კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო დასჭირდა მიშა სულუხიას საკუთარი მამაკაცობის დასაბუთება და რატომ ანიჭებს მას სიამოვნებას ქალის გაოცებული თვალები

ის, რომ მიშა სულუხიას უნიკალური ხმის ტემბრი აღმოაჩნდა და უცხოეთში წავიდა სასწავლებლად, ამის შესახებ ჩვენს ჟურნალში დაიწერა. თუმცა, ბოლო შვიდი თვეა, ის თბილისშია და ჭორიც გავრცელდა, თითქოს ხმაზე პრობლემები აქვს. ამის გამო კი შვეიცარიაში, ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა და რეაბილიტაციის მიზნით, იძულებული გახდა, ერთი წლით აკადემიური აეღო და სამშობლოში დაბრუნებულიყოო. რასაკვირველია, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება, მაგრამ, ჩვენ, ამ ჭორის გადამოწმება თავად მიშასთან გადავწყვიტეთ და მისგან გავიგეთ სიმართლე.

მიშა სულუხია: შვეიცარიაში, რენესანსისა და ბაროკოს მუსიკალურ აკადემიაში ვსწავლობ და სხვათა შორის, ქულებით ერთ-ერთი მაღალქულიანი სტუდენტი ვარ. რამდენიმე თვეა, თბილისში ვარ, რადგან დედას ჯანმრთელობის გამო მომიწია ჩამოსვლა. ამიტომ, აკადემიური ავიღე ერთი წლით. მადლობა ღმერთს, დღეს დედა სრულიად ჯანმრთელია. ეს წელი გამიცდა, მაგრამ მომავალი წლიდან გავაგრძელებ სწავლას. დედას ჯანმრთელობად ნამდვილად ღირდა ეს გაცდენილი ერთი წელი. 

– ოპერის მომღერლისთვის, მით უმეტეს, კონტრტენორისთვის, ერთი დღით მეცადინეობის გაცდენაც კი ხმაზე ცუდად აისახება. უკვე შვიდი თვეა, აქ ხარ და ეს შენს ხმაზე ცუდად არ აისახა?

– რასაკვირველია, მომღერლისთვის ყოველდღიური ხმის მუშაობა აუცილებელია. როგორც კი აქ ჩამოვედი, გია ყანჩელის ფესტივალი ჩატარდა და იქ მიმიწვიეს. ბატონ გიას აქვს კონტრტენორისთვის დაწერილი ნაწარმოები, მეც აქ გახლდით და კონცერტზე გამოვედი, სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ამის შემდეგაც იყო მიწვევები. ასე რომ, არ გავჩერებულვარ და სულ მიწევს ხმაზე მუშაობა, პუბლიკის წინაშე გამოსვლა.

– საქართველოში ერთი კონტრტენორი ხარ, თუ კიდევ არის ვინმე?

– სხვათა შორის, მსოფლიოში ძალიან ცოტა კონტრტენორია, თითზე ჩამოსათვლელი. მე ვიცნობ ქართველ ბიჭს, მასაც მიშა ჰქვია და ისიც კონტრტენორია. ანუ, გამოდის რომ, საქართველოში, სულ ორი კონტრტენორი მამაკაცი ვართ. როგორც ვიცი, მსოფლიოში, ორმოცდაათამდე კონტრტენორი მამაკაცია და მეც, ორი წელია, ამ ჟანრში ვმოღვაწეობ. საკმაოდ შრომატევადი საქმეა, მაგრამ მე, სწრაფად გადავდგი ნაბიჯები. ხელი იმან შემიწყო, რომ მუსიკალური ბეგრაუნდი მქონდა – კონსერვატორიაში სწავლის პერიოდი. ხშირად, როცა სცენაზე გამოვალ, დავდგები ორმეტრიანი, ქართული გარეგნობის მამაკაცი და უცბად ამოვუშვებ ქალის ხმას, უნდა ნახოთ, რა რეაქცია აქვთ დარბაზში მსხდომ მანდილოსნებს (იცინის). ტანთან შედარებით, აბსოლუტურად შეუფერებელი ხმა აოცებთ, შოკში ვარდებიან, თვალები უფართოვდებათ და გაშტერებულები მისმენენ. თუმცა, სასიამოვნოა, ამდენი გაოცებული ქალის თვალების ყურება (იცინის).

– არ გწყდება გული, რომ საესტრადო მუსიკას ჩამოშორდი?

– სხვათა შორის, მინდა-არმინდა, საესტრადო ჟანრშიც ვმონაწილეობ. ამიტომ ამ ჟანრს ნამდვილად არ ჩამოვშორებივარ. ეს არ მიშლის ხელს იმაში, რომ ოპერის მომღერალიც ვიყო. თუმცა, ეს ორი სფერო, რადიკალურად განხვავებულია. მე დისკომფორტს არ განვიცდი და არც მამაკაცისთვის არაბუნებრივ ხმაზე სიმღერაა ჩემთვის რთული. 

– იშვიათი ხმის ტემბრით, წარმატებებს რომ ადვილად მიაღწევ, ეს გასაგებია, მაგრამ ჭორი გავრცელდა, თითქოს ამის გამო დიდ  მსხვერპლზე წახვედი. ამაზე რას მეტყვი?

