კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეს უკვე აღარ სუნთქავს

ბერილს მარტო ყოფნა უნდოდა. ამიტომ წავიდა ასეთ საზიზღარ ამინდში პარკში... ოქტომბრის ბოლო იყო და ძალიან ციოდა. თუმცა,  ბერილი ვერ გრძნობდა ტემპერატურას. კბილს კბილზე მას შემდეგ აცემინებდა, რაც გაიგო, რომ უსინდისოდ უღალატეს. „ის“ წავიდა. სხვა ქალში გაცვალა, სწორედ მაშინ, როცა ბერილმა დაიჯერა საკუთარი ბედნიერების.... ახლა ამ ყველაფერზე ფიქრობდა და თვალებიდან ცრემლი სდიოდა. პარკი თავიდან უკაცრიელი ჩანდა. თუმცა, მერე ფეხის ხმა შემოესმა. უკან მოიხედა და ორი ჭაბუკი დაინახა – თვრამეტი-ცხრამეტი წლისანი იქნებოდნენ. ერთს წითელი ქურთუკი ეცვა, მეორეს – კუბოკრული, სქელი პერანგი. რაღაცაზე უშნოდ ხითხითებდნენ. ბერილს გული შეუქანდა. შეეშინდა, მოეჩვენა, რომ ბიჭებმა ნაბიჯს აუჩქარეს. თვითონ აუჩქარა, უცნობები კი ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ. დამფრთხალმა გაქცევა გადაწყვიტა, მაგრამ მათ შორის მანძილი არ მცირდებოდა. თუმცა, არც ეწეოდნენ. რა უნდოდათ მისგან?! – ამ კითხვაზე პასუხი ბერილს არ ჰქონდა და რაც ძალა და ღონე ჰქონდა, გაიქცა. ფეხის ხმაზე მიხვდა, რომ ბიჭებმაც მოუჩქარეს ნაბიჯს. აშკარა იყო, მარტოხელა ქალით გართობა ჰქონდათ გადაწყვეტილი, ან იქნებ ბერილის ხელჩანთამ დააინტერესათ?! – ამაზე ფიქრისა და განსჯის დრო არ იყო. ერთბაშად ქალმა წაიფორხილა და დაეცა. ბიჭებიც გაჩერდნენ. წამოდგომა და გაქცევა აცალეს... ბერილი შემობრუნდა და დაუყვირა:

– რა გინდათ ჩემგან, რატომ მომდევთ? გეხვეწებით, შეწყვიტეთ ეს საშინელი რბოლა.

– ქალბატონო, ეს საზოგადოებრივი პარკია და არა კერძო ტერიტორია, – დასცინა წითელქურთუკიანმა, – სადაც გვინდა, იქ ვისეირნებთ.

ქალიშვილმა ხელჩანთა ესროლა და ისევ გაიქცა.  ბიჭებმა ჩანთა კი აიღეს, მაგრამ მისი დევნა არ შეუწყვეტიათ. ბერილი მიხვდა, რომ კარგი არაფერი ჰქონდათ ჩაფიქრებული. შიში მთელ სხეულში გაუჯდა. ხეებს შორის სირბილი რთული იყო, მაგრამ წინ უარესი ელოდა – პატარა წყალსაცავი, გაყინული წყლით. ბერილი მოცურავე იყო, მაგრამ გაყინულ წყალში შესვლა არ უნდოდა. კვალში ჩამდგარი მოძალადეები კი გამოსავალს არ უტოვებდნენ. არანაირი საშველი არ ჩანდა. რომც ეყვირა, უკაცრიელ ტყეში მხოლოდ საკუთარი ექო თუ გამოეხმაურებოდა... ამიტომ, ბევრი არ უფიქრია, წყალში შევარდა და შუაგულისკენ შეცურა. ბიჭებმაც მიირბინეს ნაპირთან და გაჩერდნენ... საბედნიეროდ, წყალში არ შესულან. წითელქურთუკიანმა ხელი ჩაყო წყალში და შეაჟრიალა.

