კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ინახავდა საიდუმლოდ ჯეკპოტის მოგებას მარინე გარსენიშვილი და რა ოცნებები აისრულა მილიონის მოგების შემდეგ ნანა ქალიაშვილმა

ოცნება – მოიგოს ლატარიაში ჯეკპოტი, ბუნებრივია, ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ ამის იღბალი – მხოლოდ გამონაკლისებს. თუმცა, ეს გამონაკლისები არცთუ ისე იშვიათობაა. ეროვნული ლატარიის პირველი გათამაშება ეთერში 2009 წელს გავიდა და იმ დროიდან დღემდე გათამაშებული ჯეკპოტების რაოდენობამ უკვე 10-ს გადააჭარბა.

„თბილისელები“ ჯეკპოტის მფლობელ ორ  ქალბატონს დაუკავშირდა.

მარინე გარსენიშვილი კახეთში ცხოვრობს და მან 809 809 ლარი მოიგო. ნანა ქალიაშვილმა კი, მიუხედავად იმისა, რომ გორში ცხოვრობს, მომგებიანი ბილეთი თბილისში შეიძინა და მილიონამდე სულ ცოტა დააკლდა. თუმცა, ლატარიის კომპანიამ მას თანხა დაუმრგვალა და მილიონი გადასცა.

მარინე გარსენიშვილი: ბილეთებს ხშირად ვყიდულობდი, თუმცა, ძალიან იშვიათად ვამთხვევდი ციფრებს. ჯეკპოტის იმედი არ მქონდა, მაგრამ მაინც საკმაოდ ხშირად ვთამაშობდი. იმ დღეს, სახლში მარტო ვიყავი და გათამაშებას ვუყურებდი. პირველი სამი ციფრის დამთხვევაზე დიდი ემოციები არ მქონია, ხოლო, როცა ექვსივე ციფრი დაემთხვა: „ღმერთო, ნუთუ ჯეკპოტი მოვიგე-მეთქი,” – გავიფიქრე. საკუთარი ემოციების მართვა შემიძლია და ამჯერადაც, თავი ხელში ავიყვანე. სიმშვიდის შესანარჩუნებლად რამდენიმე ტაბლეტიც მივიღე და იმდენი მოვახერხე, თითქმის ერთი კვირა, ამის შესახებ არავის გაუგია. 

– რამდენადაც ვიცი, ამ ამბის საიდუმლოდ შენახვისთვის განსაკუთრებული მიზეზი გქონდათ, არა?

– იმ დროს, ოჯახში შვილიშვილს ველოდით და მინდოდა, სანამ ბავშვს სამშობიაროდან გამოვიყვანდით – ეს ყველაფერი საიდუმლოდ დარჩენილიყო. მერე ყველას უკვირდა, როგორ მოახერხე, რომ არაფერი გეტყობოდაო. ოჯახის წევრებს ძალიან გაუხარდათ, განსაკუთრებით შვილიშვილებს. უფროსი შვილიშვილი ძალიან ეშმაკია და სანამ გავამხელდით, მანამდე მიხვდა. იძახდა: ახლა ჯეკპოტი რომ მომაგებინა, ოჰ, რას ვიზამდიო (იცინის).  მერე მითხრა: მივხვდი, რომ რაღაც კარგი ხდებოდაო. პირველად ჩემს მეუღლეს ვუთხარი: აი, რომ მაშაყირებდით „ლოტოს“ თამაშის გამო, ჯეკპოტი მოვიგე-მეთქი. ეჩქარებოდა, სადღაც უნდა წასულიყო და ამ დაღლილ-დაქანცულზე რა დროს ხუმრობააო, მითხრა. არ იჯერებდა (იცინის).

– მითხარით, მანამადე ციფრებს ვერ ვამთხვევდიო და ამჯერად, რის მიხედვით შეარჩიეთ კომბინაცია? 

– მანამდე, ციფრებს წინასწარ ვწერდი და ბილეთის საყიდლად მერე მივდიოდი. მაშინ არც ციფრები მქონია მოფიქრებული და საერთოდ, ბილეთის ყიდვაც მავიწყდებოდა. როცა გამახსენდა, ჯიხურისგან უკვე საკმაოდ შორს ვიყავი, მაგრამ მიბრუნება არ დამზარებია.  ციფრების არჩევისას ბევრი არ მიფიქრია, ბედს მივენდე და სასწაულიც მოხდა. ალბათ, ბედისწერა იყო. რა თქმა უნდა, თამაშს კვლავ ვაგრძელებ, ახლა უკვე სხვებთან ერთად. ჩემი გამარჯვება ბევრისთვის სტიმული გახდა და მათაც დაიწყეს თამაში (იცინის).

– როგორ შეცვალა ამ გამარჯვებამ თქვენი ცხოვრება?

– ოჯახში ბევრნი ვართ. სამი ვაჟიშვილი მყავს, აქედან ორი დაოჯახებულია. უფროსი დასაოჯახებელი გვყავს. თანხა მათ გავუნაწილე და თვითონ როგორც გაუხარდათ, ისე გამოიყენეს. მე თბილისში ვიყიდე ბინა, ისეთი, რომ გავადიდო, გავყიდო და შემდეგ სამივე ძმას გავუნაწილო. ისევ შვილებზე ვფიქრობ (იცინის). ბავშვებმაც პატარა საქმეები წამოიწყეს. რომ ვთქვა, ძალიან გაჭირვებულები ვიყავით და პურის ფული გვიჭირდა-მეთქი, არ იქნება მართალი. მაგრამ, ამ მდგომარეობასთან შედარება ნამდვილად არ შეიძლება, რისთვისაც უფალს ყოველდღე მადლობას ვუხდი. ახლა ერთი ოცნება მაქვს. ძალიან მინდა, ჩემი უფროსი ვაჟიშვილი დაქორწინდეს. საშუალოსა და უმცროსზე არ ვნერვიულობ. მათ ძალიან კარგი ოჯახები აქვთ. ღმერთს ადრეც და ახლაც, უფროსის დაქორწინებას ვთხოვდი და ვთხოვ. პირადი ცხოვრება ვერ ააწყო, არადა ძალიან განათლებული და კარგი ადამიანია. მეგობრებს ვაფრთხილებ, თუ მის დაქორწინებას მოვესწარი, აი, მაშინ მომაქციეთ ყურადღება, სიხარულისგან რამე არ დამემერთოს-მეთქი (იცინის). მერე ვეღარ შევძლებ ემოციების შეკავებას.

