კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოკლა ქურდობაში ეჭვმიტანილმა დარაჯმა ქალი საწოლში

 54 წლის მერი დ-შვილის ცხედარი  მეზობლებმა მის საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინეს. ქალს გულ-მკერდის არეში დანით სამი ჭრილობა  ჰქონდა მიყენებული.  შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და წინასწარი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქალი, სავარაუდოდ, საწოლში იყო მოკლული. შემთხვევის ადგილზე არ აღმოჩნდა იარაღი, რომლითაც მკვლელობა იყო ჩადენილი. მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ ქალი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ბიზნესით იყო დაკავებული, საკუთარი ფერმის ახლოს მდებარე სახლში მარტო ცხოვრობდა. გამოძიებას პირველი ჩვენება მისცეს  გარდაცვლილის მეზობლებმა. მერი დ-შვილი 60 წლის მარიამ ს-იამ აღმოაჩინა, რომელმაც მომხდარის შესახებ მეზობლებს შეატყობინა და შემთხვევის ადგილზე მისულ სამართლადამცველებს გარდაცვლილის შესახებ პირველი ინფორმაციაც სწორედ მან მიაწოდა.  მისი ჩვენების მიხედვით,  მერი დ-შვილი მათ სოფელში შვიდი წლის წინ გადასულა საცხოვრებლად. 

ამონაწერი მოწმის,  მარიამ ს-იას ჩვენებიდან: „მერი ჩვენს სოფელში შვიდი წლის წინ დასახლდა. ჩემს მეზობლად პატარა სახლი იყიდა და როგორც კი სოფელში ჩამოვიდა, სასოფლო-სამეურნეო ბიზნესი დაიწყო. ჰექტრობით მიწა შეიძინა, ფერმაც გააკეთა. სოფელში მარტო ცხოვრობდა.  ვიცოდით, რომ ჰყავდა ერთადერთი შვილი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობდა. ხანდახან ერთი მამაკაცი აკითხავდა სოფელში, თუმცა, ბოლო რამდენიმე თვე  ის  აღარ გამოჩენილა. მერიმ სოფელში რამდენიმე ადამიანი დაასაქმა, ორ-სამ კაცს მუდმივი სამუშაო მისცა, ხშირად ასაქმებდა უბნის მამაკაცებსაც, რომლებსაც ყოველდღიურად უხდიდა ფულს. მეზობლებთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია, თუმცა, ყველას ეხმარებოდა და პატივს სცემდა. არ იყო კონფლიქტური ადამიანი.”

  როგორც გამოძიების მასალებით გახდა ცნობილი,   მკვლელობამდე  ცოტა ხნით ადრე გარდაცვლილ ქალს კონფლიქტი მოუვიდა იმავე სოფელში მცხოვრებ 38  წლის  მერაბ გ-შვილთან, რომელიც ბოლო ორი წელი ქალის კუთვნილ  ფერმაში დარაჯად მუშაობდა.   სოფელში იმაზეც საუბრობდნენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მოკლულ ქალთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ქალი მას დაუპირისპირდა, სოფელში ახალი თემა გახდა სალაპარაკო – მერი დ-შვილი დარაჯს ფერმის კუთვნილი თივის ქურდობაში ადანაშაულებდა. როგორც ქალი ამბობდა, ზარალი დაახლოებით სამი ათას ლარს აღწევდა. მერაბ გ-შვილი მას რამდენიმე დღის განმავლობაში უმტკიცებდა, რომ ქურდობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და თივა ნაკვეთიდან მაშინ მოიპარეს, როდესაც ის სოფელში, სახლში იყო წასული. მერი დ-შვილი დარაჯს არ უჯერებდა და ორი დღის ვადა მისცა – ან თივას დააბრუნებ, ან პოლიციაში გიჩივლებო. მათ დავაში საერთო ნაცნობებიც ჩაერივნენ და თითქოს მოარიგეს კიდეც საქმე, თუმცა, დაზარალებულმა ქალმა ვერც თივა დაიბრუნა და ვერც ფული, ფერმის დარაჯი კი ისე გაუნაწყენდა მას ქურდობაში  ბრალდებისთვის, რომ ყველასთან ემუქრებოდა და ამბობდა, ამ სატანას ახლოს ნუ გაეკარებითო. სოფელი მეორე ვერსიაზეც საუბრობდა – ქურდობაში ეჭვმიტანილის ოჯახის წევრები ამბობდნენ, მერაბმა თავის უფროსთან ინტიმური ურთიერთობა გაწყვიტა და ქალი ამის შემდეგ გადაეკიდაო.     

