რატომ ირჩევენ მანანა შეროზიას თვალის კლინიკას პაციენტები და ვის უნდა ანდოთ თქვენი მხედველობა
მანანა შეროზიას თვალის კლინიკაში ვიზიტისას, პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, პაციენტების სიმრავლეა. სწორედ ამიტომაცაა, რომ „შეროზიას თვალის კლინიკა” ჩვენი მკითხველების გამოკითხვების შედეგად, უპირობო ლიდერია: კვალიფიციურობა, პროფესიონალიზმი და პაციენტებისადმი გულისხმიერი მიდგომა, ქალბატონი მანანას კლინიკის სავიზიტო ბარათია. თავად კლინიკის ხელმძღვანელს კი პაციენტები თავმდაბალ და უშუალო პიროვნებად ახასიათებენ.
კლინიკაში გამოკითხული პაციენტების უმრავლესობა ქალბატონ მანანას განსაკუთრებული სიყვარულით ახასიათებს: „საოცრად თბილი და ყურადღებიანი ადამიანია, ვერც კი გრძნობ, რომ ექიმთან ხარ ვიზიტით. თავის საქმეს ხომ განსაკუთრებული გულისყურით ეკიდება, პლუს ადამიანურად მოგიკითხავს. ბავშვებსაც თანატოლივით ექცევა, მზრუნველია და ზედმიწევნით ახსოვს თვითეული პაციენტის მდგომარეობა. დღევანდელ რეალობაში ასეთი ექიმი იშვიათობაა”.
დღეს მართლაც იშვიათ ექიმად აღიარებულმა და წარმატებულმა ოფთალმოლოგმა, მანანა შეროზიამ თავისი პროფესიული კარიერა რატომღაც პედიატრიით დაიწყო. თუმცა, მისი სანიმუშოდ დამთავრების შემდეგ, ოფთალმოლოგიაში გადაწყვიტა ძალების მოსინჯვა. თუ რატომ შეუნაცვლა პედიატრიას ოფთალმოლოგია, ამას თავად ქალბატონი მანანა, სირთულეების კვლევისადმი დიდი დაინტერესებით ხსნის. მისი შეფასებით, თვალი – პატარა ორგანოა, თუმცა უაღრესად რთული და ამოუწურავი სფერო, რომელიც ფილიგრანული სიზუსტით მოითხოვს მუშაობას. მან თბილისისა და მოსკოვის წამყვან კლინიკებში გაიარა სპეციალიზაცია და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები.
მედიცინის დოქტორი მანანა შეროზია ამჟამად თავისსავე დაფუძნებულ თვალის კლინიკას ხელმძღვანელობს. აღნიშნულ კლინიკაში მიმდინარეობს როგორც ბავშვთა, ისე მოზრდილების თვალის მდგომარეობის გამოკვლევა თანამედროვე აპარატურითა და კომპიუტერული დიაგნოსტიკა. კერძოდ, რა მომსახურებას გაგიწევენ კლინიკაში?
თვალის კლინიკაში შესაძლებელია მხედველობის სიმახვილის დადგენა; რეფრაქციული, არარეფრაქციული, თანდაყოლილი და შეძენილი, მწვავე და ქრონიკული ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორიცაა: სიელმე, ამბლიოპია, კონიუნქტივიტი, დაკრიოცისტიტი, კატარაქტა, გლაუკომის საწყისი სტადია, ბადურის დისტროფია და დიაბეტური რეტინოპათია, უცხო სხეული, ტრავმები და სხვა უცხო გენეზის დაავადებები. კლინიკაში გამოიყენება დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მეთოდები. სულ ახლახან კი, კლინიკაში კიდევ ერთხელ განხორციელდა სრული ტექნიკური გადაიარაღება და თანამედროვე აპარატურით აღჭურვა. რაც, რა თქმა უნდა, ზრდის დიაგნოზის დასმის სიზუსტესა და განხორციელებული მკურნალობის შედეგიანობას.
თუმცა, ქალბატონი მანანა მხოლოდ პროფესიული დონით და საქმიანობით არ გამოირჩევა, ის ქველმოქმედებითაც არის ცნობილი. ალბათ, სწორედ ამ ფაქტორის დამსახურებაცაა, რომ მის კლინიკას უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ესტუმრა, აკურთხა და დალოცა. მორწმუნე, ღვთისმოშიში ქალბატონი უანგაროდ ეხმარება შეჭირვებულებს. მასთან სისტემატურად მკურნალობენ საპატრიარქოდან წარგზავნილები და უსახსროდ დარჩენილი ადამიანები. სიკეთის ქმნა ეს მხოლოდ მისი ქველმოქმედების სურვილით გადადგმული ნაბიჯები არ გახლავთ. ეს შინაგან მოთხოვნილებად ექცა გულისხმიერ ადამიანს, რომელსაც სიკეთის ქმნა განუზომელ ნეტარებას ანიჭებს.
მანანა შეროზია ბუნებით ოპტიმისტია. საქმიანი და ყურადღებიანი ექიმი ახერხებს ამავდროულად მზრუნველი დედა და ბებია იყოს. მისი ცხოვრების შეფასებისას, შეიძლება ითქვას, რომ მან ოქროს კვეთას მიაგნო – როცა ინტელიგენტი ქალბატონი ახერხებს, ჯეროვნად შეუსაბამოს ერთმანეთს მოსიყვარულე, ალერსიანი ოჯახის წევრის ხასიათი და საზოგადო პირის პროფესიული საქმიანობა. დღევანდელობაში ეს დიდი ძალმოსილებაა. მოსიყვარულე დედისა და პროფესიონალი ექიმის ცხოვრების ერთ, საჟურნალე პუბლიკაციაში გადმოცემა, ბუნებრივია, ვერ მოხერხდება. თუმცა, ქალბატონ მანანასთან მხოლოდ ერთი შეხვედრაც კი საკმარისია, ამოიცნოთ, რომ წინ გულისხმიერი და პროფესიონალი ექიმი გიზით, რომელსაც შეგიძლიათ, ანდოთ თქვენი მხედველობა!
მანანა შეროზიას ოფთალმოლოგიური კლინიკის მისამართია: თბილისი, ზ. ჭავჭავაძის (ყოფილი შეროზიას) ქ. 3. ტელ: 2959898, 593310030.