– უჰ, რა გაყინულია! საინტერესოა, რამდენ ხანს ძლებს ადამიანი ასეთ ცივ წყალში. მოდი, ექსპერიმენტი ჩავატაროთ. შენ მეორე მხარეს შემოუარე და იქ გაჩერდი. დაველოდოთ, ჩვენ ხომ არსად გვეჩქარება?!

ბერილი თავიდან გამოაფხიზლა ცივმა წყალმა, მაგრამ, როცა მიხვდა, რა ჩაიფიქრეს ბიჭებმა, შეშინდა. კარგი მოცურავე კი იყო, მაგრამ ასეთ ცივ წყალში დიდხანს ვერ გაძლებდა. ზაფხული რომ ყოფილიყო, პრობლემა არ იქნებოდა. ყინულივით წყალი უკვე აკეთებდა თავის საქმეს. გადაწყვიტა, ეფართხალა, რომ მეტხანს გაეძლო. ნელ-ნელა მთელ ენერგიას გამოაცლიდა ცივი წყალი. ბიჭები უტიფრად იცინოდნენ. აშკარად არსად აპირებდნენ წასვლას. ნახევარი საათის შემდეგ წითელქურთუკიანმა რაღაც მოიფიქრა. ამას ბერილი მის მხიარულ შეძახილზე მიხვდა და შიშმა თავის კანი აუწვა. წითელქურთუკიანი დაიხარა, სველი მიწისგან გუნდა გააკეთა და მთელი ძალით ესროლა ქალიშვილს. ბერილი იძულებული გახდა ჩაეყვინთა, მაგრამ ეს ერთადერთი გუნდა არ აღმოჩნდა. მალე ორივე მხრიდან წამოვიდა ტალახის „ტყვიები“. ბერილსაც სულ უფრო ხშირად უწევდა თავის ცივ წყალში ჩაყოფა. ბიჭები ხმამაღლა ყვიროდნენ. მათი ყიჟინა ექოდ ისმოდა ტყეში. ბერილი კი ძალას კარგავდა.

– შესანიშნავი ტირი გვაქვს. მიდი, ვინც თავში მოახვედრებს, ჩემპიონი იქნება, – ბღაოდა კუბორკული პერანგი. ერთი მისი „ტყვია“ ბერილს შუბლში მოხვდა და ქალიშვილმა იგრძნო მწვავე ტკივილი... როცა წყალში ჩაყვინთა და ამოვიდა, შუბლზე რაღაც თბილი სითხე ჩამოეღვარა. ეს სისხლი იყო. როგორც ჩანს, ბიჭმა ტალახში ქვაც შეურია... მალე მძიმე ქვამ მის გვერდზე გაადინა ტყაპანი... ბერილი მიხვდა, რომ ადრე თუ გვიან ქვა აუცილებლად მოხვდებოდა მიზანს... ძალა სულ წაერთვა... დაიგმინა და ნაპირისკენ ნელა გაცურა. როგორც კი ფეხქვეშ მიწა იგრძნო, მუხლებზე დაეცა და ფორთხვით განაგრძო სვლა. ნაპირთან კი უსულოდ დაეცა.

წითელქურთუკიანმა ბერილთან მიირბინა, ორივე ხელი მხრებში ჩასჭიდა და ნაპირზე გამოათრია. მერე დააკვირდა და შეშფოთებულმა შესძახა:

– ეს აღარ სუნთქავს, მგონი, მოკვდა.

– მოკვდა? რა სისულელეა. რას უნდა მოეკლა. მე მხოლოდ პატარა ქვა ვესროლე. ალბათ, იტყუება, რომ თავი დავანებოთ.

– გეუბნები, მოკვდა-მეთქი. ახლა რა ვქნათ? როლი, რა იდიოტი ხარ.