მერი დ-შვილის ცხედრის აღმოჩენის შემდეგ  სამართლადამცველებმა მასთან  დაახლოებული ყველა პირი დაკითხეს, მათ შორის იყო მერაბ გ-შვილიც, რომელიც  გარდაცვლილთან დაპირისპირებას არ უარყოფდა,  თუმცა არ აღიარებდა, რომ ქალს ემუქრებოდა. მერაბ გ-შვილმა გამოძიებასთან თქვა, რომ მკვლელობის დროს სახლში, თავის მშობლებთან იმყოფებოდა; იგივე ჩვენება მისცა გამოძიებას მისმა დედამ, რომელმაც განაცხადა, რომ მერაბ გ-შვილმა ღამის  3 საათზე  სახლში იმყოფებოდა, თუმცა გამოძიებამ მიაგნო მოწმეს, რომელიც ამტკიცებდა, რომ მერაბ გ-შვილი გვიან ღამით სოფლის გზაზე ნახა. მისი განცხადებით,  ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელის დანახვისას დაიბნა და პირდაპირ შეხვედრას მიმალვით აარიდა  თავი. შემთხვევის ადგილზე არ აღმოჩნდა ქურდობის ან ძარცვის კვალი, რომ გამოძიებას ამის საფუძველზე  დაეწყო დამნაშავის ძებნა, თუმცა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით აღმოჩენილ იქნა  თითის ანაბეჭდები, რომლის მიხედვითაც გამოძიებამ მკვლელს მიაგნო. 

 საქმის მასალების მიხედვით, ქალის საცხოვრებელ სახლში მკვლელი ფანჯრიდან გადაძვრა. სწორედ  ფანჯრის რაფაზე დატოვებული კვალი  დაემთხვა  მერაბ გ-შვილის თითის ანაბეჭდებს და ის სამართლადამცველებმა დააკავეს. თავიდან მერაბ გ-შვილი ჩადენილ დანაშაულს უარყოფდა, თუმცა მოგვიანებით მან აღიარა, რომ 54 წლის მერი დ-შვილი მის მიერ იყო მოკლული. მკვლელობის მოტივად დანაშაულში ბრალდებულმა  ქალის მიერ მიყენებული შეურაცხყოფა დაასახელა. 

ამონაწერი მერაბ გ-შვილის ჩვენებიდან: „მერი მაშინ გავიცანი, როცა სოფელში ჩამოვიდა და აქ დასახლდა. ჩვენი ურთიერთობა ჩემი მეზობლის ჩარევის შემდეგ დაიწყო. მერიმ ფერმა ჩამაბარა და დროდადრო მის ნაკვეთებსაც მე ვუწევდი ზედამხედველობას. ჩვენ ძალიან დავახლოვდით, გვქონდა პირადი ურთიერთობაც. ქურდობა, რასაც ის მე მაბრალებდა, ჩემი ჩადენილი არ იყო. იმ ღამეს, როცა თივა მოიპარეს, მე სახლში ვიყავი  მისული მოსაწესრიგებლად. რადგან სულ ფერმაში ვიყავი და ღამესაც იქ ვათევდი, მერიმ დანაშაული მე დამაბრალა და მთელ სოფელში თავი მომჭრა. როცა გავიგე, რომ ოფიციალურად აპირებდა საქმის აღძვრას და ქურდობის დაბრალებას, მასთან მისვლა და საქმის გარკვევა გადავწყვიტე. ორჯერ დავაპირე, მაგრამ გადავდე. იმ ღამეს ნასვამი ვიყავი და სითამამე მომემატა. როცა ჩემმა მშობლებმა დაიძინეს, ჩუმად გამოვედი სახლიდან და მერისთან წავედი. სახლი დაკეტილი ჰქონდა და ფანჯრიდან გადავძვერი. მერის ოთახში ისე შევედი, ვერ გაიგო, რადგან ეძინა.  მისი მოკვლა არ მქონდა  განზრახული, მაგრამ, როცა ქალი საწოლში დავინახე, მაშინ გადავწყვიტე მისი თავიდან მოშორება. სამჯერ დავარტყი დანა. გონზე არც კი მოსულა, ისე გარდაიცვალა. ისევ ფანჯრიდან გადავძვერი და მისი ბინა ისე დავტოვე. დანა, ორი სახლის მოშორებით, მიწაში ჩავფალი. სახლში ისე დავბრუნდი, ჩემი გასვლა არავის გაუგია”. სასამართლომ არ გაიზიარა მკვლელობაში ბრალდებულის  დაცვის მხარის შუამდგომლობა, შეემსუბუქებინა მისთვის სასჯელის ფორმა, რადგან ის  ხანდაზმული და ინვალიდი მშობლების  ერთადერთი  დამხმარე იყო და მას ჩადენილი დანაშაულისთვის  10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

скачать dle 11.3