კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი სახით მოიგო დიდი „ჯეკპოტი” მანანა კობახიძის სიძემ და როგორ სთხოვა ირაკლი ძნელაძემ ვიცე-სპიკერს ქალიშვილის ხელი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის სიძე რეჟისორი ირაკლი ძნელაძეა. მისი და მაკუნა ორაგველიძის სიყვარული წლების წინ, ქალბატონი მანანას პოლიტიკოსობამდე დაიწყო. ირაკლი, გარდა იმისა, რომ რეჟისორია, ასევე აქტიურად მონაწილეობს სარეკლამო რგოლებში. როგორი ოჯახი აქვს ვიცე-სპიკერის ქალიშვილს და როგორი სიდედრია თავად, ამ თემაზე მის სიძეს გავესაუბრეთ.

ირაკლი ძნელაძე:  სკოლის დამთავრების შემდეგ ნატიფი ხელოვნების სკოლაში გავაგრძელე სწავლა, სადაც ხელოვნების თითქმის ყველა დარგი შევისწავლე: მხატვრობა, ხეზე ჭრა და სხვა. შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე არქიტექტურულზე და საკმაოდ წარმატებული სტუდენტი ვიყავი, მაგრამ, არ ვისურვე ამ სპეციალობით კარიერის აწყობა, ვინაიდან ეს საქმე, ძალიან დაწვრილმანებას მოითხოვს და სულ მცირედ დეტალსაც კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ, გადავწყვიტე, მაგისტრატურა სამსახიობო ხაზით გამეგრძელებინა, ოღონდ, მინდოდა კინორეჟისორობა, მაგრამ, შემთხვევით მოვხვდი  დრამის სარეჟისოროზე, ლევან წულაძის ჯგუფში. ძალიან გამიმართლა, ამ ადამიანთან რომ მქონდა ურთიერთობა, მასთან  დიდი მასტერკლასი გავიარე. დამამთავრებელ კურსზე სხვადასხვა რეგიონში გაგვანაწილეს ბავშვები სპექტაკლების დასადგმელად, მე მოვხვდი სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ, ახალციხეში, სადაც ორი თვე ვიცხოვრე.  პროგრამის მიზანი იყო, იქაური მსახიობების აქტიურად ჩართვა თეატრის ცხოვრებაში. ახალციხეში დავდგი დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“, ვინაიდან ის პერიოდი მწერლის გარდაცვალების 150 წლისთავს დაემთხვა. 

– რეჟისორობის მიუხედავად, თავადაც მონაწილეობ სპექტაკლებსა და ვიდეორგოლებში.

– დიახ, მაგრამ, მსახიობობა არ მინდა. „ყინულის დედოფალში“ მონაწილეობას იმიტომ დავთანხმდი, რომ საინტერესო იყო ჩემთვის. ლაშა ჩიტაძემ დამირეკა და მითხრა, რომ 3D ფორმატის სპექტაკლში უნდა მიმეღო მონაწილეობა. გამიკვირდა – 3D-ში სპექტაკლი როგორ უნდა დაიდგას-მეთქი. პირველად ვითამაშე 7 000-კაციან დარბაზში – სპორტის სასახლეში. მთავარი როლი არ მქონდა, მაგრამ, მთელი სპექტაკლის განმავლობაში ჩემს პერსონაჟს ეძებდნენ (იცინის). უფრო ხშირად სარეკლამო რგოლებში ვმონაწილეობ, ყველასთვის ცნობილი რეკლამა რომ არის – „თვრამეტი თვრამეტი“, მანდაც ვარ; წამებში ვჩანვარ, მაგრამ, მაინც მცნობდა ქუჩაში ხალხი, ღამის კლუბებში კი – დაცვა (იცინის). მეგობართან ერთად მუსიკალური კლიპიც გადავიღე – ცხოვრებაში პირველად დავიჭირე კამერა, თუმცა, საბოლოოდ, საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ. კლიპი ფართო მასშტაბებზე არ გავიტანეთ, მაგრამ, ჩვენთვის კომპეტენტურ ხალხს ვაჩვენეთ და დიდი მოწონება დაიმსახურა.  ცოტა ხანია, რაც ტელევიზიიდან პაუზა ავიღე, თუმცა, ერთ-ერთ საინტერესო პიესაზე დავიწყე მუშაობა, რომელსაც მომავალში ყველა გაიგებთ.

