ინოვაციური აპარატი ქართულ-ევროპულ დერმატოლოგიურ კლინიკა „კანი“-ში
ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი ხალი რომ არ ჰქონდეს. წინათ ხალი ბედნიერების ნიშნად მიაჩნდათ, მაგრამ მათ მიმართ ექიმების დამოკიდებულება არცთუ ოპტიმისტურია. სტატისტიკის მიხედვით, მაღალია მათი ავთვისებიან სიმსივნედ გარდაქმნის რისკი 10-დან – 50 პროცენტამდე. ამიტომაც ხალებზე დაკვირვება აუცილებელია, რათა მათი მელანომად – კანის პიგმენტურ ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარების რისკი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
2014 წლის მიწურულს, თბილისში ევროპული სტანდარტების საერთაშორისო დერმატოლოგიური კლინიკა „კანი” გაიხსნა. პირველად ამიერკავკასიაში, ინოვაციური აპარატის Fotofinder bodystudio-ს დახმარებით, შესაძლებელი გახდა როგორც ცალკეული ხალების, ასევე მთელი სხეულის კომპიუტერული დიაგნოსტიკა და მასზე არსებული ცვლილებების უსწრაფესი გამოვლენა.
ირაკლი კუტალია (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მთავარი ექიმი დერმატოლოგი, კლინიკა „კანი“-ს დამფუძნებელი): ხალების შესწავლა აუცილებელია. ევროპაში ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ და შესაბამისად, მელანომების – კანის კიბოს შემთხვევებიც მინიმუმამდეა დაყვანილი. ის უახლესი, გერმანული აპარატი, რომელიც ჩვენს კლინიკაშია, საშუალებას გვაძლევს, დავაკვირდეთ ხალს და განვსაზღვროთ, არსებობს თუ არა მისი მელანომად (კიბოდ) გადაგვარების, თუნდაც მინიმალური რისკი. თუკი ხალი ევროპულ ქვეყნებში იწვევდა ელემენტარულ ეჭვს, მას დაუყოვნებლივ აცილებდნენ, რადგან არ არსებობდა მისი კონტროლის მექანიზმი. ახლა კი შესაძლებელია, ამ ხალის კონტროლი დინამიკაში, მინიმალური ცვლილებების დაფიქსირებით. თუკი ვამჩნევთ, რომ ხალი იცვლება, მხოლოდ მაშინ ვაგზავნით პაციენტს ხალის მოცილებაზე. თუკი მას არ სურს ხალის მოცილება და ეს ხალი დროთა განმავლობაში არ განიცდის ცვლილებას, რასაც ჩვენი აპარატის საშუალებით ვაკონტროლებთ, პაციენტს ახლა უკვე აქვს საშუალება, აირჩიოს ხალის ამოკვეთა ან უბრალოდ, მისი გაკონტროლება ჩვენი აპარატის საშუალებით.
სპეციალური კომპიუტერული პროგრამით შესაძლებელია, ყველა ხალის ავთვისებიანობის ინდექსის დადგენა და შეფასება, მაღალია თუ არა ამ ხალის მელანომაში (კიბო) გარდაქმნის რისკი. მთელი ინფორმაცია ინახება ელექტრონულად, რასაც პაციენტიც იღებს დისკზე ჩაწერილს. შემდგომში ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, მოხდა თუ არა, თუნდაც მინიმალური ცვლილება – გაიზარდა, შეიცვალა სტრუქტურა, შეფერილობა... ანუ, ხდება გადამოწმება.
– ბატონო ირაკლი, არსებობს თუ არა კონკრეტული რისკ-ჯგუფები, რომლებმაც განსაკუთრებით უნდა აკონტროლონ ხალები საკუთარ სხეულზე?
– პირველი და ყველაზე საშიში ფაქტორი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ხალზე, არის მზე. ამიტომ, რისკის ჯგუფს შეიძლება მივაკუთვნოთ რუჯისა და სოლარიუმის მოყვარული ადამიანები. Fotofinder bodystudio-ს აპარატი აფიქსირებს ყველა ხალს და როგორც გითხარით, ინახავს სრულ ინფორმაციას მათზე. ზაფხულის შემდგომ, შემოდგომაზე ისევ უნდა გადამოწმდეს ეს ხალები და ვნახოთ, ხომ არ შეიცვალა რომელიმე, ან ხომ არ გაჩნდა ახალი ხალი. კვლევის ეს მეთოდი არის მელანომის (კიბოს) პრევენციისთვის საუკეთესო გზა, კანის კიბოსთან ბრძოლის და მისი დამარცხების უალტერნატივო საშუალება. მით უფრო, თუკი არსებობს გენეტიკური ფაქტორიც (ახლო ნათესავებში ონკოლოგიური დაავადება), ადამიანმა წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ჩაიტაროს კანის სრულფასოვანი გამოკვლევა ამ უახლესი აპარატით.
