კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გავლენას ახდენს სახლის უარყოფითი აურა იქ მცხოვრებ ადამიანებზე და რისგან გვიცავს კარზე დაკიდებული ნალი, გიშერი და ხის ტოტი

თუ ადამიანი ჩახედული არ არის პარაფსიქოლოგია-ეზოთერიკაში, ვერ მიხვდება, რა ხდება მის თავს, რატომ ეცვლება უეცრად გუნება-განწყობა, რატომ იწყებს უმიზეზოდ სკანდალს ოჯახის წევრებთან, ერთი ხელის მოსმით რატომ ანგრევს წლების განმავლობაში შექმნილ ურთიერთობასა და ოჯახს და ასე შემდეგ. ამ დროს ჯანმრთელობაც სერიოზულად ზიანდება და დაგლეჯილი ნერვებიც უძილობის, დეპრესიისა და წარუმატებლობის მიზეზი ხდება. სწორედ ამ თემაზე ვთხოვეთ საუბარი ეზოთერიკოსს, ქალბატონ ნატოს, რომელმაც საკმაოდ დასაფიქრებელი და გასათვალისწინებელი რჩევები მოგვცა.

ნატო: თუ სახლში არასასურველი აურა ტრიალებს, ეს ადამიანის გენეტიკაში გადადის და მომავალი თაობაც ამ უხილავი, არასასურველი აურით „ავადდება“. ენერგეტიკულად სუსტი ადამიანი ვერ ახერხებს უარყოფითი ემოციებისა და განცდებისგან სახლის გარეთ დაცლას, შეაქვს ის სახლში და იქ იცლება. ეს უარყოფითი ენერგია კი სახლში იბუდებს, გროვდება და, საბოლოო ჯამში, საცხოვრებლის აურისა და გარემოს დაავადებას იწვევს. ის, თავის მხრივ, მოქმედებს იქ მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანზე და კიდევ უფრო ამძაფრებს სიტუაციებს, რაც გაუგებრობებისა და კონფლიქტების მიზეზი ხდება. მსგავსი უსიამოვნებები ბევრ ოჯახშია, მაგრამ, ამის თავიდან აცილება ნამდვილად შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანმა ისწავლა საკუთარი ემოციებისა და განცდების მართვა, ასევე, იმ რეაქციებსა და ენერგიებზე ზემოქმედება, რომლებიც მისკენ მოემართება მეორე ადამიანისგან. თუ სამსახურში ან საზოგადოების თავშეყრის ადგილას ყოფნისას თქვენ მიმართ აგრესია წამოვიდა და იგრძენით, რომ ეს აგრესია შიგნიდან გაწვებათ, ანუ,  ქვეცნობიერად მომართული ხართ იმისთვის, რომ ვინმეს დაეტაკოთ და ეს უარყოფითი ემოცია მისკენ მიმართოთ ხმამაღალი კამათით, ემოციითა და კონფლიქტით, მაგრამ ეს ვერ მოახერხეთ, მთელი დღის განმავლობაში ამ ნეგატიური მუხტის „შენახვის” შემდეგ კი სახლში ბრუნდებით, სადაც ოჯახის წევრები გხვდებიან, თქვენდაუნებურად, მათზე ხარჯავთ ამ ენერგიას. 

– თუ ვხვდებით, რომ შინაგანი დაძაბულობა არ განეიტრალდა და ამ ემოციით შევდგით ფეხი სახლში, ამ დროს როგორ მოვიქცეთ?

– თუ ხვდებით, რომ ენერგეტიკულად გადაძაბული ხართ უარყოფითი ემოციით, სახლის ზღურბლის გადაკვეთამდე, კართან, მარცხენა ფეხით სამჯერ ახტით. შემდეგ ხელები ისე დაიქნიეთ, რომ ენერგია ქვევით გაუშვათ. სახლში შესულმა კი მიიღეთ კონტრასტული შხაპი. ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ იოლი და მარტივი მეთოდია, მაგრამ, ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი ეფექტი აქვს. ამ დროს სხეულიც დუნდება, უარყოფითი ენერგიაც წყალს მიჰყვება და ის საშიში ემოციისა და კონფლიქტის გამომწვევი „ვირუსები” სახლის ზღურბლს მიღმა რჩება. რადგან ენერგიაზე ვსაუბრობთ, აქვე იმასაც გეტყვით, რომ თითოეული ჩვენგანი გარკვეულ ენერგეტიკას ატარებს. გვერდიგვერდ მყოფი ადამიანები, უნებურად ურთიერთქმედებენ ერთმანეთზე მაშინაც კი, როცა სძინავთ ან ჩუმად არიან ანუ, ენერგიის გაცვლა მიმდინარეობს პერმანენტულად. ქალისგან განსხვავებით, მამაკაცი გაცილებით მეტ ენერგიას იღებს და ნაკლებს გასცემს. თუ ქალი მამაკაცის მიმართ დადებითად არის განწყობილი და თავს მის გვერდით კომფორტულად გრძნობს, მაშინ ენერგიების გაცვლა ნორმალურად მიმდინარეობს. მაგრამ, თუ რომელიმე მათგანს არასასურველი განწყობა აქვს, ესე იგი, მეორემ ცოტა ენერგია მიითვისა. სხვისი ენერგია ძალიან ადვილად ასათვისებელია. ენერგიის არასწორმა გაცვლა-გამოცვლამ კი, შესაძლოა, შეყვარებული წყვილი ან თუნდაც ცოლ-ქმარი დააშოროს. ჯერ იწყება კონფლიქტები, გაუგებრობები, კამათი, ჩხუბი და მხოლოდ ამის შემდეგ ხვდება წყვილი, რომ მათ შორის რაღაც ვერ არის რიგზე, თუმცა, პასუხი არ აქვთ. მე კი ასეთ წყვილს ვეტყვი, რომ ეს, შესაძლოა, მათ შორის ენერგიების არასწორმა გაცვლამ გამოიწვია. ამიტომ, სანამ ურთიერთობას დააკანონებთ, კარგად დააკვირდით, იღებთ თუ არა ერთმანეთისგან საკმარის ენერგიას. 

