერათ, რომ სურვილები სრულდება? მაშინ, სულაც არ არის აუცილებელი, ქალსაც ჩაუნერგოთ ეს „ჭეშმარიტება“ და გუნება გაუფუჭოთ.
მამაკაცები რეალურად იშვიათად ოცნებობენ იმაზე, რომ მოხდეს სასწაული და მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალოს, არადა, სასწაულები ნამდვილად ხდება. მათ კი ამის არ სჯერათ და, შესაბამისად, იშვიათად აქვთ ამაღლებული განწყობა. მათ არ ესმით, რომ სასწაული ხდება, თუკი შესაბამის ძალისხმევას გამოიჩენთ და ცდასაც არ დააკლებთ. ქალისგან განსხვავებით, მამაკაცს შეუძლია, უმნიშვნელო მიზეზის გამო იმხიარულოს, ქალი კი დიდ იმედებს ამყარებს ცხოვრების თანამგზავრზე – ანუ, მის გვერდით მდგომ მამაკაცზე. სწორედ ეს არ ესმის მამაკაცს: „მე უნდა მოვახდინო სასწაული?! კი, მაგრამ, რანაირად, მე ხომ არ მაქვს ჯადოსნური ჯოხი?!” – და არც კითხულობენ, რას მოიაზრებს ქალი სასწაულში. ერთი სიტყვით, ორი პლანეტის ორი არსება აუცილებლად გაუგებს ერთმანეთს, თუკი ყურადღებით მოსმენას ისწავლიან და შესაბამის სურვილსაც გამოიჩენენ...

როცა ყველაფერი შეიძლება!

გაზაფხულის პირველ თვეს არასდროს არავინ დაუტოვებია გულგრილი. თუნდაც მზე ჯერ კიდევ ვერ აცხუნებდეს კარგად, ციოდეს და წვიმდეს, განწყობა მაინც ამაღლებული და საზეიმო გვაქვს. გაზაფხულზე ყველაფერი შეიძლება, გაზაფხულზე ყველაფერს შევძლებთ... გაზაფხულზე, თუკი მოვინდომებთ, ყველაფერს შევცვლით, თანაც – უკეთესობისკენ – გაზაფხული ხომ სიახლეების, თამამი ექსპერიმენტების დროა. ხომ გრძნობთ, როგორ ძგერს გული სხვანაირად... რას ელოდებით ასე მოუთმენლად, სასწაულს? რა თქმა უნდა, არა... მაგრამ, გრძნობთ, როგორ იღვიძებს თქვენში რაღაც ძალა, რაც მოქმედებისკენ გიბიძგებთ... ჰოდა, ნუ ისხდებით გულხელდაკრეფილები, გაზაფხული არ დაგელოდებათ. უნდა მოასწროთ შინაგანი განახლება, ამიტომ, ხელი მოჰკიდეთ საქმეს, რომლის დაწყებაც დიდი ხანია, გინდოდათ... არავითარ შემთხვევაში აღარ გადადოთ, ახლავე და დაუგვიანებლად შეცვალეთ ის, რისი შეცვლაც დიდი ხანია, გინდოდათ – სულერთია, რა იქნება ეს – თქვენი გარეგნობა, სტილი, წონის კორექცია, სამსახური, მეგობართა წრე... შეიძლება, ზუსტად არც კი იცოდეთ, რა გინდათ და რატომ გინდათ, მაგრამ, ესეც არ უნდა გექცეთ დაბრკოლებად. ეს ის „დაავადებაა“, რომლისგანაც არ უნდა განიკურნო.
გაზაფხული წარმატებული და სასურველი ექსპერიმენტების დროა. არ გჯერათ? ანუ, ჯერ კიდევ არ იგრძენით ძალების მოზღვავება? მოუსმინეთ საკუთარ სხეულს – ის უკვე მზად არის განახლებისთვის და თქვენს ნიშანს ელოდება... თუნდაც სულ უმნიშვნელო ცვლილებაც კი, საკუთარი თავის რწმენას შეგმატებთ, აქედან წარმატებამდე კი ნახევარი ნაბიჯია...

რაც უნდათ ქალებს

მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალებს ისეთი რაღაცეები უნდათ, რაზეც ძლიერ სქესს წარმოდგენაც არ აქვს. ამიტომაც, ხშირად იბნევიან და ამბობენ, რაც უნდათ ქალებს, ის სრულიად აბსურდული და სულელურიაო. ამაზე ქალები ბრაზობენ და იწყება ჩხუბი...
მამაკაცები უნდა შეეცადონ, გაუგონ ქალს და აუცილებლად მივლენ კონსენსუსამდე.
მაგალითად, ქალს უნდა, რომ უსმენდნენ...  საშუალოდ, ქალის მიერ წარმოთქმული სიტყვების დღიური „ნორმა” 10 ათასს შეადგენს. ნორმა იმატებს, როცა საუბარია რაღაც კონკრეტულ საკითხზე და მისაღებია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. შეიძლება, მამაკაცი დაიღალოს, არ უნდოდეს მოსმენა, ან, უნდოდეს, მაგრამ ვერ მოუსმინოს – ასეც ხდება... ქალსაც შეუძლია, გამოიჩინოს კეთილი ნება, გაჩუმდეს, რათა სახლში მშვიდმა, თბილმა ატმოსფერომ დაისადგუროს. სხვათა შორის, ესეც ძალიან უნდათ ქალებს.
ქალებს ასევე უნდათ დროის გატარება მეგობრების წრეში. არ გამოირიცხება საყვარელი მამაკაცის მეგობრების წრეც, მაგრამ ეს „წრე“ არ უნდა იყოს ალკოჰოლიკების საზოგადოება ან ფეხბურთის ფან-კლუბი (თუკი ქალიც არ არის ფეხბურთის მოყვარული) და შეხვედრები არ უნდა მოეწყოს მხოლოდ საჭმლით გაძეძგილ სუფრასთან...
მოკლედ, რაც უნდათ ქალებს, მე ამას ვერ გავაკეთებ და, შესაბამისად, კონფლიქტსაც ვერ ავიცილებ თავიდან – ქვიშაში თავის ჩაყოფას ჰგავს. ქალმა ილაპარაკოს, კაცმა კი უსმინოს, თუმცა, პირიქითაც შესაძლებელია. გასართობი ერთად აირჩიონ და „მგელიც“ მაძღარი იქნება და „ცხვარიც“ გადარჩება...
მაგრამ, თუ ზოგჯერ მაინც, მამაკაცი გააკეთებს იმას, რაც სურს ქალს – ამით ორმაგად მოიგებს...

скачать dle 11.3