კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნანობს თუ არა ნათია წიწილაშვილი რამეს განვლილი ცხოვრებიდან და ვინ გაუვრცელა მას ჭორი ლესბოსელობის შესახებ

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი პერსონაჟის, თამთას როლს მსახიობი ნათია წიწილაშვილი ასრულებს. ნათია რეალურ ცხოვრებაში გულწრფელი, მხიარული და ძალიან საყვარელი ადამიანია. მას მაყურებელი უკვე კარგად იცნობს, სერიალებიდან „ჩიფსების თაობა“ და „ჩვენი ოფისი“, რომელშიც მეწყვილეობას მსახიობი გიორგი კალანდარიშვილი უწევდა. გიორგისა და ნათიას რეალურ ცხოვრებაში ოთხწელიწად-ნახევრიანი ოჯახური ცხოვრება და შვილი აკავშირებთ. თუმცა, სამწუხაროდ, რამდენიმე თვის წინ, მათი ურთიერთობა დასრულდა.

– ნათია, დორას გარდაცვალების შემდეგ, თამთას მდგომარეობა შემსუბუქდება?

– ეს კითხვა სცენარისტს უფრო ეკუთვნის, ვიდრე მე. ის წერს და ჩვენც თანდათანაობით ვიგებთ ყველაფერს. ჯერჯერობით,  დორას ყოფილი მეუღლის შვილი, რომელიც ლალას  ნახევარძმაა და მისი ცოლი, ცდილობენ, ან სახლი წაგვართვან, ან – თანხა. მიდის ბრძოლა და ჩვენც ამ განცდებში ვართ. რაც შეეხება, ჩემს პერსონაჟს, ის რადიკალურ ცვლილებას არ განიცდის. ვნახოთ, ქეთი (სცენარისტი) რას დაწერს.

– აქამდე ყველასთვის ნინი იყავი – სერიალებიდან „ჩიფსების თაობა“ და „ჩვენი ოფისი“.  თამთამ თუ შეძლო მისი ჩანაცვლება?

– ბოლო დროს, ხალხისგან გამიგია „უი, თამთა“. მაგრამ ჩემი ახლობლები, ვისაც კარგად ვიცნობ, ისევ ნინის მეძახიან. 

– შენთან რომელი პერსონაჟია უფრო ახლოს?

– აბსოლუტურად განსხვავებული იყო ნინი. მდიდარი მამიკოს შვილი, ლონდონში ნასწავლი. მგონი, ნინი და თამთა უფრო გვანან ერთმანეთს, ვიდრე მე და რომელიმე პერსონაჟი (იცინის). როგორც თამთას ექცევიან დედამთილი და „ბებიამთილი“ (იცინის), მე აქამდე არ მივიყვანდი საქმეს. თუ უკვე მისული იქნებოდა, რა თქმა უნდა, არ მოვითმენდი ასეთ მოქცევას. საერთოდ, ეგეთი ქმარიც არ მეყოლებოდა (იცინის). რატომ გაჰყვა ეს გოგო ასეთ ბიჭს ცოლად, არ მესმის. მათგან განსხვავებით, მე უფრო ჩამოყალიბებული ვარ. ვიცი, რა მინდა და რა – არა. სტაბილური ადამიანი ვარ და „ქენქერული“ და „ცანცარული“ საქციელი არ მახასიათებს (იცინის). 

– როგორი იქნება შენი რეაქცია, თამთას მსგავს სიტუაციაში რომ აღმოჩნდე?

– თამთას აბსოლუტურად არ აინტერესებს, რას ეუბნებიან. ერთ ყურში შეუშვებს, მეორედან გამოუშვებს. ერთადერთი, ისტერიკა მაშინ დაემართა, როცა დორამ უთხრა: სანზონელოო. ხომ ხვდები, რა ღირებულებები აქვს. მე, გააჩნია, ვინ და რას მეტყვის – თუ ახლობელი იქნება, იმისგან მეწყინება და  რა თქმა უნდა, გავარკვევ ამის მიზეზს. თუ ის პიროვნება აბსოლუტურად უმნიშვნელოა ჩემთვის, მაშინ მისი დამოკიდებულება არ მაინტერესებს. თუმცა, ვფიქრობ, თამთა სადღაც სწორად იქცევა. გადაღების მომენტში, ბევრია კურიოზული სიტუაცია, სულ ვხუმრობთ. მაგრამ, როცა გიორგი ლიფონავა ან რატი რამიშვილი იტყვის – წავიდა, იქ უკვე წყდება სიცილი და სრული სამუშაო გარემო იქმნება.

