ბრძნული აზრები
მონტესკიე: შეძენილი გემოვნება მიმართულებას აძლევს, ცვლის და ზრდის ან ამცირებს ჩვეულებრივ გემოვნებას ისევე, როგორც ჩვეულებრივი გემოვნება მიმართავს, ცვლის, ზრდის ან ამცირებს შეძენილ გემოვნებას.
განდი: ცუდი ჩვეულებაა, ამტკიცო, რომ სხვები არასწორად აზროვნებენ, ჩვენ კი სწორად და, ისინი, ვისაც სხვა წარმოდგენები აქვს, მამულის მტრები არიან.
ბიორკი: ისინი, ვისაც აქვთ საიმედო რამ, მაგრამ არაფერი აქვთ დასაკარგავი, ამქვეყნად ყველაზე საშიში ხალხია.
მამარდაშვილი: დრო არის ის, რითაც ერთი საგანი მეორისგან განსხვავდება. სივრცეში განსხვავებას მე შემიძლია, გარედან მივწვდე, დროში განსხვავებას კი შიგნიდან ვწვდები.
ვოლტერი: სულელისთვის სიბერე – ტვირთია, უვიცისთვის – ზამთარი, მეცნიერისთვის – მოსავლის მოწევა.
ფრანკლინი: დიდი იმპერია, ისევე, როგორც დიდი ღვეზელი, ყველაზე ადვილად გვერდებიდან იჭმება.
ლაროშფუკო: ადამიანის მოტყუება გაცილებით იოლია, მაშინ, როცა თვითონ ცდილობს ჩვენს მოტყუებას.
ჰელვეციუსი: სიყვარული მორალურად ცოდვაა, როცა ის ძირითადი საქმიანობა ხდება, ასუსტებს გონებას და სული დეგრადირდება.
ეჟი ლეცი: პიროვნების გაორება რთული ფსიქიკური მოშლილობაა: უთვალავი პირი, პიროვნებას რომ შეადგენენ, ამ დროს ორამდე მცირდება.
შილერი: ძვირად მიღირს მეგობარი, მაგრამ, მტერიც გამოსადეგია: მეგობრის თვალი ჩემს ნამოქმედარს დასდებს საფასურს, მტერი კი ჩემს მოვალეობას მიჩვენებს.
სოლონი: ადამიანმა რომ იცოდეს, რა ძლიერი ფარ-ხმალია მისთვის სიმშვიდე და სიწყნარე, სხვა ფარ-ხმალს თავის დღეში აღარ იხმარდა.
კონსტანტინე: ავადმყოფობა ხშირად ცხოვრების სიტკბოებას მოაწყურებს ადამიანს. ავადმყოფობის შემდეგ ხშირად ადამიანი მეორე უკიდურესობას ხვდება, რადგან, როგორც პიროვნებას, ისე მთელ თაობას, არ შეუძლია ერთ განსაზღვრულ სულიერ პოზაში, ერთ განსაკუთრებულ მდგომარეობაში დარჩენა – ასეთია ადამიანის სულისა და მსოფლიო დინამიკის კანონი.
ჯეფერსონი: ადამიანს, რომელსაც სიმართლის არ ეშინია, სიცრუისაც არ უნდა ეშინოდეს.
შვეიცერი: ლოცვა რომ ისწავლო, ჯერ მადლიერება უნდა ისწავლო.
ლესინგი: ქალი რაც უფრო ლამაზია, მით უფრო პატიოსანი უნდა იყოს, რადგან, მხოლოდ პატიოსნებით გაუწევს წინააღმდეგობას იმ მიზანს, რისი მოტანაც შეუძლია მის სილამაზეს.