– ჩემგან რა გინდა? ყველაფერში დამნაშავე ცივი წყალია. ის ძალიან დიდხანს იყო წყალში. თანაც, აქ ბანაობა აკრძალულია. ტანზე გაიხადე, ჩქარა.

– გაჩუმდი. მაგას პოლიციას ვერ აუხსნი.

– რა ჩაიფიქრე.

– გვამი წყალში უნდა შევიტანოთ და ჩავძიროთ. მთავარია, აქედან გავასწროთ.

– წყალი ცივია...

– ენა გააჩერე! – უყვირა წითელქურთუკიანმა.

ბიჭებმა ტანსაცმელი სველ ტანზე ჩააცვეს. მანამდე ბერილის გვამს ტანსაცმლის ჯიბეები ქვებით გაუვსეს, სადამდეც ფეხი მიწას სწვდებოდა, იქამდე შეათრიეს და ჩაძირეს. ხელჩანთაც წყალსატევში მოისროლეს. მანამდე კი გახსნეს, მანქანის გასაღები და საფულე ამოიღეს, რომელშიც სამოც დოლარამდე იდო.

პიტ კრებსი ჩაფიქრებული იდგა ორ მანქანას შორის. ერთი – წითელი ფერის ძველი „მუსტანგი“ იყო, მეორე – ყვითელი, სპორტული მანქანა, „შევროლე“. ბინდდებოდა. სად უნდა ყოფილიყვნენ ამ მანქანის პატრონები? ძალიან ეზარებოდა პარკის გადაჩხრეკა, მაგრამ გრძნობდა, რომ მოუწევდა... პარკიდან ორი ახალგაზრდა გამოვიდა. ერთი „მუსტანგისკენ“ წავიდა, მეორე „შევროლეს“ მიადგა და გასაღებს დაუწყო წვალება. დიდხანს ვერ გააღო. პიტი ძველი პოლიციელი იყო და ინტუიცია კარგად ჰქონდა განვითარებული. რაღაც არ მოეწონა. ბიჭებს დააკვირდა – ტანსაცმელი, წინდები აშკარად სველი ჰქონდათ, მაგრამ ესეც არ იყო მთავარი.... წითელქურთუკიანი მაშინვე არ ჩაჯდა „შევროლეში“. დასაჯდომი ძალიან წინ იყო მიწეული და ვერ ჩაეტია. ცოტა ხანი იწვალა, სანამ სავარძელს მოირგებდა. კრებსი ამანაც დააეჭვა, თანაც ამ ტიპის ბიჭს ასეთი მანქანა არ უნდა ჰყოლოდა. ვერ დააკავებდა, არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, მაგრამ ვერ მოისვენა. ასეთ ამინდში წყალში მხოლოდ არანორმალური თუ შევიდოდა... სირბილით წავიდა წყალსატევისკენ. ნაპირთან ნაფეხურები ჩანდა. ფეხსაცმლიანიც და შიშველი ფეხისაც... ჯიბიდან ფარანი ამოიღო და წყლის ზედაპირი მოათვალიერა. მისგან ძალიან ახლოს რაღაც თეთრი ფერის პაკეტები ცურავდა. გრძელი ტოტი მოძებნა და ერთი ცალი თავისკენ მოაცურა. ქალის ჰიგიენური საფენები იყო. მაშინვე ამოიღო რაცია და შერიფის თანაშემწეს დაუკავშირდა.

– სასწრაფოდ დააკავეთ „მუსტანგი“ ნომრით „ჯო-15788“ და ყვითელი „შევროლე“! დამიდგინეთ, ვინ არის ყვითელი, სპორტული „შევროლეს“ პატრონი... ორი ლაწირაკია. სველი ტანსაცმელი აცვიათ.

– წყალსატევში უკანონო ბანაობისთვის ვაკავებთ?

– ჯერ კი... მყვინთავები გამომიგზავნე, თუ ჩემი ეჭვი დადასტურდება, კვალიფიკაცია შეიცვლება და მკვლელობის მუხლით გაასამართლებენ.

скачать dle 11.3