კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„34-ის“ რეალური ისტორია

ის, რაზეც ბოლო დროს ყველაზე ბევრს საუბრობდნენ და რამაც ყველა აალაპარა, უნიკალური მეთოდით დამზადებული ლუდი, „34” აღმოჩნდა. სამი სახის ქერის ალაოსა და ოთხი სახის რჩეული სვიის შეზავებით, განსაკუთრებული არომატის მქონე ლუდი იხარშება გურმანებისთვის. სწორედ ამ გამორჩეული გემოს გამო, ახალი ლუდის შექმნა გარკვეული ექსპერიმენტი იყო.    

დღეს ლუდის ბაზარზე საკმაოდ მაღალი კონკურენციაა. მომხმარებელს შეუძლია, აირჩიოს როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე იმპორტირებული, სხვადასხვა გემოსა და ფასის პროდუქტი. შესაბამისად, ახალი პროდუქტი, რომელიც ბაზარზე გამოჩნდებოდა, გამორჩეული და დასამახსოვრებელი უნდა ყოფილიყო, როგორც თავისი გემოვნური თვისებებით, ასევე ბრენდული სახელითა და შეფუთვით. თუმცა, ბაზარზე ახალი პროდუქტის გამოჩენას წინ გამორჩეული სარეკლამო კამპანია უძღოდა. ყველაფერი, მათ შორის, ვიდეორგოლები, ბილბორდები, ინტერნეტრეკლამაც კი, მხოლოდ ერთ კითხვას აჩენდა – რა იყო 34? შეიქმნა ვებ-გვერდი, სადაც ყველას შეეძლო, დაეწერა „34-ის“ შესახებ საკუთარი ვერსია. რამდენიმე კვირის განმავლობაში ვებ-გვერდს უამრავი ადამიანი ესტუმრა. შესაბამისად, „34-ის“ შესახებაც უამრავი ვერსია გაჩნდა. „34-მა“, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა აალაპარაკა. 

სწორედ მაშინ, როცა „34-ის“ შესახებ ინტერესმა პიკს მიაღწია, მაღაზიებში ლუდი „34” გამოჩნდა – 1 ბოთლი 34 ლარად. ინტერესი გაოცებამ შეცვალა – ერთი ბოთლი ლუდისთვის უჩვეულოდ მაღალი ფასი ბევრისთვის ახალ გამოცანად იქცა. მისი შეძენა მხოლოდ ლუდის ნამდვილმა გურმანებმა გაბედეს და არც შემცდარან, რადგან ამისთვის განსაკუთრებულად დასაჩუქრდნენ. „34-ის” პირველ სამ მყიდველს ქალაქში ძეგლი დაუდგეს, ხოლო „34-ის” ყველა მყიდველს საჩუქრად უამრავი ლუდი „34” ერგო. საჩუქრები მათთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, რომელსაც ბევრი სიხარული და ემოცია ახლდა თან.    

ხუთი დღის შემდეგ „34-ის” ფასი ყველასთვის მისაღები – 2 ლარი გახდა. უჩვეულო სარეკლამო კამპანია კი ყველას დაამახსოვრდა. მომხმარებელთა დიდ ინტერესს ვებ-გვერდისა და სარეკლამო რგოლების მნახველთა სტატისტიკაც ადასტურებს. ინტერნეტმომხმარებლები გამოხმაურებებში იმასაც კი წერდნენ, რომ მსგავსი რამ ჯერ არასდროს უნახავთ. ზოგი იმასაც კი ნანობდა, რომ 34 ლარად არ შეიძინა ლუდი და შესაბამისად, საინტერესო საჩუქრის გარეშე დარჩა. რა თქმა უნდა, იყვნენ სკეპტიკოსებიც, თუმცა, საერთო ჯამში, ყველა თანხმდება, რომ „34-ის” გამოჩენა ბაზარზე ბევრი პოზიტივითა და კრეტიავით იყო სავსე.

скачать dle 11.3