კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

სანამ ჩხუბს დაიწყებთ

 

დიახ, ჩხუბი შეიძლება, შეიძლება ყველასთან, თვით თქვენი ცხოვრების მთავარ პარტნიორთანაც კი. 

თუმცა, სანამ ჩხუბს დაიწყებთ, გახსოვდეთ:

1. არ იფიქროთ იმაზე, რომ ჩხუბით ყველაფერი, მათ შორის – თქვენი ურთიერთობაც და ოჯახიც დაინგრევა. უმჯობესია, კარგად გააანალიზოთ ის, რომ ჩხუბი გარდაუვალი მოვლენაა, ურთიერთობა კი – ცოცხალი ორგანიზმი, რომლისთვისაც არაფერია უცხო. კონფლიქტში ნუ დაინახავთ ტრაგედიას, მით უფრო – სამყაროს აღსასრულს.

2. თქვენც თქვით და მასაც მოუსმინეთ. შეეცადეთ, ჩასწვდეთ პარტნიორის გრძნობებს, ემოციებს, ანუ, გაუგეთ მას. წყვილი, რომელიც არასოდეს ჩხუბობს, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. მთავარი კითხვაა: ამათ საერთოდ აქვთ რამე საერთო და აინტერესებთ ერთმანეთი?!

3. არ შეუშალოთ ხელი პარტნიორს, ბოლომდე თქვას სათქმელი და დაიცალოს ემოციებისგან, თუნდაც რაღაც ზედმეტი მოუვიდეს – ეს არ არის პრობლემა. ხომ უნდა გაიგოთ, რას ფიქრობს ის კონკრეტულ თემაზე?! აზრების გაცვლა, თუნდაც ხმამაღლა და ემოციებით – აუცილებელია.

4. არ დაუშვათ კამათისას შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი სიტყვები და ფრაზები. არც დასცინოთ, არც აბუჩად აიგდოთ და არც დაემუქროთ.

5. ნელ-ნელა დათმეთ პოზიციები – ეს კაპიტულაცია არ იქნება და ნუ შეგეშინდებათ. ომი ხომ არ გაქვთ გამოცხადებული?! ასეთ პირობებში  პოზიციების დათმობა მთავარი და გადამწყეტი ბრძოლის მოგებას ნიშნავს.

 

ბედნიერი მომენტები

 

ფსიქოლოგებს თუ დავუჯერებთ, არ შეიძლება, საკუთარი თავი მუდმივად აკონტროლო. შეიძლება, თქვენც ასე გაგზარდეს. გვასწავლიდნენ, რომ მოკრძალებულები და თავდაჭერილები უნდა ვყოფილიყავით... მაგრამ, დაუკმაყოფილებელი სურვილები და შეუსრულებელი ნატვრა მძიმედ ილექება ჩვენს ფსიქიკაში, რაც მთელ ცხოვრებას ნეგატივით ავსებს. შედეგად, შესაძლოა, ღრმა დეპრესიამდეც მიხვიდე. ამიტომ, არასოდეს უთხრათ უარი საკუთარ თავს პატარ-პატარა სიამოვნებებზე. მით უფრო, თუ ბევრს შრომობთ... თითქმის არ ისვენებთ და სხვების კარგად ყოფნაზეც მუდმივად ფიქრობთ.

რატომ არ უნდა დაიგროვოთ ბევრი დადებითი ენერგია? ეს ხომ უზარმაზარი სტიმულია?! იყავით ბავშვი, რომელიც მშობლებს საჩუქარს, სათამაშოს სთხოვს. ოღონდ, მოსთხოვეთ საკუთარ თავს. გახსოვდეთ, ბავშვი ცხოვრობს თქვენში და დროდადრო ითხოვს, რომ მოუსმინოთ. აუცილებელია, ეს გაითვალისწინოთ! ბოულინგის სათამაშოდ გინდათ წასვლა? – წადით! ატრაქციონებზეც გაერთეთ – რატომაც არა?! სწორედ ასეთი ბედნიერი მომენტებისთვის ღირს ცხოვრება.

ზოგჯერ მიეცით თავს უფლება, წაიზარმაცოთ. ესეც მნიშვნელოვანია. წაზარმაცება სიზარმაცეს არ ნიშნავს და ამას ვერ შეეჩვევით. ერთ საღამოს მაინც მიირთვით რამე გემრიელი, წამოწექით და წაიკითხეთ წიგნი, უყურეთ საყვარელ ფილმს, გაერთეთ მეგობრებთან ერთად და თქვით: საქმე მოიცდის! მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ფუფუნება მაშინ არის ღირებული, როცა იშვიათად აძლევ ამის უფლებას თავს...