– რადგან შენს პერსონაჟსაც ხშირად აქვს უხასიათობის მიზეზი, გკითხავ, შენ როგორ გამოხატავ უგუნებობას?

– ამ დროს არ მინდა რაღაც თემებზე ლაპარაკი. სულ იმაზე ვფიქრობ, ვის გამოც ვარ ცუდ ხასიათზე-მეთქი, ამას ვერ ვიტყვი.  უბრალოდ, რამეზე რომ გავბრაზდები, მერე ეს განწყობა  მთელი დღე მიმყვება. ვარ ჩემთვის მშვიდად. არ მაქვს ლაპარაკის სურვილი. მოთენთილი და მკვდარივით ვარ ხოლმე (იცინის). მაგრამ, თუ სხვებთან ერთად ვარ, ვცდილობ, ეს არ შევიმჩნიო და მგონი, გამომდის კიდეც. 

– უხასიათობა დეპრესიაში თუ გადაგზრდია? 

– არანაირი დეპრესია. ჩემი აზრით, ეგ სუსტ ადამიანებს ემართებათ. რადგან მე არ დამმართნია, მგონია, რომ ცოტათი ძლიერი პიროვნება ვარ. დეპრესია ვიცი, „წამლებზე ზიან” და ექიმებთან დადიან სამკურნალოდ. ეგეთი ნაცნობებშიც არავინ მყავს. მე გადაბმულად, სამი დღეც არ ვყოფილვარ ცუდ ხასიათზე, მაქსიმუმ – ერთი დღე. 

– რამე თუ გინანია განვლილი ცხოვრებიდან და თუ გაქვს რაიმეს შეცვლის სურვილი?

– ჯერ ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ ვინანო. შეცვლითაც არაფერს შევცვლიდი. ვფიქრობ, ადამიანმა ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გამოიაროს და გამოცდილება მიიღოს. ყოფილა წვრილმანები, რაზეც მითქვამს: ეს რატომ გავაკეთე-მეთქი... მაგრამ ესეც საჭიროა, რომ გამოცდილება შეიძინო.

– ის, რომ ხალხი გიცნობს და შენით ინტერესდება, ყურადღების ცენტრში ხარ, დისკომფორტს გიქმნის?

– მგონია, რომ ჩვენთან ასე ნაკლებად ხდება. კი, ჭორაობით ჭორაობენ, ჩემზეც გამიგია რაღაცეები... ხან „ლესბიანკააო“ და ხან რა (იცინის). კოლეჯის პერიოდში ჩემი ჯგუფელი მოდის და ვიღაცაზე მეუბნება, იმან შენზე თქვა „ლესბიანკა“ არისო. რატომ? – ვერ გავიგეთ. ვიღაცას, ალბათ, პირადი უსიამოვნება ჰქონდა ჩემ მიმართ და ასე იძია შური (იცინის). ისიც გამიგია – „ეს გოგო მაგარი სწერვაა“, როცა საერთოდ არ ვარ ასეთი. ამას არ ვაქცევ ყურადღებას. მიმაჩნია, რომ უბრალო ადამიანი ვარ და ეს ბევრსაც უთქვამს.   იმის გამო, რომ მიცნობენ, თავს არ ვიკავებ, თუ რამის გაკეთება მინდა. უბრალოდ, ჩემი მორალი და პრინციპი მაქვს და მათ ვიცავ. 

– სერიალში შენი ერთარდერთი საქმე, შვილებია. რეალურ ცხოვრებაში როგორი დედა ხარ?

– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი – 25 წლის ვარ, თუმცა, ვფიქრობ, ჩემს შვილს კარგ დედობას ვუწევ. ყველაფერს ობიექტურად ვაფასებ. მიუხედავად იმისა, რომ ხან სად ვარ და ხან სად, რის გამოც, არის დღეეები, ბავშვს ვერ ვნახულობ, მაგრამ სხვა დროს ვცდილობ, მის გვერდით ვიყო – ვეთამაშო და ყველაფერი ერთად გავაკეთოთ. 