– შესასვლელ კარზე დაკიდებული თილისმა თუ იცავს ჩვენს საცხოვრებელს გარედან შემოსული უარყოფითი ენერგიებისა და ემოციებისგან და, თუ აგებს პასუხს ოჯახის წევრების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაზე?

– ცისფერი ქვა, რომელსაც შუაგულში გიშრის თვალი აქვს ჩასმული, ნალი, ხის ტოტი, „ბულავკების” აცმა – ყველაფერი ეს თავისებურად გვიცავს ავი თვალისა და ნეგატიური ენერგიის შემოდინებისგან ბინაში. ასეთი თილისმები შემოსასვლელ კარზე მაგრდება და უცხო თვალისა და გარშემო მყოფების ავი ზრახვებისგან იცავს სახლს. ასე რომ, კარზე დაკიდებული თილისმა იცავს თქვენს სახლს გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისგან, ამ სახლში მცხოვრები ადამიანები კი უნდა ზრუნავდნენ მის შიგნიდან დაცვაზე. ზოგადად, იმ ოჯახში, სადაც სულ ჩხუბი და კამათია, საკმაოდ მძიმე ენერგია გროვდება, რაც ადამიანშიც აღწევს, იბუდებს და შემდეგ, შეიძლება, პირველივე შემხვედრზე  გადმოინთხეს. იმ ადამიანის აურა, ანუ ენერგეტიკული გარსი, რომელიც სათანადოდ არ არის ჩამოყალიბებული ან დაზიანებულია, ადვილად ექცევა ენერგოვამპირის მახეში, მისი სამიზნე ხდება და, შედეგად, საკმაოდ სერიოზულ ხიფათს აწყდება. თუ ადამიანი უხეშობს, ბილწსიტყვაობს ან ცდილობს, ყოველთვის უარყოფითი აზრები გადმოაფრქვიოს, ესე იგი, მასში უარყოფითი ენერგიაა მოჭარბებული, რომელიც თქვენთვის ძალიან საშიშია. ამიტომ მას დროულად უნდა გაეცალოთ და ასე დაიცვათ თავი.

 – როგორ შევქმნათ პოზიტიური და სასიამოვნო აურა ჩვენ გარშემო?

– ეს არც ისე ძნელია. თუ გსურთ, თქვენი ბინა ყველასთვის თბილი და მშვიდი იყოს და ახლობლებს სიამოვნებდეთ თქვენთან სტუმრობა, ეს გარემო თავად უნდა შექმნათ. სახლის ენერგეტიკას ჩვენი მხრიდანაც სჭირდება დახმარება. მაგალითად, გეოპათოგენურ ზონას მშვენივრად ანეიტრალებს ჩვეულებრივი ქარვა, რომელსაც ძლიერი ენერგეტიკა აქვს. არასდროს შეინახოთ სახლში შავი ფერის კრისტალები და მინერალები. კარგ განწყობას, სიმშვიდესა და ჰარმონიას ქმნის ოჯახში თეთრი, ვარდისფერი, ცისფერი და, ზოგადად, ღია ფერის ქვები. რატომღაც, დღეს მოდაშია მუქი ფერის სამშენებლო მასალით სააბაზანოს, სამზარეულოსა თუ ჰოლის მოპირკეთება. ეს უარყოფითი ენერგიის დაგროვებას იწვევს და, შედეგად, ადამიანის განწყობაზე, ბედსა და, ზოგადად, ცხოვრებაზე, ასევე მუქად ანუ უარყოფითად აისახება. გირჩევთ, სასტუმრო ოთახში და ჰოლის კუთხეებში დადოთ მუხის ხის პატარა ტოტები ან ქერქის ანათალი – ის ნეგატიურ ენერგიას შეიწოვს. ასევე, კარგია, თუ მუხის ტოტს დადებთ შესასვლელ კართან, რადგან ის ავ ძალებს არ უშვებს სახლში. 

скачать dle 11.3