კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შემოვაბრუნოთ ბედი ჩვენს სასიკეთოდ და შევცვალოთ მომავალი ცხოვრება უკეთესობისკენ

თუ ხელმოცარული ხართ, მაგრამ, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, არაფერი გამოგდით და თავს დათარსულად მიიჩნევთ, ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებაა, ანუ, არაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ბედმა თქვენს სასიკეთოდ დაიწყოს შემობრუნება, ან, არ იცით, როგორ შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ. მაგრამ, თუ წარმატებული და იღბლიანი ხართ, მაშინ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან, თქვენ ირგვლივ უამრავი შურიანი ადამიანია და მათგან გათვალვაც არ არის გამორიცხული. ასე რომ, საჭიროა, თავი დაიცვათ და ის ელემენტარული წესები გაითვალისწინოთ, რომელსაც ეზოთერიკაში გათვითცნობიერებული ადამიანები გვირჩევენ. თუ როგორ ავირიდოთ თავიდან უსიამოვნებები, დავეხმაროთ საკუთარ თავს შექმნილი რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში და რა მოვიმოქმედოთ ცხოვრების უკეთ მოსაწყობად, ამ თემებთან დაკავშრიებით კომენტარი ვთხოვეთ ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგ, ქალბატონ ლამზირას.