– სერიალის გარდა, რით ხარ დაკავებული?

– არის პერიოდები, როცა თითქმის არაფერს ვაკეთებ და სულ თავისუფალი ვარ. ძალიან დაკავებული ვიყავი – სერიალი, რეკლამა და პლუს ახალი ფილმი, რომელშიც ძალიან ბევრი მსახიობი თამაშობს: ნუკი კოშკელიშვილი, შორენა ბეგაშვილი, დათო დარჩია, კოტე თოლორდავა, ბუბა კიკაბიძე, გივი ბერიკაშვილი და სხვები. „3+3“ ჰქვია.  პრემიერა ახლახან იყო. ამ ყველაფრის გამო, ძალიან დაკავებული ვიყავი და ბავშვს ძირითადად, ვერ ვხედავდი. თან, პარასკევსა და შაბათს მამას მიჰყავდა და ესეც ებმებოდა. თუმცა, ზოგადად, დროის ნაკლებობას არ განვიცდით.

– ბავშვს რა რეაქცია აქვს, როცა ეკრანზე გხედავს?

– განსაკუთრებული რეაქცია არ აქვს. რატომ? არ ვიცი.  ალბათ, მამამისსაც რომ ხედავდა ხოლმე გადაცემებში, მიჩვეულია.

– როგორი ბავშვია, ვის ჰგავს?

– გარეგნულად ვერ გავიგე ვის ჰგავს. ფოტოებით რომ ვიმსჯელოთ, ზოგი ძალიან ამსგავსებს მამამისს, ზოგი კი მეუბნება, რას ამბობ, შენ გგავსო. ხასიათით, ვფიქრობ, ზუსტად მამამისია, ერთი-ერთში (იცინის). თუმცა, ჩემი რაღაცეებიც აქვს. ჯიუტია და ამით, რომელს გვგავს, არ ვიცი, ორივე ჯიუტები ვართ (იცინის). 

– როგორი დიასახლისი ხარ, საოჯახო საქმეები თუ გეხერხება?

_ კი. ოთხწელიწად-ნახევარი გადასარევად მეხერხებოდა ყველაფერი (იცინის). რაც ქმარს გავშორდი, აღარ მიწევს. იმიტომ რომ, ჩემებთან ვარ და ყველაფერს დედაჩემი აკეთებს, თორემ გამოცდილება მაქვს. დიდხანს  ვცხოვრობდით მარტო და ყველაფერს გადასარევად ვაკეთებდი. არანაირი პრეტენზია არ ჰქონია გიორგის... პირველი ორი თვე კიდევ შეიძლება, მაგრამ მერე – არა (იცინის).

– რამდენიმე თვეა, ერთმანეთს დაშორდით, არა?

– დაახლოებით ნახევარი წელიწადია, რაც დავშორდით. ასე მოხდა. ახლა ცივილიზებული ურთიერთობა გვაქვს და ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებზე ვეკონტაქტებით ერთმანეთს. იმის იქით, ერთმანეთის ცხოვრებით არ ვინტერესდებით. 

– მსახიობები ხართ და აქამდე ბევრჯერ მოგიწიათ წყვილის როლის თამაში. ახლაც რომ იყოს მსგავსი შემოთავაზება, თუ ითამაშებთ ისევ ერთად?

– მე არანაირი პრობლემა არ მექნება და ზუსტად ვიცი, არც მას. ორივე ჩვენი საქმის პროფესიონალები ვართ და წესით, ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს. 

– ამ გამოცდილების შემდეგ, შენი დამოკიდებულებები და მოთხოვნილებები შეიცვალა მამაკაცისა და პირადი ურთიერთობების მიმართ?

– რა თქმა უნდა, ესეც ერთგვარი გამოცდილებაა და თუ ვინმე გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში, ალბათ, უფრო სხვანაირად შევხედავ. ახლა ზუსტად ვერ გეტყვი, ასეთი მინდა, რომ იყოს და ეს არ უნდა ჰქონდეს-მეთქი, მაგრამ თავისთავად, რაღაცეებს სხვანაირად დავაკვირდები. გონებასუსტი თუ ხარ, მეორედაც მოგივა და მესამედაც იგივე, მაგრამ თავში ჭკუა თუ გაქვს, რაღაცნაირად გაფილტრავ ყველაფერს (იცინის).

скачать dle 11.3