კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ენდობიან და მიიჩნევენ „იფქლის“ პურს ხარისხიანად?!

„პური რომ მეპურემ უნდა გამოაცხოს,“ ქართველ ბრძენ ხალხს ჯერ კიდევ მაშინ უთქვამს, როცა მისი  ცხობის სათავეებთან იდგა. თუმცა, დღეს ამ გამონათქვამმა თავისი არსი დაკარგა, მაგრამ საქართველოში კარგი პურის მცხობელები მაინც შემორჩნენ. ასეთი კი, ჩვენი მკითხველების გამოკითხვით, კომპანია „იფქლია“.  სიტყვა „იფქლი“ ძველქართული ლექსიკონის მიხედვით ქართულ საშემოდგომო ხორბლის ჯიშს ჰქვია. ის დავით გურამიშვილის შემოქმედებაშიცაა ნახსენები.  კომპანიამ პურპროდუქტების წარმოება ჯერ კიდევ 1993 წლიდან დაიწყო. ბიზნესისა და პროდუქციის კარგად ცოდნამ, ასევე საქმისადმი დაუღალავმა მიდგომამ განაპირობა ის, რომ „იფქლი“ ყოველწლიურად ვითარდება და პროგრესს განიცდის.  როგორ და ვინ აცხობს „იფქლის“ პურს, რითაა ეს ქარხანა გამორჩეული და რატომაა ეს ქართული ბრენდი ჩვენი მკითხველის რჩეული, ამ საკითხებთან დაკავშირებით, შპს „იფქლის“ დამფუძნებელს, ბატონ შაქრო ბაკურაძეს ვესაუბრეთ.

– ბატონო შაქრო, თბილისში ერთ-ერთი პირველი პურის მცხობელი კომპანიის დამფუძნებელი ბრძანდებით. გვიამბეთ თქვენი პირველი ნაბიჯების შესახებ...

– აგრარული უნივერსიტეტი დავამთავრე, სოფლის მეურნეობის ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით. სულ სხვა გეგმები მქონდა, თუმცა 90-იან წლებში ქვეყანაში არსებულმა კრიზისმა მიბიძგა, რომ  პურფუნთუშეულის ბიზნესი დამეწყო.  ამას მაშინ ბიზნესს ვერც დაარქმევდი. ეს იყო ბრძოლა არსებობისთვის პირდაპირი გაგებით. ცომსაც მე ვზელდი, საცხობ დანადგარსაც მე ვმართავდი და მევე ვაცხობდი. 

ერთხელ, მახსოვს, სახელდახელოდ, თანამშრომლებმა საქართველოში პირველი თეთრი პური – ბატონი გამოვაცხეთ. ძალიან გემრიელი იყო და იქვე ყველამ დავინაწილეთ. მას შემდეგ ნელ-ნელა  ფეხი ავიდგით და დღეისთვის წარმოებაში უკვე 300-მდე სპეციალისტი გვყავს დასაქმებული.  

ჩვენ ვუშვებთ 75-მდე სახეობის პროდუქციას, აქედან 31  სხვადასხვა წარმოების პურია – დაწყებული უმაღლესი ხარისხის პურიდან, არის ასევე, ჭვავის, რუხი, სოფლის, ვესტფალიური, ლატვიური ტრადიციული სანელებლებით, ქატოს და ასე შემდეგ. რაც შეეხება ფუნთუშეულს, ჩვენი საკონდიტრო წარმოება გახლავთ   უნივერსალური,  გამორჩეული გემოვნებითა და მრავალფეროვანი არჩევანით: შოკოლადიანი ფუნთუშა ქოქოსის შიგთავსით, კრემიანი ფუნთუშა, ქადა, სააღდგომო პასკა, „პეროგი”, „კულიჩი“, „კორჟიკი,” ჩხირი, ნამცხვრები და ასე შემდეგ.  ეს ნაწარმიც ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულით მზადდება. „იფქლის” რომელი პროდუქტიც არ უნდა აირჩიოთ, შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ მის ხარისხში. პროდუქციის წარმოებისას რასაკვირველია, ვითვალისწინებთ მომხმარებელთა სხვადასხვა საჭიროებას. ვისაც დიაბეტი აქვს, ვთავაზობთ დიაბეტურ პურს, რომელსაც შეუძლიათ, სრულად ენდონ. მე თავად მაქვს მიდრეკილება დიაბეტისადმი და მხოლოდ ამ პურის ხარისხს ვენდობი. ჩვენ სპეციალური ლიცენზია მოვიპოვეთ დიაბეტური პურის წარმოებისთვის. ამ საკითხს სათუთად ვეკიდებით. 