– დროდადრო ვგრძნობთ ცხოვრებაში როგორ დგება ის პერიოდი, როცა ყველაფერი თავდაყირა დგება, ხელი გვეცარება საქმესა და პირად ცხოვრებაში და უბრალოდ, უიღბლობის პიკია. ამ პერიოდში ბევრი უჩივის დაავადებათა გამწვავებას. როგორ ვუშველოთ ჩვენს ორგანიზმს, რომ ეს პრობლემა კიდევ უფრო არ გამწვავდეს?
– გეთანხმებით, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება უიღბლობის პერიოდი და ამ დროს უამრავი, მიძინებული დაავადება გვახსენებს თავს.  თუ ავადმყოფობა გაწუხებთ, აავსეთ აბაზანა თბილი წყლით, ჩაასხით მასში ახალ მთვარეზე დამუხტული წყალი და ჩაწექით. დახუჭეთ თვალები, იფიქრეთ იმაზე, რომ ყველაფერი კარგად იქნება და თან ვერცხლისფერი ოცთეთრიანი მონეტა გქონდეთ მუჭში. აბაზანის შემდეგ მონეტა ბალიშის ქვეშ დაიდეთ და დაწექით დასაძინებლად. ამ მეთოდით, თქვენი ორგანიზმიდან გამოდევნით უარყოფით ენერგიას და ავადმყოფობასაც ადვილად დაამარცხებთ. ამ რიტუალის ჩატარების შემდეგ ვერც ავი თვალი და ვერც უარყოფითი ენერგია, ახლოს ვერ გაგეკარებათ, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული დროით, რადგან მას კარგად უწევს წინააღმდეგობას მთვარის ენერგიებით დამუხტული თქვენი ორგანიზმი. ასევე, ხელს შეუშლის ორგანიზმში დაავადების გამწვავებას და დადებითად იმოქმედებს თქვენს იმუნურ სისტემაზე.
– ხშირად გვიჩნდება სურვილი, წინასწარ ვიცოდეთ გაგვიმართლებს თუ არა მომავალში. მივაღწევთ თუ არა მიზანს, ან უბრალოდ, გველის თუ არა წარმატებული დღეები. ამის გასაგებად რაიმე ეზოთერული ხრიკი არ არსებობს?
– ამის უამრავი ხრიკი არსებობს ეზოტერიკაში, თუმცა, მე გაგანდობთ ბრინჯით მკითხაობის მეთოდს, რომელიც ძალიან მარტივია და ის მომავალ დღეზე უტყუარ ინფორმაციას მოგცემთ. ახალ მთვარეზე გამჭვირვალე ჭიქაში ჩაასხით დილით აღებული ონკანის წყალი. მაგიდას თეთრი ქსოვილი გადააფარეთ და დადგით მასზე წყლით სავსე ჭიქა. აიღეთ ერთი მუჭა ბრინჯი, დადექით მაგიდასთან, დახუჭეთ თვალები და იფიქრეთ იმაზე, რისი გაგებაც გსურთ მომავალ დღეს. ეს უნდა გააკეთოთ საღამოს საათებში, სიწყნარეში, ანუ ოთახში, სადაც მარტო იქნებით. ჩაიფიქრეთ, მაგალითად, მოგემართებათ თუ არა ხელი ამა თუ იმ საქმეში; დადებითად ჩაივლის თუ არა ამა თუ იმ პიროვნებასთან მოლაპარაკება; მოგიტანთ თუ არა დადებით შედეგს სადმე წასვლა და ასე შემდეგ. ამ დროს, როცა ამ კითხვაზე ფიქრობთ, მუჭში ბრინჯი კარგად გაათბეთ, შეიგრძენით ის თქვენს ხელში, შემდეგ გაახილეთ თვალი, ბრინჯი ჩაყარეთ წყლიან ჭიქაში და კარგად დააკვირდით, როგორ მიმოიფანტება ბრინჯი ჭიქის ძირზე. თუ ის აქეთ-იქით მიმოიფანტა მთელ ფსკერზე, ესე იგი, თქვენს კითხვაზე უარყოფითი პასუხია, თუ ერთად მოგროვდა ჭიქის ფსკერზე – დადებითი. ასე რომ, თუ სამომავლოდ რამის გაკეთება გსურთ და პასუხი წინასწარ გაინტერესებთ, ამაში ბრინჯი დაგეხმარებათ.
– ეზოთერიკოსებისგან ისიც გამიგია, ადვილია, ცხოვრება ააწყო, თუ ფორტუნას შენკენ შემოაბრუნებო. ეს როგორღა შევძლოთ?
– ადვილად რომ აიწყოთ ცხოვრება, სწორად იმოქმედეთ და ყველაფერი კარგად იქნება. მაგალითად, თუ საწოლის ქვეშ დადებთ გაჭრილ ხახვს, ის დაგიცავთ ავი თვალისგან და მთელი დღის განმავლობაში დაგროვილ უარყოფით ემოციებსა თუ განცდებს ღამით, ძილის დროს განდევნის თქვენგან. დადეთ საღამოს ერთი გაჭრილი ხახვი საწოლის ქვეშ და იძინეთ მშვიდად, დილით კი სახლიდან შორს გაიტანეთ და გადააგდეთ. სამზარეულოსა და შესასვლელში ნივრის თავი და ცაცხვის ტოტების დაწყობა სიმშვიდესა და პირად ბედნიერებას გპირდებათ. ის, ასევე, ხელს უშლის სახლში ნეგატიური ენერგიების ცირკულაციას და წარუმატებლობისგან გიცავთ. არავითარ შემთხვევაში არ დადოთ სამზარეულოს მაგიდაზე ბუტაფორიული, პლასტმასის ხილი და ბოსტნეული – ეს, შესაძლოა, უარყოფითი ენერგიისა და წარუმატებელი კარიერის მიზეზიც გახდეს. უმჯობესია, ფული არ დაინანოთ და ცოცხალი ხილი დააწყოთ მაგიდაზე ლანგრით – ამით საკუთარ უსაფრთხოებასაც დაიცავთ და საცხოვრებელშიც ჰარმონიას დაამყარებთ. ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანია, რომელიც საკუთარი წარმატების არხს ხელოვნურად, თავადვე ბლოკავს, მისი ჩაკეტვა კი კარგს არაფერს გიქადით. ალბათ, თქვენც დამეთანხმებით, რომ ადამიანების უმრავლესობა შრომაში ათენებს და აღამებს, თავს არ ზოგავს, არანაირ სამუშაოს არ თაკილობს და მაინც გაჭირვებით ცხოვრობს, ხელმოცარულია და უბარაქობით იტანჯება. ასეთ ადამიანებს ბარაქის კოდი აქვთ ჩაკეტილი, უფრო სწორად კი, მათი უიღბლობის, ხელმოცარულობის, უფულობისა და უბარაქობის მიზეზი სამყაროსეული არხის ჩაკეტვაა.
– როგორ ხდება ჩაკეტილი იღბლის კოდის გახსნა?
– იღბლის კოდის გახსნის უძველესი და უმარტივესი მეთოდები არსებობს. მაგალითად, ბარაქის კოდის გახსნისთვის საკმარისია, შეიძინოთ ქოთნის მცენარეები – ეს დაგეხმარებათ ენერგიებისა და ბარაქის კოდის სწრაფად გახსნაში. ასევე, კარგია, თუ თქვენს ბინაში მუდამ იქნება ცოცხალი ყვავილები – ისინი თქვენს ბედზე ახდენს დადებით გავლენას. ჩვენი სამყაროსეული ბედნიერების არხის გახსნაში გვეხმარება არომატული სანთლებიც. სანთლები ადამიანის აურასაც წმენდს და სახლის ენერგეტიკის აღდგენაზეც ზრუნავს. ცეცხლის ალი, გარდა ფიზიკურისა, ასტრალურ სიბრტყეშიც მოქმედებს და ამიტომ მას უდიდესი მაგიური ძალა აქვს. მისი მეშვეობით, შეგიძლიათ, გარკვეული კორექტივები შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში, კერძოდ – ბედსა და კარიერაში. ფერადი სანთლების კვამლი ადამიანის ენერგეტიკაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს და ამ გზით ბედის სასიკეთოდ შემობრუნებაც საკმაოდ მარტივია.

скачать dle 11.3