ნანა ქალიაშვილი: რაც დრო გადის, მით უფრო ვაცნობიერებ ამ გამარჯვებას და ახლა უფრო მეტი ემოცია მაქვს, ვიდრე მაშინ. ეს ყველაფერი დაუჯერებელი იყო. ვხედავდი, რომ გამარჯვებულ ბილეთში ჩემი ციფრები იყო, მაგრამ ამის  გაცნობიერება რთული აღმოჩნდა (იცინის). ზოგადად, მშვიდი ადამინი ვარ და გული არ წამსვლია, თუმცა ძალიან გახარებული ვიყავი. სახლში მარტო მე და ჩემი მეუღლე ვიყავით. მას რომ ვუთხარი, ტელევიზორში ვნახე, რომ მილიონი მოვიგე-მეთქი, არ დაიჯერა. მე მარტო ვუსმენდი და როგორც გითხარით, დაჯერება მიჭირდა, მაგრამ ის მარკეტი რომ გამოაცხადეს, რომელშიც ბილეთი შევიძინე, დავრწმუნდი. მეუღლე კი არ იჯერებდა, სანამ არ წავედით და ყველაფერი არ გავარკვიეთ. ჩემს გოგონას რომ დავურეკე ამის სათქმელად, ყურმილი სიძემ აიღო და არც მან დაიჯერა (იცინის). 

– მანამდე ხშირად თამაშობდით?

– კი, ხშირად ვთამაშობდი. გორში ვცხოვრობ და ბილეთს სულ აქ ვყიდულობდი. მაშინ შვილთან ვიყავი თბლისში და ეს ბილეთი გლდანში შევიძინე შვილიშვილთან ერთად. სწორედ ის აღმოჩნდა იღბლიანი (იცინის). სულ ვფიქრობდი, როგორ იცნობენ ციფრებს, ლოგიკური აზროვნებით თუ შემთხვევით-მეთქი?!  სულ ეს აზრი მიტრიალებდა თავში. მე და ჩემი ბევრი ახლობელი მარტში ვართ დაბადებულები და ერთხელ ვფიქრობდი, ახლა რომ შემევსო ბილეთი დაბადების დღეებს ჩავწერდი-მეთქი. შემდეგ, უკვე გასული გადაცემა ვნახე და ამ პრინციპით შერჩეული ოთხი თუ ხუთი ციფრი დაემთხვა. მის შემდეგ, ვფიქრობდი, ახლა რომ ვიყიდი ბილეთს, იმ თვის ღირსშესანიშნავი რიცხვების მიხედვით შევავსებ-მეთქი. იმ დღეს რომ ვიყიდე, პირველი ჩემი შვილიშვილის დაბადების დღე ჩავწერე. პირველ იანვარს არის დაბადებული და ისედაც იღბლიანს ვეძახით (იცინის). მერე რვიანი ჩავწრე. თითქოს ვიღაც გვკარნახობდა რიცხვებს. 15 აგვისტოს ჩემი დაბადების დღეა და ამიტომ ჩავწერეთ. 19 აგვისტოს ფერისცვალებაა, 27 კი მეორე შვილიშვილის დაბადების დღე, 28-ში მარიამობაა და, ასე შევავსეთ ბილეთი. 

–  ჯეკპოტამდეც ხომ არ გქონიათ მცირე მოგებები?

– მანადე არასდროს მომიგია. სხვათა შორის, ყურადღება ყოველთვის ჯეკპოტზე მქონდა გამახვილებული. სხვა საპრიზო კატეგორიებისთვის არც მიმიქცევია ყურადღება. შეიძლება, გამომიცნია კიდეც, მაგრამ არ შემიმოწმებია. იმის შემდეგ კი ვაკვირდები (იცინის). სანამ ჯეკპოტს მოვიგებდი, სიზმარში ვნახე, რომ ორი მოგება უნდა მქონოდა. მოგების დღიდან ვამბობ, რომ მეორეც უნდა იყოს-მეთქი (იცინის). არ ვიცი, ეს მოგება ისევ ლატარიას დაუკავშირდება თუ ამჯერად, სხვა რამეს, მაგრამ ასეთი შეგრძნება მაქვს. 

– როგორც ვიცი, თბილისში გინდოდათ ბინის შეძენა. თუ აისრულეთ ეს სურვილი და კიდევ რა გააკეთეთ მოგებული თანხით?

– დაახლოებით ორი თვეა, რაც თბილისში შევიძინეთ ბინა. მე მართვის მოწმობა ავიღე და მანქანაც შევიძინე პირადად ჩემთვისა და ჩემი შვილებისთვისაც (იცინის); სახლი გავარემონტეთ; კომერციული ფართიც ვიყიდეთ და სხვა. მატერიალური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ძალიან შეიცვალა ჩემი და ჩემი გარშემო მყოფების მდგომარეობა. 

скачать dle 11.3