– ვიცი, რასაც მეკითხებით. ეს ჭორი მეც გავიგე და გამეცინა. გასაგებია, რომ მომღერლები ხშირად მიდიან მსხვერპლზე, თუმცა მე ეს მსხვერპლი არ მჭირდება. ღმერთმა მომცა ნიჭი და მას ვიყენებ, როგორც შემიძლია. დამიჯერეთ, არანაირი ქირურგიული ოპერაცია არ ჩამიტარებია, რომ ხმა დამწვრილებოდა და ქალის ხმით მემღერა.

– თუმცა, ვიცი, რომ მსოფლიოში აღიარებული კონტრტენორების უმრავლესობას კასტრაციის ოპერაცია აქვს გაკეთებული. ამას შენ უარყოფ?

– რომ გავიგე ჭორი, მიშა სულუხიამ კასტრაციის ოპერაცია გაიკეთა და სათესლე ჯირკვლები ამოიკვეთაო, თავიდან გავბრაზდი, მერე კი, გამეცინა. ეს, მე არ მჭირდება. სხვათას შორის, ცნობისთვის, ეს პროცედურა კეთდებოდა ადრე, ბაროკოს პერიოდში – საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდების სამეფოში და ასე შემდეგ, 9 წლის ასაკში ასაჭურისებდნენ ვაჟებს, რომ ხმა დაწვრილებოდათ და სპეციფიკურ ხმაზე ემღერათ. ამ ასაკში ხდება ბავშვის მომწიფება და ამ ოპერაციასაც აქვს ეფექტი. მე რომ ახლა გავიკეთო კასტრაცია, ეს, ჩემს ხმის ტემბრზე ნამდვილად ვერ იმოქმედებს და შედეგს არ მომცემს. იმიტომ არ ვბრაზდები ამ ჭორზე, რომ იმათ, ვინც ეს არ იცის და მოისმინეს ჩემი განსხვავებული, ქალის წვრილ ხმაზე ნამღერი, ჩათვალეს, კასტრირებული ვარ.

– ანუ, კასტრირებაზე წამსვლელი არ ხარ, მიუხედავად იმისა, რომ იცი, ამით მსოფლიოში ცნობილი და მოთხოვნადი ადამიანი გახდები?

– კიდევ ვამბობ, რომც მოვინდომო, დაგვიანებულია. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, ამ ქირურგიულ ოპერაციაზე არ დავთანხმდებოდი. სხვათა შორის, დასკვნა, რომ სრულფასოვანი მამაკაცი ვარ, სახლში მიდევს. გავაკეთე საბუთი და ვისაც ეჭვი ეპარება ჩემს სრულფასოვან მამაკაცობაში, ვაჩვენებ. ასე რომ, მამაკაცური პოტენცია დასაბუთებული მაქვს! 

– თავად თუ იცნობ, ოპერის მომღერალ მამაკაცებს, ვისაც კასტრირების ოპერაცია აქვს ჩატარებული?

– თანამედროვე დროში, კასტრირებული მომღერლები აღარ არიან. როგორც უკვე გითხარით, ეს ოპერაცია ბავშვობაში კეთდება და დღეს, იურისპრუდენციის კანონებით, ბავშვის უფლებები მაქსიმალურად დაცულია. კონტრტენორის ხმა უნიკალურობაზე მეტყველებს, თუმცა ახლა არ იფიქროთ, თითქოს ჩემს თავს რეკლამას ვუკეთებ. ეს ფაქტია. ჩემთვისაც გასაოცარი იყო, როცა ჩემი ხმის დიაპაზონი დავაფიქსირე ორი წლის წინ. ამ ნიჭით, ვიცი, ბევრს მივაღწევ მსოფლიოში და საფრთხეც რომ დაემუქროს ჩემი ხმის იოგებს, ათი შვილიც რომ მყავდეს, მაინც არ დავთანხმდები კასტრირებას (იცინის). ჩემს მამაკაცობას იოგებში გავცვლი? ქირურგიული ოპერაციის კი არა, ტატუს წინააღმდეგიც ვარ. მე ბუნებრიობას ვანიჭებ უპირატესობას და ქალშიც ამას ვაფასებ. სხეულის ბუნებრიობა, შენს ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს. ვერ ვიტყვი, ხელოვნური ქალები მომწონს-მეთქი, ბუნებრივი მირჩევნია. გადაჭიმულ-გადმოჭიმული, დაბერილ-დაბოტოქსებული ქალი ჩემს გემოვნებაში არ ჯდება. თუმცა, არავის განვიკითხავ. ეს ჩემი აზრია და არავის ეწყინოს. მოდა მაშინ არის ხარისხიანი, როცა ბუნებრიობასთანაა ახლოს. ინდივიდუალიზმიც კი ბუნებრიობასთან უნდა იყოს კავშირში. ისე, დავაკვირდი და, რაც ასაკი მემატება, მით უფრო მეზრდება მოთხოვნილება ბუნებრიობაზე. მარტო გარეგნულად შეცვლილი კი არა, ქმედებებით ხელოვნური და ყალბი ადამიანებიც, ჩემს გემოვნებაში არ ჯდება. 

скачать dle 11.3