 

სიყვარული და მოლოდინები

 

სიყვარული მოკლე ჩართვას ჰგავს  – აფეთქებას და ნაპერწკლის ანთებას. ეს გრძნობა, თუკი ის მართლაც სიყვარულია, ისე მოედება გულს და გონებას, სხვა რამეზე ფიქრისთვის ადგილს აღარ ტოვებს. ამიტომაც შეუძლებელია, ამას წინ აღუდგე. შეუძლებელია, გააკონტროლო, ანდა, ეძებო ასეთი სიყვარული. როგორი ძლიერი პიროვნებაც უნდა იყო, არაფერი გამოგივა, თუკი შეეცდები, ცხოვრება ისე დაალაგო და დაგეგმო, სიყვარული შენი მუდმივი თანამგზავრი იყოს. სიყვარულის წინა პერიოდს ახლავს მოლოდინები. წარმოვიდგენთ ხოლმე, როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება, როცა შეგვიყვარდება. რაც მდიდარია ფანტაზია, მით რთულია მოლოდინი... ჯობია, ეს ყველაფერი დაივიწყოთ. ქალებს და კაცებს ერთნაირად სჭირდებათ და უნდათ სიყვარული, რომელიც, ფაქტობრივად, უფლის წყალობაა. მაგრამ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ისე გალევენ ცხოვრებას, სიყვარული საერთოდ არ ეწვევათ. მერე კი ამბობენ, რომ ეს გრძნობა მხოლოდ პოეტების მოგონილია.

ამბობენ, ქალებს გაცილებით მეტი მოლოდინი აქვთ სიყვარულთან დაკავშირებით, ვიდრე მამაკაცებსო. ისინი ნაკლებსაც ფიქრობენ... არ ემზადებიან სიყვარულისთვის და სწორადაც იქცევიან. თუკი შეგიყვარდებათ – ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ, თანაც ძალიან. დიახ, სიყვარული არსებობს და ის ყოველთვის თავისით მოდის. მაგრამ, გაფრთხილება ნამდვილად სჭირდება ისე, როგორც სათუთ ყვავილს. გაფრთხილებაში კი რა იგულისხმება?! – გააკეთოთ ყველაფერი საყვარელი ადამიანის შესანარჩუნებლად... გახსოვდეთ, სიყვარულსაც აქვს მოლოდინები თქვენთან დაკავშირებით...

 

მაინც, რომ იცოდეთ...

 

ქალები და მამაკაცები – მარადიული თემა, მარადიული პრობლემებით. ვინ უფრო ხშირად უშვებს შეცდომას ჩვენ, თუ ისინი?! დავიწყოთ იმით, რომ ხშირად არ ვიცით, კონკრეტულად რა გვინდა. თუ მამაკაცზე ვფიქრობთ, რომ ის ცხოვრების თანამგზავრად არ გამოდგება, საჭირო არ არის, შევხვდეთ მას – ავაწყოთ ურთიერთობა, გავიჩინოთ რაღაც იმედი ან იმას გავუჩინოთ იმედი... ერთი სიტყვით, ასეთი საქციელი უსამართლობაა, როგორც საკუთარი თავის, ისე მის მიმართ...

მამაკაცთან ურთიერთობის დაწყებისთანავე, წესები დაუწესეთ საკუთარ თავს და არა მას... ანუ, პასუხისმგებლობა გაითავისეთ და გახსოვდეთ, რომ თქვენს საქციელზე პასუხისმგებელი ხართ. შეცდომისგან თავს ვერ დაიზღვევთ, მაგრამ რისკის მინიმუმამდე დაყვანა, შესაძლებელია.

დაჯექით და ჩამოწერეთ ყველა მისი ნაკლი... შემდეგ ყველა ის თვისება, რომელთა გამოც მოგეწონათ. შეადარეთ ორივე სია ერთმანეთს. თუ დადებითი თვისებები მეტი აღმოჩნდება, ესე იგი, გიპოვნიათ ის, ვისაც ეძებდით.

არასოდეს დახუჭოთ თვალი მამაკაცის არცერთ ნაკლზე. არც ის იფიქროთ, რომ შემდგომში გამოასწორებთ ან გადააკეთებთ... გააანალიზეთ მხოლოდ ის – შეეგუებით თუ არა ყველა ამ ნაკლს.

მაინც, რომ იცოდეთ – ადამიანები არ იცვლებიან. ისინი მხოლოდ ცდილობენ, მოიქცნენ სხვანაირად მეორე ადამიანის სიყვარულით, ან სხვა რაიმე გარემოების გამო...

скачать dle 11.3