– გარდა ხალებისა, Fotofinder bodystudio-ს აპარატი საუკეთესო საშუალებაა კანზე მიმდინარე პროცესების გამოსავლენად.
– დიახ, გარდა ხალისა, ამ აპარატით ხდება კანზე მიმდინარე ცვლილებებსა და მათ დინამიკაზე დაკვირვება. რაც ზუსტი დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა. ზუსტი დიაგნოზი კი მკურნალობაში საუკეთესო შედეგის მიღების გარანტიაა. კლინიკას მუდმივი კავშირი აქვს სანკტ-პეტერბურგის ივანე მეჩნიკოვის უნივერსიტეტის დერმატო-ვენეროლოგიის კათედრასთან. ხშირად გვაქვს კონსილიუმები ჩვენს პეტერბურგელ კოლეგებთან. ერთად განვიხილავთ კონკრეტული პაციენტის შემთხვევას და ვარჩევთ მკურნალობის საუკეთესო მეთოდს. ამაში ჩვენი პაციენტები დამატებით თანხას არ იხდიან. ყველა ის მეთოდი და მიდგომა, რომელიც კლინიკა „კან“-ს პაციენტების მიმართ აქვს, სრულ შესაბამისობაშია ევროპისა და ამერიკის წამყვანი დერმატოლოგიური კლინიკების სტანდარტებთან.
– ბოლო კითხვა – რა მომსახურებას სთავაზობს კლინიკა „კანი” პაციენტებს, გარდა ხალების გამოკვლევისა?
– კლინიკაში შესაძლებელია, სრული მკურნალობა კანის ყველა დაავადებაზე. როგორც აღვნიშნეთ, კლინიკა ხელმძღვანელობს დასავლური სტანდარტებით, რისი გამოყენებაც, რა თქმა უნდა, ხდება კანის ყველა დაავადების მკურნალობისთვის.
სანდრო ბოჭორიშვილი (კლინიკა „კანი“-ს პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი): თბილისში საერთაშორისო დერმატოლოგიური კლინიკის შექმნის იდეა წამოვიდა სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის დერმატოლოგიის კათედრიდან. იქ მოღვაწე პროფესორებმა გადაწყვიტეს, ჩამოსულიყვნენ საქართველოში და შეექმნათ დასავლური სტანდარტების დერმატოლოგიური კლინიკა, რომელიც იხელმძღვანელებდა ევროპისა და ამერიკის წამყვან დერმატოლოგიურ კლინიკებში აპრობირებული მეთოდებით.
„კანი” არის კლინიკა, სადაც ნამდვილად შეიძლება თანამედროვე სტანდარტისა და მაღალი დონის დერმატოლოგიური მომსახურების მიღება. ამის საშუალებას კი გვაძლევს კლინიკის ტექნიკური აღჭურვილობა და მაღალკვალიფიცური ექიმებით დაკომპლექტებული გუნდი. მათ მიღებული აქვთ ევროპული სტანდარტების განათლება და გამოცდილება, რაც ბუნებრივია, პირდაპირ აისახება მკურნალობის მაღალ ეფექტურობაზე.
ყველა გამოკვლევა ტარდება თავიდან, მაშინაც კი, როცა პაციენტი კონკრეტული დიაგნოზით მოდის (ეს არ არის დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული), რათა სრულად გამოირიცხოს უმნიშვნელო ცდომილებაც კი. ჩვენს ექიმებს მუდმივად აქვთ ონლაინ-კონსილიუმები სანკტ-პეტერბურგის დერმატოლოგიის კათედრასთან და მუდმივად ხდება პაციენტების დიაგნოზისა და მკურნალობის მიმდინარეობის განხილვა.
მინდა აღვნიშნო, რომ კლინიკა „კანი” ევროპული კლინიკებისგან მხოლოდ ფასებით განსხვავდება. ჩვენ მაქსიმალურად მოვერგეთ ჩვენი მოსახლეობის ფინანსურ შესაძლებლობებს, რადგან მიგვაჩნია, რომ კანის კიბოს პრევენცია უმთავრესია. ამის მარტივი და უმტკივნეულო გზა კი – მხოლოდ კანის კომპიუტერული დიაგნოსტიკაა. შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი აპარატის საშუალებით, საქართველოში მელანომით დაავადებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდება.
კლინიკა „კანი“-ში შესაძლებელია სრულფასოვანი მკურნალობა ყველა დერმატოლოგიურ დაავადებაზე.
მის: ვაკე, ჭავჭავაძის გამზ. ¹7
ტელ (032) 2 43 40 00
ვებ-გვერდი: www.kani.ge
Fb: www. Facebook.com/kani.ge