შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2008 წლის 7 დეკემბერს, დილით. რომელი პროფესიაა მისთვის წარმატების მომტანი და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან ურჩევთ დაოჯახებას, რათა სამომავლოდ პრობლემები აიცილოს თავიდან?
პასუხი: მისთვის კარგია ოჯახის შექმნა სასწორის, ვერძის, მერწყულის ან მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან; პროფესიებიდან კი მისაღები და წარმატების მომტანია: სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ორგანიზატორული და ადმინისტრაციული საქმიანობა, მანქანათმშენებლობა, სამხედრო სტრუქტურები, საინჟინრო საქმე, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, სპორტი, ტექნიკა-მექანიკის სფერო, საგამომგონებლო, საკონსტრუქტორო საქმე; მედიცინიდან – ფსიქოთერაპია, სასწრაფო დახმარება, რეანიმატოლოგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, ქირურგია; ასევე, სამართალდამცავი ორგანოები, საგამომძიებლო სფერო, კონტროლის პალატა, საგადასახადო ინსპექცია, სადაზღვევო კომპანიები, პედაგოგიკა, რელიგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია და ასტროლოგია.
კითხვა: დავიბადე 1985 წლის 1 იანვარს. უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები?
პასუხი: თქვენი კოსმიური მისია უცხოეთს არ უკავშირდება, თუმცა, იქ გარკვეული დროით მუშაობა, გამოცდილებისა და კაპიტალის დაგროვება ცუდი არ არის. ქვეყნებიდან კი კარგია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, ვენესუელა, შვედეთი, ყაზახეთი, სინგაპური, ჩინეთის აღმოსავლეთი მხარე; გერმანიიდან – ბავარიის მხარე, მაროკო, ნორვეგია, მექსიკა, კუბა, უნგრეთი.
კითხვა: დავიბადე 1994 წლის 13 მაისს. რომელი პროფესია იქნება ჩემთვის მისაღები და რომელ ნიშანთან მირჩევთ ოჯახის შექმნას?
პასუხი: თქვენთვის კარგია ოჯახის შექმნა: მერწყულის, ვერძის, ქალწულის, თხის რქის, თევზების ან კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან; პროფესიებიდან კი მისაღებია: დრამატურგია, სცენარისტობა, რეჟისურა, სოციოლოგია, ავიაცია, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, დიზაინი, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა, აუდიო, კომპიუტერული, პროგრამული, მობილური და ვიდეოსისტემები. ასევე, წინააღმდეგობების გადალახვის შემდეგ, წარმატება გელით შემდეგ სფეროებში: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფეროს ფართო სპექტრი, უძრავი ქონების ბიზნესი, საიუველირო საქმიანობა, საკონდიტრო ინდუსტრია, სამუზეუმო, საარქივო, საბიბლიოთეკო საქმიანობა, მშენებლობის ფართო სპექტრი.