კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ 47 წლის, ერთი წელია, თითქმის სისტემატურად მაქვს მაღალი წნევა. ჩიყვი მაქვს და ცოტა ზედმეტი წონაც. სიგარეტს ვეწეოდი დიდი ხანი, ახლა თავი დავანებე და დავიწყე აუზზე სიარული. პირველივე ცდაზე, სახლში მოსვლისთანავე შეუძლოდ გავხდი. ისევ მაღალი წნევა, კისრის და ბეჭების ტკივილი თითქოს სიცხე მაქვს... როგორ მოვიქცე? გავაგრძელო აუზზე სიარული თუ შევწყვიტო?
პასუხი: უპირველესად, მიმართეთ ოჯახის ექიმს ან თერაპევტს. საჭიროა, თქვენი არტერიული წნევის კონტროლი და დანიშნულება. სანამ არ დარეგულირდება წნევის ციფრები, ჯობია გადადოთ აუზზე სიარული.
კითხვა: წლებია, მარცხენა ფეხის ცერი თითის გული მეფხანება პერიოდულად. თითქოს გაჭრილიაო ისეთი ნაპრალია. არ ვიცი, ვის მივმართო, ან რა საშუალებით ვიმკურნალო, თქვენ რას მირჩევდით?
პასუხი: სავარაუდოდ, ეს ტერფის სოკოვანი დაავადებაა, მიმართეთ დერმატოლოგს.
კითხვა: ციტომეგალოვირუსის დროს თუ ხდება დაორსულება? ორსულობის შემთხვევაში, რომელი თვიდან უნდა გაკეთდეს ამ ვირუსის ანალიზი?
პასუხი: მისთვის დამახასიათებელია ორსულობის ადრეული მოშლა და ნაყოფის სიმახინჯეები. თუ ეჭვი შეგეპარათ ვირუსით ინფიცირებაზე, უნდა დაუყოვნებლივ გაკეთდეს. რუტინულად ორსულებში გამოკვლევა არ ტარდება.
კითხვა: რამდენიმე წლის წინ, გაურკვეველი მიზეზის გამო გადამეხარა ცხვირის ძგიდე. აქედან გამომდინარე, მიჭირს ცხვირით  სუნთქვა. რამ შეიძლება, გამოიწვიოს ძგიდის გადახრა (ტრავმის გარდა) და გართულებულ სუნთქვას რა უარყოფითი შედეგი შეიძლება, მოჰყვეს მომავალში?
პასუხი: თუ მოზარდი ბრძანდებით, ასეთი ცვლილება სახის ჩონჩხის განვითარებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ცხვირით სუნთქვის გაძნელება უქმნის ადამიანს დისკომფორტს, არღვევს გულის მუშაობას.
კითხვა: ჩემი მეუღლე როცა სასმელს სვამს, საზიზღარი სუნი ამოსდის პირიდან. რამდენიმე ხნის წინ გადავუღე ექოსკოპია და ექიმმა უთხრა, რომ ჯანმრთელი ხარ ყველანაირადო. მანამდეც ასე იყო და რა შეიძლება, იყოს ამის მიზეზი, ჰეპატიტი ხომ არ იქნება?
პასუხი: ნაბახუსევზე მართლაც ბევრს ამოსდის პირიდან ცუდი სუნი. ამის ერთ-ერთი მიზეზი, სისხლში გადასული ალკოჰოლის მოლეკულებია, რომლებიც ხვდება ფილტვებში და იქიდან ამოსუნთქულ ჰაერს ამოჰყვება. გარდა ამისა, ალკოჰოლი პირის ღრუს სიმშრალეს იწვევს, რითაც მიკროორგანიზმების აქტიური გამრავლებისთვის, კარგ პირობებს ქმნის.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3