– „იფქლის“ მსგავსი  ულტრათანამედრვე დონის ქარხანა არცთუ ხშირია ქართულ წარმოებაში..

– ადრე ჩვენი ქარხნის ადგილას არაფერი იყო. ნულიდან დავიწყე საკუთარი ხელებით და დღეს თანამედროვედ აღჭურვილი საწარმო გვაქვს, ასევე, საკუთარი დისტრიბუციის სამსახური. 72-მდე დისტრიბუციის მანქანით ვამარაგებთ თბილისის თითქმის ყველა მაღაზიას. გაგვაქვს პროდუქცია მცხეთაში, გორსა და რუსთავში. ქარხანაში  სრულიად ახალი, ევროსტანდარტების დონის ტექნიკური აღჭურვილობა ახლახან დავამონტაჟეთ. ამან კიდევ უფრო შეუწყო ხელი ქარხნის წინსვლას. გვაქვს სამომავლო გეგმები წარმოებასთან დაკავშირებით და ამ პოზიტიურ სიახლეებს  ცოტა მოგვიანებით მოვახსენებთ თქვენს მკითხველს. 

– ბატონო შაქრო, დღეს საქართველოში სერიოზული პრობლემაა ხარისხიანი პურის წარმოება... თქვენ ხარისხზე კონტროლს თუ აწარმოებთ?

– ხარისხი ნომერ პირველი საკითხია ჩვენთან. ჩვენ მომხმარებელს მხოლოდ ჯანსაღ და გემრიელ პროდუქციას ვთავაზობთ. გარდა ამისა, ვირჩევთ და ვამოწმებთ ხარისხზე ნედლეულს. ჩვენ მუდმივად ვახდენთ  ჩვენი ნაწარმის ლაბორატორიულ კონტროლს. აკრედიტებულ ლაბორატორიებში ხდება ჩვენი წარმოებული  პურის მუდმივი გადამოწმება, აკმაყოფილებს თუ არა ის სტანდარტებს და ესადაგება თუ არა მასზე დატანებულ მონაცემებს. მოსახლეობამ რომ ზუსტად იცოდეს რას მიირთმევს, ეტიკეტებზე ასახული გვაქვს პროდუქტის შემადგენლობა თავისი ენერგეტიკული ღირებულებით. ჩვენ ვუფრთხილდებით მომხმარებლის ჯანმრთელობას და  საკუთარ სახელს. პერიოდული ლაბორატორიული შემოწმებები და წარმოების მუდმივი კონტროლი ეს უკვე  „იფქლის“ სამუშაო სტანდარტია.  მე ამ ქალაქში ვცხოვრობ და ჩემი ოჯახიც „იფქლში” გამომცხვარი პურით იკვებება.  მინდა, ჩვენს მომხმარებელს და თქვენს მკითხველს მივმართო,  პურეულ და საკონდიტრო ნაწარმს ყოველდღე თქვენთვის ვაცხობთ. ჩვენს ქარხანაში პურის ცხობის პროცესში მონაწილეობენ საქმის გამოცდილი სპეციალისტები. „იფქლის“ ყოველი პროდუქტი მათი ექსპერტიზით, შრომითა და გულით არის გამომცხვარი. 

 p.s. მადლობა მინდა გადავუხადო  ბატონ შაქროს, რომ გამონახა დრო ჩვენთან ინტერვიუსთვის. დააგემოვნეთ „იფქლის” პროდუქცია და მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მათ ვებ-გვერდს  www.ipkli.ge

скачать dle 11.3