– მაკუნა როცა გაიცანი, ქალბატონი მანანა უკვე ვიცე-სპიკერი იყო?

– არა, ჩვენი ურთიერთობა ბევრად უფრო ადრე დაიწყო. ჩემი მაკუნა ოთხწელიწად-ნახევრის წინ ბაკურიანში გავიცანი სრულიად შემთხვევით. მეგობარმა გამომიარა, ჩამსვა მანქანაში და წამიყვანა ბაკურიანში, ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ჩვენი მეგობრები უკრავდნენ. მოკლედ, ვიჯექი ჩემთვის მოწყენილი, ვუსმენდი მუსიკას, უცებ გაიღო კარი და მაკუნამაც შემოანათა (იცინის). რომ ამბობენ ხოლმე, დრო გაჩერდაო, ისე დამემართა. იმდენად მაგარი განცდა მქონდა, ახლაც ზუსტად მახსოვს მისი შემოსვლა (იცინის). ჩემი ცხოვრების განმავლობაში პირველად დამჭირდა გოგოსთან „ჩალიჩი“ – დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მესიჯებითა და სოციალური ქსელით ვუკავშირდებოდი. თავიდან მუსიკაზე, ფილმებზე ვესაუბრებოდი, თან, იმ დროს „ოსკარის“ დაჯილდოებაც დაემთხვა და ერთად გავათენეთ.  დიდი „ჯეკპოტი” მოვიგე მაკუნას სახით. რიდი მქონდა მის მიმართ, რაც ჩემთვის ძალიან უცხო რამ იყო (იცინის). 

– ცოლად მოყვანა რომ გადაწყვიტე, მაკუნას ხელი ქალბატონ მანანას  სთხოვე?

– სიმართლე გითხრა, ხელის თხოვნის მომენტი არ მქონია. ქალბატონმა მანანამაც იცოდა, რომ სხვაგვარად ჩვენი ურთიერთობა ვერ დამთავრდებოდა. უბრალოდ, ვუთხარით, რომ დაქორწინებას ვაპირებდით. ამ საკითხზე მე და მაკუნას ბევრი არ გვიფიქრია, ხუთ წუთში შევთანხმდით. გადაწყვეტილების მიღებიდან დაახლოებით სამ დღეში მეჯვარეებთან ერთად გავიპარეთ სიღნაღში და ხელი მოვაწერეთ. იქვე შევედით რესტორანში, არა იმიტომ, რომ აღგვენიშნა, უბრალოდ, ძალიან გვშიოდა. გავეპარეთ მეგობრებს და არა ოჯახის წევრებს (იცინის).  მეორე დღეს ხუთი დღით  გავფრინდით ეგვიპტეში. მახსოვს,  ქალბატონი მანანა რომ გავიცანი, ახალი წლის კონცერტი იყო ღია ცის ქვეშ, სადაც მოცეკვავეებთან ერთად უნდა გამოვსულიყავი სცენაზე. როგორც კი დამთავრდა კონცერტი მაკუნას დავურეკე – ათ წუთში შენთან ვიქნები-მეთქი, მაგრამ, ოთხ წუთში უკვე მასთან ვიყავი. ვნერვიულობდი, ცოტას ვიპრანჭებოდი, როგორც ხდება მაგ დროს, მაგრამ, რომ გავიცანი, ყველანაირი დაძაბულობა მომეხსნა. იმდენად თბილი ადამიანია, არანაირ დისკომფორტს არ განიცდი მასთან.

– სიძესიდედრობის მომენტი არ გაქვთ?

– რაც საქართველოში სიდედრებთან დაკავშრებით ხდება, გოიმობაა. როგორ შეიძლება, შენი საყვარელი ადამიანის დედას ცუდად გაეხუმრო ან რაიმე აწყენინო? ქალბატონ მანანას მართლა ძალიან დიდი პატივს ვცემ. ისეთი ჯადოსნური ადამიანია, სიტყვებით ვერ გადმოვცემ.  ყველამ უნდა გაიცნოს, რომ მიხვდეს, რისი თქმაც მინდა. ჩვენ შორის სიძესიდედრობა არ არსებობს, ისევე, როგორც ჩემსა და მაკუნას შორის ცოლქმრობა (იცინის). ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ, იმის გამო, რომ დაკავებულია, ხშირად ვერ ვნახულობთ და სულ გვენატრება. 

скачать dle 11.3